შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ ვაკეთოთ სიკეთე,რას მივიღებთ სანაცვლოდ?


12-08-2020, 21:06
ავტორი სალისალომე
ნანახია 770

ზოგჯერ ისეთ ტალღაზე ვარ, რომ ზეცას ვუყურებ ვიღიმი და მინდა რომ რაღაც ისეთი გავაკეთო რაც სხვას ბედნიერებას მიანიჭებს.მინდა ``ჩემგან ნაჩუქარი ბედნიერება`` ერქვას სხვის ღიმილს.მოხუცებულების, ბებია-ბაბუების გაბრწყინებულ, სიკეთით სავსე, წრფელი სახეების დანახვას რა ჯობს, როგორი დიდი სიამოვნებაა ყოველივე.ამ მომენტში მეც მიხარია ის, რომ სხვას მივანიჭე ბედნიერება ერთი მშვენიერი დღე ვაჩუქე, დროებით მაინც მოვუხსენი ტვირთი მხრებიდან, პრობლემა ფიქრებიდან და სატკივარი გულიდან.ერთურთს ცოტახნით მაინც რომ დავეხმაროთ ნუგეშით, გავუღოთ ჩვენი გულის კარი დავპატიჟოთ ჩვენს სულთან ახლოს, რომ კარგად გაგვიცნოს არასწორი წარმოდგენა არ ჰქონდეს და გავუქროთ ნაღველი, სევდა შევუცვალოთ პოზიტივით.გავაღიმოთ განსაკუთრებით ის ადამიანები ვინც, ნაკლებად იცინის და ცხოვრებამ ``დაჩაგრა``, ვისაც რთული გზა აქვს გამოვლილი და მტკივნეულად ცხოვრობს.ვისთვისაც სიცილი, ღიმილი, პოზიტივი უცხო ხილია და სამწუხაროდ ამ გრძნობას არ განიცდიან ამიტომაა საჭირო, რომ ჩვენი წილი ბედნიერება ვაჩუქოთ ისეთ ადამიანებს რომლებიც ამას ნამდვილად იმსახურებენ.მათაც უნდათ საუცხოო ღიმილი, რომელიც ყველას უხდება და დიად ხიბლს სძენს.ღიმილის გარეშე, გამოცარიელებულ ფუტუროს ემსგავსება ადამიანი სადაც მხოლოდ ნისლით დაბინდული წარსული, აწმყო და მომავალი მოჩანს.ეს, მის თვალებში ჩანს ასე, ჩვენი გადმოსახედიდან კი შედარებით მარტივია და ჩანს მომავალი.ვერ ვიგებთ იმდენად სხვის გასაჭირს, ტკივილს, სევდას, ვაებას რადგან არ გვაქვს გამოცდილება ამ მხრივ.როდესაც რაღაცაში ხარ გამოცდილი, მეტ ინფორმაციას ფლობ ამა თუ იმ დეტალის შესახებ.ფრთხილობ, სხვა კუთხიდან უდგები ამ საკითხს და გესმის, სულით და ხორცით განიცდი გინდ სიხარულსა და ტკივილს...ამისდამიუხედავად, უანგარო სიკეთე არასდროს დაიმალება, პირიქით მზესავით გამოანათებს დააათბობს ზაფხულის დღეებს, გამოაკაშკაშებს თავისებურ სითბოსა და სინათლეს რომელსაც სწორ გზაზე მივყავართ.ღამეც კი ჩანს, მთვარეს სახით ამოდის და ვარსკლავებთან ურთიერთობს, სინათლეს აფრქვევენ ...ცა ნათდება და ღამეც მშვენიერი ხდება.თენდება, საამური სურნელი იგრძნობა ირგვლივ.დღე იწყება ახალი შესაძლებლობებით, იდეებით, ენერგიითა და ძალებით.ვუღიმით ამომავალ მზეს და ვეგებებით დღის დასაწყისს...რუტინულობა გრძელდება, თენდება შემდეგ კი ღამდება...ღამდება მერმე კი თენდება..და ასე უსასრულოდ, სიკვდილის ბოლო წუთამდე...ღამის ჰანგები მიყრუებს ყურებს, შემაწუხებელი ხმა მესმის მინდა, რომ ყურებზე ხელები ავიფარო და შემაწუხებელი ხმას ყური აღარ დავუგდო...რისი ხმაა? ღამის სპეციფიკური ჰანგია, რომელიც მთელი ღამის მანძილზე ისმის დილა კიდევ სულ სხვა ელფერით მოცულია...საამო და ჰარმონიული სპეციკის მქონე.დავაგემოვნოთ ყველა ის სიხარულის მომნიჭებელი საგანი რასაც უბრალოება და სიკეთე ჰქვია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent