ბებოს დღიური I-თავი
მერე რა,რომ წლები მემატება ვიცვლები და სულ სხვა ვხდები.მერე რა რომ მოხუცებული მქვია მერე რა,რომ გარეგნობა შემეცვალა,აღარ ვარ ისეთი ახალგაზრდა,ლამაზი,ნაზი როგორც ერთ დროს. თუნდაც ისეთი ლაღი,ენერგიული,ძლიერი,პოზიტიური,სწრაფი.აღარ მაქვს ისეთი ხავედროვანი,ნაზი,ფაფუკი ვარდისფურცელივით სუნამოდ გაჟღენთილი სუნი იმდენად აღარ ვიღიმი,აღარ მიხარია.აღარ მაქვს ისევ ისეთი წრფელი ღიმილი,ნერვი დროსტარებისა და კბილები ჩაკიწლიწებული,თეთრი.ვეღარ დავდივარ მეგობრებთან ერთად,ვეღარ ვნახულობ მათ სულ დამავიწყდა ჩემი ბაღის,სკოლის,კოლეჯისა თუ უნივესიტეტის ამბები,ისტორიები,მოგონებები ჩემი ტკბილი წარსული რომელსაც წარუშლელი კვალი აქვს ჩემს მეხსიერებაში მაგრამ არის ისეთი მომენტები,ადამიანები,ჯგუფელები,მეგობრები,კურსელები რომლებიც აღარ მახსოვს...ალბათ ისინიც ასე არიან,ისინიც ხომ ახლა ჩემი ტოლები არიან დაბერდნენ,დაჭკნენ...ეჰ,მიდის ჩემი დრო...მიდის,ახალგაზრდებს უნდა მივცეთ ეს ცხოვრება,ვაჩუქოთ სიცოცხლე ჩვენ კი წავიდეთ იმ ქვეყანაზე რადგან მორჩა,დამთავრდა არსებობა.ბევრი გამოვიარეთ,ვნახეთ,მოვისმინეთ,ვისწავლეთ,შეცდომებიც დავუშვით შემდეგ გამოვასწორეთ კიდეც განვითარდით ამა თუ იმ საქმეში ვმუშაობდით და ვშრომობდით ბევრს.ვიბრძოდით ოჯახის,შვილების საუკეთესო მომავლისთვის.შვილები ახლა უკვე დიდები არიან,რასც ჰქვია დიდი კაცები რომლებიც ფეხზე დავაყენე.ახლა მათ სახლ-კარიც აქვთ,უზრუნველი მომავალი და კარგი ცხოვრებაც.ბებო,რაც შევძველი ის გავაკეთე.მთელი ჩემი ცხოვრება ის მქონდა ოცნებად,რომ ჩემი შვილებისთვის ყველაფერი მეჩუქებინა,გამეკეთებინა,შემექმნა ის რაც სჭირდებოდათ,სურდათ ან სამომავლოდ ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე გამოადგებოდათ.პირველყოვლისა აღვზარდე სამი ძლიერი ვაჟკაცი და ორი პატიოსანი გოგონა.ორი ტყუპი ბიჭი გიო და ვატო.უმცროსი-სანდრო,ყოვლიშემძლე თინათინი და მებრძოლი გვანცა.დიახ,ასეთი შვილები მყავს,საოცნებო ყველა დედა,რომ იოცნებებს.თავიდან ძალიან მეშინოდა,განსაკუთრებით კი ბიჭების ყოლა.ბიჭს სულ სხვა მიდგომა სჭირდება აი გოგო კი ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო რომელიც ამიხდა.ქალს,რომ გოგონა ჰყავს მასზე დიდი მესაიდუმლე და ძვირფასი მეგობარი არ არსებობს.ბიჭი კი ოჯახის ფუძეა,სიძლიერე და მარჩენალი.შვილებს ჩავუნერგე სიყვარული,სითბო,პატივისცემა,პატიოსნება,ერთგულება,სიკეთე,სამართლიანობა და ღვთის სიყვარული რომელიც დღევანდელ თაობას ძალზედ აკლია.მინდოდა ყოველთვის,რომ მაქსიმალურად მეგრძნობინებინა,რომ ისინი ბედნიერები იყვნენ,არაფერი აკლდათ და ყველაფერი ჰქონდათ.მიჭირდა კიდეც,დიდი რთული ცხოვრება გამოვიარე ეკლიანი გზით სავსე სიარულისას და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ფეხის გულებში ეკლები მერჭობოდა,რამდენი ჭრილობაც მომიშუშდებოდა იმდენი ახლიდან იწყებდა გაღიზიანებას.ღამეებს ვათენებდი,ვმუშაობდი ორგან ერთი-პურს თონეში ვაცხობდი,მეორეგან კი მაღაზიაში გამყიდვლად აქა იქ ვაჭრობდი კიდეც წინდებს ვყიდდი ვაგზლის ბაზრობაზე ასეთი იყო ჩემი ახალგაზრდობა რომელიც ჯაფასა და შრომას შევალიე იმისათვის,რომ შვილებისთვის უზრუნველი მომავალი შემექმნა.დავბერდი,ცხოვრებამ დამაბერა...შრომამ და დაღლილობამ რომელსაც ბევრი წლების მანძილზე განვიცდიდი ახლა ვზივარ და გავყურებ მომავალ თაობას რომლებსაც გულაი სიყვარულისა და სითბოს გარდა სხვა ყველაფერი ცუდი უნერგიათ.ვიხსენებ ჩემს ძველ წლებს,ახალგაზრდობას,შვილებსა და ოჯახს...შემდეგ ჩანაწერში მოგიყვებით ჩემს შეცდომაზე რომელიც ბევრი წლის წინ დავუშვი.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.