შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომის გოგო და ზამთრის ბიჭი (თავი 5)


23-12-2018, 14:02
ავტორი GirlWhoWritesBcsSheNeedsBreathe
ნანახია 1 543

ლილიანა
ლაზარეს ბებია საავდმყოფოდან სამ დღეში გამოწერეს. მართალია ერთმანეთს ვეღარ ვნახულობდით, რადგან ამ დღეებში სასკოლო წერები დამემთხვა და გარეთ ვეღარ გავდიოდი, ის კიდევ ბებოსთან ატარებდა დროს, მაგრამ ერთმანეთს ვწერდით და ღამით, სანამ დავიძინებდით ვლაპარაკობდით.
სიმართლე გითხრათ აზრზე არ ვარ ასე ერთ დღეში როგორ დავუახლოვდით ერთმანეთს. შეიძლება ითქვას, რომ შევსისხლხორცდით, მის გარეშე ოდესმე თუ ვცხოვრობდი აღარ მახსოვს.
ჩემი ერთფეროვანო ყოველდღიურობა მრავალფეროვანი გახადა. ერთმანეთს ვეთავსებოდით და არაფერი გვიშლიდა ხელს.
-ლილიანა, მე და ბებო უკვე სახლში ვართ, შენც სასკოლოები დაგიმთავრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ერთმანეთი ვნახოთ.
-რა კარგია! როგორც იქნა ვილაპარაკებთ წესივრად. ბებო ხომ კარგად გრძნობს თავს?
-კი, უკვე ფეხზე დგას და ფუსფუსებს.
-სად შეგხვდე?
-შენ სახლთან ვიქნები ათ წუთში და მერე გავისეირნოთ. თბილას ჩაიცვი, სუსხია.
-კარგი. - მის მზრუნველობაზე გამეღიმა.
სქელი, ყელიანი ჯემპრი და თბილი, შავი შარვალი ჩავიცვი. თმები ცხენის კუდად შევიკარი და დაბლა ჩავედი, სადაც მომღიმარი ლაზარე მელოდა.
თითქოს საუკუნეა არ მინახავს...
მისი მონატრება მკლავდა და ახლა როდესაც დავინახე, თავისი ჩვეული მანერებით, თაფლისფერი თმითა და მოკაშკაშე ყავისფერი თვალებით, რომლებიც ჩემ საფირონისფერებს უყურებდნენ, ენა ჩამივარდა და სიარულის უნარი წამერთვა.
თავად წამოვიდა ჩემკენ და გულში ჩამიკრა, ხელები მოვხვიე და ცხვირი მის მამაკაცური სურნელით გაჟღენთილ კისერში ჩავრგე.
-ჩახუტება იწვევს იმავე ნევროლოგიური რეაქციას, რასაც ტკივილგამაყუჩებლის მიღება. - ჩამჩურჩულა ყურში.
-მაგით რისი თქმა გინდა?
-არაფრის... უბრალოდ მომენატრე.
ყელში მაკოცა და მთელი სხეული დამესუსხა. სანამ ადგილზე ჩავიკეცებოდი და პომიდორივით გავწითლდებოდი მას მოვშორდი და განზე გავდექი.
-გავისეირნოთ? - ვიკითხე ყოყმანით.
-რა თქმა უნდა. - გაეცინა.
ცოტახანი სიჩუმით და ფოთლების შრიალით ვტკბებოდით.
-მიყვარს შემოდგომა. - ვთქვი და ლამაზი, მოყავისფრო-მოწითალო დიდი ფოთოლი ავიღე.
-მე არ მიყვარს.
-რატომ? - გამიკვირდა.
-რაღაცნაირია... უაზრო. ვერ გაიგებ როგორ ჩაიცვა. დილას თუ ცივა, საღამოს ცხელა, ან პირიქით. ხან წვიმს, ხან მზეა, ხან ორივე, ხან არც ერთი. ძალიან ჩამოუყალიბებელი სეზონია.
-მე სწორედ მაგიტომ მიყვარს.
-ზამთარია ჩემთვის საყვარელი სეზონი. იცი რომ ცივა და ვსო. თანაც ახალი წელი ძალიან მიყვარს.
-მე არ მიყვარს ახალი წელი.
-ხედავ? მაინც ვიპოვეთ რაღაც რაშიც საერთო არ გვაქვს.
-არაა საჭირო ორი ადამიანი ერთმანეთს ყველაფერში ეთანხმებოდეს.
-მე შეგაყვარებ ახალ წელს.
-ვერ შეძლებ.
-და მაინც... რატომ არ გიყვარს?
-არ ვიცი. უბრალოდ ასეა.
-ანუ შემოდგომის გოგო ხარ.
-შენ კი ზამთრის ბიჭი. - ორივეს გაგვეცინა.
-აბა ლაზარე, მოდი მომავალზე ვილაპარკოთ.
-ჩვენ მომავალს გულისხმობ? - დაიბნა ლაზარე.
-არა... მე ვიგულისხმე პროფესიები, საქმიანობები და მსგავსი რაღაცები ხომ ხვდები.
-ძალიან მიყვარს მედიცინა, მაგრამ არ ვიცი ამდენი სწავლის თავი თუ მაქვს!
-მეც მიყვარს და ვფიქრობ, რომ ქირურგი გამოვიდე.
-თუ სამედიცინოზე ჩავაბარე, მეც ქირურგობას ავირჩევ. სავარაუდოდ ნეირო, ან კარდიო ქირურგი გამოვალ.
-მე ალბათ პედიატრი, რადგან არაფერია ამ ქვეყანაზე იმაზე ლამაზი, ვიდრე პატარა, სიცოცხლით სავსე ადამიანები.
-გეთანხმები. სამედიცინო თუ არ ამოვირჩიე, ალბათ იურიდიულზე ჩავაბარებ. - მოკლედ ბევრი რამ არის, რაც გადასაწყვეტია. ლილიანა მინდა რომ ბებიაჩემი გაგაცნო.
-რაა? - ახლა ჩემი დაბნევის ჯერი იყო.
-მაშინ, როდესაც ბებო გამოფხიზლდა და პირველად ველაპარაკე, მითხრა, რომ ეგ გოგო გამაცანიო... მეც შევპირდი და მაგის მერე, რამდეჯნერაც ტელეფონში ჩამძვრალს დამინახავს ეშმაკურად იცინის და მეუბნება როდის უნდა გამაცნოო... მოკლედ... დამღალა უკვე და თუ წინააღმდეგი არ ხარ, ახლა ჩემთან ავიდეთ და ბებიაჩემს გაგაცნობ.
-არა წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ.
-მაშინ წავიდეთ.

ლაზარე
ლილიანას მონატრების ჩაკვლისა და რამდენიმე წუთიანი საინტერესო საუბრის შემდეგ უკვე ჩემ სახლში შევდიოდით.
-ეს არის ბებო ის გოგო, რომლის ხსენებისას სახე გებადრება ხოლმე?
ღმერთო ჩემო! დაიწყო...
-გამარჯობა. - ლილიანა და ბებიაჩემი ერთმანეთს გადაეხვივნენ.
-წამოდით ბავშვებო სამზარეულოში, ცხელ-ცხელი ხაჭაპურები დაგახვედრეთ.
ლილიანა ნამდვილად მორიდებულად იყო.
-ეს უბრალოდ ბებიაჩემია. ნუ ხარ უხერხულად. წამოდი კაი?
-კარგი.
ხაჭაპური როგორც ყოველთვის უგემრიელესი იყო. ბებო და ლილიანა აღარც გაჩუმებულან იმდენი ილაპარაკეს, მაგალითად ჩემ ბავშვობაზე. კარგადაც დამცინეს.
-არ დაკარგოთ ერთმანეთი. - თქვა ბებომ მოულოდნელად და ცრემლი მოადგა თვალებზე. - ბოლომდე ერთად იყავით ჩემო გვრიტებო. ლაზარე ბებო... არაჩვეულებრივი გოგო გყავს და მოუარე კარგად. გული არ ატკინოთ ერთმანეთს და მე თქვენ გვერდით ვიქნებით მანამ ცოცხალი ვარ.
-ჩვენ მხოლოდ... - დაიწყო ლილიანამ.
-ჩვენ არ ვართ შეყვარებულები ბე... მეგობრები ვართ. ამის თქმა უნდოდა ლილიანას. - ნაღვლიანად ამოვიოხრე.
-ვიცი ბებო, ვიცი, რომ მხოლოდ მეგობრები ხართ, მაგრამ ვერავინ იქნება იმაში დარწმუნებული, რომ თქვენი ურთიერთობა რაღაც დიდში არ გადაიზრდება. მე კი გული მიგრძნობს, რომ ასე იქნება.
ლილიანა ძალიან გაწითლდა და თვალების ცეცება დაიწყო.
-მადლობა ასეთი კარგი სიტყვებისთვის. - თქვა მან. - ახლა კი, ბოდიშის მოხდით სახლში უნდა წავიდე.
-გაგიყვან. კარგად ბე, მადლობა ხაჭაპურისთვის.
ლილიანას სახლამდე დიდი გზა არ იყო. ცოტახანს უხერხული სიჩუმე სუფევდა, რომელიც მე დავარღვიე.
-ბოდიში... იმედი მაქვს არ გეწყინა ბებიაჩემის სიტყვები..
-არა რას ამბობ! უბრალოდ ცოტათი შოკში ვარ, მეტი არაფერი.
-იმის მერე რაც ის ამბავი მოხდა... ბებიაჩემი აღარ ლაპარაკობდა.
-რა ამბავს გულისხმობ?
-ავარიას, ხომ მოგიყევი.
-განაგრძე.
-ის სიტყვასაც არ ამბობდა. ბაბუასთან ახლოს იყო და ძალიან უყვარდა. შვილზეც და რძალზეც გიჟდებოდა. ერთ დღეს სამი ძვირფასი ადამიანი დაკარგა და ძალიან დაემდურა ბედს, მაგრამ მე ყოველთვის მივლიდა. ცუდად რომ გახდა გავიფიქრე, რომ ისიც წავიდოდა და ამ აზრმა ცხოვრება ჩამიბნელა.
-მთავარია, რომ გადარჩა და თავს კარგად გრძნობს. ადამიანი ძალიან ძლიერია, ყველანაირი ტკივილის გადატანა შეუძლია. ბებიაშენს დრო სჭირდებოდა. ხომ ხვდები, რომ ახლა ის უკეთაა?
-კი და ღმერთის მადლობელი ვარ ამისთვის.
-მადლობა რომ მომაცილე სახლამდე ლაზარე.
-ყოველთვის შენს გვერდით მიგულე. - გამეღიმა, ლილიანას დავემშვიდობე და სახლში დავბრუნდი.

________________________________


აი ასე, უნამუსოდ და პატარა თავით დაგიბრუნდით :( ძალიან დიდი ბოდიში მკითხველებო!!! როგორ დავიგვიანე... მაგრამ არ არის ადვილი... ბევრი საქმე მქონდა...



№1  offline წევრი ANDERSON

მშვენიერი ისტორიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent