პროცესია
იმედებს ისე ეჭიდებიან , რომ მიცვალებულს ნიჩბებს უწყობენ და ისე ასვენებენ. შემდეგ ანთებულ ისრებს ისვრიან ცაში, რათა გზა გაუნათონ ღამის სიჩუმეში , ისე როგორც მოწყვეტილმა ვარსკვლავებმა . შენ კი სანამ ჩაგასვენებენ მიწაში , რამდენიმე საათი გრჩება , არა ჯერ არ მომკვდარხარ და უკვე მოკვდი . ისევ დადიხარ , იცინი , იბრძვვი , ან უაზრო აზრებით ივსებ გონებას , რადგან არ იცი რა ქნა ., რა ქნა არ იცი და ინერციით მოძრაობ ., იღვიძებ იცმევ , ან ისევ ლოგინში წოლას ამჯობინებ , რა მნიშვნრლობა აქვს ?. მოძრაობ გაუაზრებლად მაშინ როცა მიცვალებულები ცდილობენ ოკიანეების გადაცურვას , მშვიდობის ნაპირს ეძებენ მათი მებრძოლი სულები . ძარღვებში დეპრესიაა, და როცა მოკვდები, ძარღვებს რაღაც სითხით აგივსებენ, რომ შენმა ლპობის სურნელმა არ შეაწუხოს სტუმრები ., გამოგდებენ მისაღებ ოთახში და წრეებს დაგარტყავენ , ან ისე გაგყინავენ როგორც , მარკეტებში შეფუთულ ხორცს, წარმოგიდგენია შენი სხეული ასეთ მდგომარეობაში ? და ეს გარდაუვალია ., შენ ამ დროს იყვირებ , იღრიალებ , ისე როგორც შენი სული ყვირის , რომელიც ნესტიან სარდაფებში გამოკეტე , და რომლისაც არ გესმის , შენსასაც ვერავინ გაიგებს . მერე გაგასვენებენ . შენს საკაცეს იმდენხანს ათრევენ , სანამ არ დაიღლებიან , ან არ მოშივდრბათ , მერე ჩაგდებენ გრძელ, შავ მანქანაში , რომელსაც ფული გადაუხადეს შენს წასაყვანად .მანქანას უკან ის ადამიანები გამოყვებიან, ვისაც უშენოდ მართლა გაუჭირდებათ და ისინიც ვინც შენი დაკარგვა ბოლომდე უნდა გაითამაშონ . შენ კი უკანა მინაზე აკრული , იაფფასიანი მსახიობივით დატოვებ უხილავ ნათუთურებს , მაგრამ ვერავინ დაგინახავს . წარმოიდგინე გაშლილი, ქარიანი, სივრცე , უსიცოცხლო მცენარეები , რომლებიც გარშემო გიწყვია . წარმოიდგინე, როგორ ახურავენ შენ საკაცეს ხის სახურავს და როგორ უყრიან თოკებს. შენ ირწევი , ისე როგორც ბავშვობაში დაძინებისას , შენ კი გაღვიძება გინდა , უკანასკნელ ხმაზე გინდა იღრიალო, მაგრამ შენ სხეულს ვერ ერევი . წარმოიდგინე ამ სულელ ადამიანებს , როგორ ჩაფლავდი თავისსავე გათხრილ ორმოებში !. ფსკერია ..., მოძრაობა გაჩერდა !, წამები, როგორც წვიმის წვრთები სახურავზე ისე იყინებიან და შემდეგ წუთებად წყდებიან , ბროლის ქანდაკებებად იმსხვრევიან მოგონებების სანაგვეებზე . მერე ყველაფერი გაჩუმდება , შენ კი ფიქრობ რომ მიხვდნენ.. , მიხვდნენ რომ ცოცხლად გმარხავდნენ და ელოდები, როდის ჩამოხტებიან ორმოში და გადაგხდიან სახურავავს , შენ სიხარულის ცრემლები მოგდის და არაადეკვატურად ხარხარებ . აი ისმის ქვიშის მარცვლების ხმა, რომლებიც წვიმის წვეთბივით წკაპუნობენ შენს საკაცეზე , მერე ააჩქარებენ და მალევე ნიჩბებით მოგაყრიან . ამ დროს , ზემოთ, იქ სადაც შენ აღარ ხარ , ცოტა ადამიანი იქნება დარჩენილი , ისინი ვისაც ჰგონიათ, რომ ყოველთვის ემახსოვრები და ისინიც ვინც შენი დაკარგვა , ბოლომდე გაითამაშეს . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.