კეთილდღეობა სახელად სიკეთე
ყოველთვის ისე რატომ ხდება, რომ ერთმანეთს განიკითხავენ? სხვაზე ბევრს საუბრობენ, ჭორავენ და მიწასთან ასწორებენ.ასეთებისთვის მთავარი მხოლოდ ლაპარაკი, ჭორაობა და მზესუმზირის ``წკაპუნია`` აღიარებული მნიშვნელოვან პრივილეგიად როცა საქმე არ გაქვს, თავისუფალი ხარ და დრო გაქვს იმისა რომ გაიცინო, განიხილო ყველა და ყველაფერი მსოფლიოს ინფორმაცია, სიახლეები და აჰყვე ჭორებს შენც განიხილო ის.შეხვედრისას უღიმოდე, ეალერსებოდე ვითომ ტკივილსა თუ სიხარულს იზიარებდე, მხარში ედგე ამ დროს რეალურად რა ხდება? ზურგს უკან განიკითხავ, მასზე ჭორაობ და ცუდს ამბობ კი მაგრამ შეიძლება ასე? რატომ? რისთვის? ამდენი შეცდომა, ცოდვა ნუთუ ეს სწორი საქციელია? განა, დაჯდება ადამიანი სკამზე მშვიდად და ყველას გაუღიმებს ბედნიერი სახით მიესალმება და მშვიდობიან, წარმატებულსა და ნაყოფიერ დღეს გისურვებენ, დაგლოცვენ როგორც უფროსები...მომავალს კეთილდღეობითა და სიკეთით სავსე სიტყვებით დაგილოცავდნენ.არა, ახლა სადღა არის სითბო, ალერსი ვინღამ იცის ერთმანეთისადმი სიხარულისა და თბილი სიტყვების ჩუქება...ეჰ, წავიდა ძვირფასო ეგ ტკბილი დრო როცა ყველა გამლელს მჯდომი ქალბატონები გამოეხმაურებოდნენ თბილად, ისე როგორც ბებია ექცევა შვილიშვილს ტკბილი სიტყვებითა და საამო, ჰაეროვანი კოცნით, ჩახუტებით დააჯილდოებდა ადრე ასე იყო, ყველა ყველას ენდობოდა, გვერდში ედგნენ, ერთმანეთის სჯეროდათ ნდობა ჰქონდათ ადამიანებს ერთმანეთის მეგობრები, ახლობლები იყვნენ.ჭირს, სიხარულს, ბედნიერებას, სიკეთეს უზიარებდნენ.ახლობლის ღიმილი მეორესაც სიამოვნებდა, სხვისი ბედნიერება მეორესთვისაც საამო იყო იტყვი თავის თავს ხდება ეს სიხარულიო ისეთ შთაბეჭდილებას დაგიტოვებდა.დანდობაც იცოდნენ, პატიებაც კი მეორე შანსაც აძლევდნენ, დარდის გაქარვება და პრობლემის ერთობლივი ძალით გადაჭრა.ერთიანი სიყვარული, ოჯახური იდილია, მეგობრული გარემო სირთულეებთან ჭიდილი, ისახავდნდნ მიზანს და ასრულებდნენ კიდეც უკან არასდროს იხედვდნენ, არ იყვნენ მშიშრები პირიქით ძლიერნი იყვნენ რკინასავით და ქვასავით გაუტეხავი. სალი კლდესავით დაუმარცხებელი მასზე ადიდოდნენ, ლაშქრავდნენ და ღირებულ ნივთს პოულობდნენ.ყველგან რაღაცას აღმოაჩენდნენ, იგონებდნენ, ქმნიდნნენ, აღაშენებდნენ, ფერფლისგან ნაგებობებს აგებდნენ, ქვიშისგან კოშკებს, წვიმის წვეთებს კი აგროვებდნენ და წყლად გარდიქცევდნენ, ციდან მომავალ თოვლის ფანტელებს კი ხელგაშლილნი ხვდებოდნენ და მას შეიგრძნობდნენ, გულებზე ეცემოდათ პატარა, ბრწყინავი ფიფქები.დამწვარი ხისგანაც კი მშვენიერ ხელნაკეთ ნივთებს აკეთებდნენ...ანახლებდნენ, ალამაზებდნენ, სიმბოლიკებს შემატებდნენ, ღებავდნენ და ქმნიდნენ სიკეთით, ალერსით, დაკეჭნილი, გაუბედურებული, შრომისგან დაღლილი ხელებით მშვენებას რომელიც ირგვლივ სითბოს ასხივებდა ..და დღეს თითქოს ყველას ყველაფერი სწყინთ, უკვირთ ყველაფერი გამზადებული, ხელოვნური უნდათ ეზარებათ შრომა და უბრალო ჯაფის გაწევაც კი მათთვის ეს დიდ სირთულეს წარმოადგენს.ასეა, გადის დრო, თაობები იცვლება ყველა სხვა სახისანი არიან...ბებიების დროს სხვაგვარი იყო ცხოვრება, დიდი გაჭირვება ამასთანერთად უამრავი პრობლემა, სირთულს ყოველი დღე სირთულეებთან ჭიდილი იყო ხან რა გაფუჭდებოდა, ხანაც კი რამე ცუდი მოხდებოდა.იმ ხნის ხალხი შედარებით ძლიერნი, ჯანსაღი და სუფთა სულისა თუ გულის პატრონები არიან.დიდხანს ცოცხლობენ, სწორად ცხოვრობენ ვიტამინებით მდიდარ საკვებს იღებენ და არსებობას სულიერი არსების მოყვანით აგრძელებენ არ ჩერდებიან, მუდამ მუშაობაში არიან ეს ისწავლეს მათ ბავშვობიდანვე ასე არიან არასდროს იღლებიან, არ ყრიან ფარ-ხმალს უჭირთ მაგრამ მაინც ებრძვიან ძვკრფასსა და სანუკვარ სიცოცხლეს რადგან არა აქვს მნიშვნელობა პატარა ხარ, დიდი ხარ თუ მოხუცებული ყველას უნდა სიცოცხლე.და ადამიანისთვის არასდროს არის საკმარისი ცხოვრება ამ ქვეყანაზე თითქოს ისე სწრაფად გადის წლები, ადამიანსაც სწრაფად ემატება ასაკი გაიხედავ და უკვე მოხუცებულხარ ოთხმოცს მიუკაკუნე.გიკვირს, უამრავი კითხვა გიჩნდება კი მაგრამ როგორ ასე მალე? შემდეჰ კი წარსულს გაჰყურებ, ძველ მოგონებებს იხსენებ და ტკბები ყოველი სასარგებლოდ ბედნიერი წუთით თვალზე წვიმისმაგბარი ფორმის, ფერის სითხე ჩნდება და ნელ-ნელა პატარა რგოლივით მიგორავს საამოდ რბილ, ოდნავ ვარდისფერსა და წითელში გარდასულ ლოყას ამშვენებს მარილის გემოთი გამჯდარი ცრემლი...ბედნიერების ცრემლი, გიხარია ის ფაქტიც, რომ კარგი ამბის გამო ტირი და გახსენდება ღიმილით სავსე დღეები პატარაობა, თინეოჯერობის ასაკი, ახალგაზრდობა თუ როგორი იყავი, რანაირი.კიდევ არის ხოლმე ხშირი ისეთი მომენტი როდესაც რომელომე ბავშვი, ახალგაზრდა, ქალი გაგონებს შენს წარსულსა და ბედნიერებით აღვსილ მოგონებენს სიამოვნების ტალღა გიპყრობს ერთდროულად ყველა ემოცია იყრის შენში თავს ამბობ: ``ეჰ, მეც ასეთი ვყოფილვარ ერთ დროს...`` ``ასეთი მოუსვენარი და ანცი ვიყავი`` მაგრამ ახლა სამაგიეროდ ტკბილი ბებია ხარ.რაც პატარა იყავი ისეთი მოალერსე, კეთილი ისეთივე კეთილი ანგელოზი იქნები სიბერეშიც...კარგია ბავშვობა რა ჯობს მას, ერთობი, თამაშობ მეგობრეთან ერთად ბაღში დადიხარ და ყოველი დღე ფერადია სიყვარულით სავსე..ადამიანი მხოლოდ იმით არის ბედნიერი, რომ ცხოვრების მანძილზე პატარაობის წლებში ბავშვია ფერადი ოცნებებით და მოხუცებულ წლებშიც მეოცნებე სიყვარულით სავსე ბავშვი რომელსაც ყველა და ყველაფერი უყვარს სამყარო მშვენიერი ჰგონია და უხარია სიცოცხლე ეს განცდა ყველაზე ფანტასტიკურია.ამ ყველაფრისდამიუხედავად კი, არა სდროს გახდეთ ის ვინც იქნება შურითა და სიბოროტით აღვსილი არ გქონდეს გრძნობები, არ იცოდე სიყვარული არასდროს არ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება და არ გახდე ის ვინც შენ არ გინდა, რომ იყო როცა გექნება არჩევნის უფლება აუცილებლად აირჩიე სწორი გზა, იარე სწორი გზით უსწორმასწორო გზა უფსკრულთან მიგიყვანს და გადაგაგდებს მაგრამ სწორი გზა არასდროს არ შეცდება ის ყოველთვის სიკეთეს აირჩევს.თუ გინდა, რომ უზრუნველი ცხოვრება გქონდეს მაშინ სიკეთე ერთადერთი შანსია.რა არის სიკეთე? სიკეთე სიყვარულია, სინათლე კეთილდღეობა და თვით ადამიანი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.