ფიქრები
საშინელებაა როდესაც ფიქრობ,რომ მარტო ხარ. შენს პრობლემებთან მარტოს რჩები.იცი,რომ ვინმეს თუ უამბობ მოგეშვება და დაგეხმარებიან, მაგრამ არ გინდა რომ ვინმე შეაწუხო.არ გინდა,რომ შენი პრობლემებით ვინმეს თავი მოაბეზრო ან ზედმეტად დატვირთო და ამ ყველაფერს შენში ინახავ.სხვის პროვლემებს და ამბებს კი მუდმივად ისმენ და ცდილობ,რომ კარგი მრჩეველი თუ არა კარგი მსმენელი მაინც იყო.ამ დროს შენც გინდა მოყვე ყველაფერი,მაგრამ მაინც გაჩერებს რაღაც. შენ თავს ეწინააღმდეგები ის ფიქრები არ გასვენებს,რომ ვინმეს შენი პრობლემებით დაღალო და შეაწუხო.ამ ყველაფერს სულ რაღაც ორი წუთით ფიქრობ და შემდეგ სურვილიც გეკარგება,რომ რამე მოყვე. ერთ დღესაც დღესასწაულის აღნიშვნის დროს, არაფხიზელ მდგომარეობაში ვერც აკონტროლებ რას ამბობ და მეგობარს შენს პრობლემებზე უყვები.ისიც გულდასმით გისმენს და სიტყვას არ გაწყვეტინებს,რადგან ბოლომდე დაიცალო და ფიქრებისგან განთავისუფლდე.ამ ლაპარაკის დროსაც ბოლომდე ვერ ტყდები და მაინც ვერ ეუბნები თუ როგორ ზედმეტად და მარტოსულად გრძობ თავს,არ ეუბნები თუ როგორი ჩაკეტილი ხარ. ერთ დღეს გადაწყვეტ,რომ თუ შენთვის დაწერ შენს პრობლემებზე იქნებ და მაშინ მაინც მოგეხსნას, მაგრამ მასაც ვერ ანხორციელებ რადგან გეშინია, რომ ვინმემ არ წაიკითხოს.და ბოლოს ისევ იმ დასკვნამდე მიდიხარ,რომ თუ შენს დარდს და გულისტკივილს შენთვის შეინახავ ამით არც არავუს მოავეზრებ თავს და არც არავის შეაწუხებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.