მადლიერება
იყავი ყოველი მშვიდობით გათენებული დღის და დაღამებული ღამის მადლიერი.ყოველი კეთილი,მოსიყვარულე,მოალერსე ახლობელი ადამიანის მადლიერი ვისაც ამ სამყაროდ უღირხარ,ვისთვისაც მნიშვნელოვანი პერსონა ხარ და ვინც გაღიარებს იმად რომ მთავარი ხარ მის ცხოვრებაში.ვისთვისაც თუნდაც თავსატეხი ხარ,ან კიდევ იდუმალება თუნდაც რთული ამოცანა რომელსაც ეწვალება და ვერა და ვერ ხსნის.ვინც უბრალოდ კარგად გიცნობს,წლები ერთად გამოიარეთ იცის სიღმისეულად თავიდან ბოლომდე სულიდან დაწყებული ყველა თვისება,ფიქრი და აზრი.ყოველი გაღიმება,დამწუხრება თუ რისი მომასწავლებელია.ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა,დახველება თუნდაც სუნთქვის შეკავება და საერთოდ დედამიწაზე არსებობა,ცხოვრების ათვლა იმ წუთიდან როდესაც მოევლინე ქვეყნას სულ რაღაც პატარა,უხილავი ნამცეცი იყავი და სუნთქვა დაიწყე.ვისაც უბრალოდ მოსწონხარ,უყვარხარ ანდა შორიდან გეტრფის,გეფერება ამას ვერ გრძნობ ის ვერ გიახლოვდება მაგრამ შორიდან აკეთებს ყოველივეს.ვისთვისაც დილით ნათელი მზის ამოსვლა ხარ,ახალი დღის დასაწყისი.მთვარის გამიჩენა შემდეგ კი ვარსკვლავების კაშკაში გაუჩერებელი დედამიწა და მანათიბელი არსება რომელიც მუდამ ციცხლობს,არ კვდება და უსასრულოა.თუნდაც ვინმესთვის ხარ უსასრულობა,დაუმთავრებელი და გაუთავებელი შესაძლოა ვერ გრძნობდე,არ იცოდე ეს მაგრამ სხვისთვის ნიშნავდე ამდენს.რეალურად კი საკუთარ თავებს ძალიან დაბალ ქულაზე ვაფასებთ,თვითშეფასება სადღაც გაგვირბის ნელ-ნელა დაბლდება ამაღლება კი რატომღაც გვირთულდება.იწყება შიში იმისა,რომ ტყუილად გამოვუარეთ აქამსე ის რაც გავაკეთეთ,შევქმენით,ვთქვით ან დავგეგნეთ.თითქოსდა იმედი გვეწურება,ყველაფერი წყალში იყრება ხელა ვიქნევთ და ვიწყებთ საკუთარ თავთან ჩხუბს შემდეგ კი შეცოდებას და ამ დრანაში რამხელა დროს ვკარგავთ? როცა შესაძლებლობა გვქონდა ეს დრო მნიშვნელივანი საქმისთვის გამოგვეყენებინა ჩვენ კი ქვითინსა და ყვირილში გავატარეთ.ცოტა გონს მოვდივავართ საქმეს ვუბრუნდებით და ყოველდღიურობაც გრძელდება.შემოგვეძალებიან ხოლმე საშინელი ფიქრები,გონებას კეტავენ საკუთარ თავში ვიკეტებით იწყება სტრესი,ნერვიულობა შემდეგ კი გადადის დეპრესიაში.სიღრმისეულად ვიჭრებით როლში,როლიდან გამოსვლა კი არაა მარტივი საქმე მანამდე სანამ ჩვენ არ მოვინდომებთ.ორი მოსაზრებაა ხოლმე,ან ამ დროს საქმე ფუჭდება ან კიდევ უკეთესი რამ იწყება.უმეტესშემთხვევაში მეორე მოსაზრება უფრო იკიდებს ხოლმე ფეხს და გამართლებულია.ამის მადლიერიც უნდა ვიყოთ,რომ ცხოვრება ცოცხალ პიროვნებად გვაღიარებს და სირთულეებს გვიგზავნის.ის,ვისაც არ გამოუვლია არანაირი სირთულე ეჭვი მაქვს,რომ არ არსებობს და სიცოცხლე უბრალოდ სხვების დასანახადაა მოგინილი,რომ ვითომ ცოცხალი არსებაა და ჩვენს გვერდითაა არადა ხელოვნური სიცოცხლეა რომელიც რეალურად მკვდარია.ტანჯვა,ტირილის მადლიერიც უნდა ვიყოთ რადგან ყოველი ცუდია შემდეგ კარგიც მოდის ამას გამოცდილებიდაბ გამომდინარე გეუბნებით.იყო საშინელი ამბავი მაგრან გავიდა დრო და მეწვია სასწაული ის რამაც ცხოვრება გამაგრძელევინა,მიზანდასახული გამხადა,გამაძლიერა და დიდი წარმატება მომიტანა.ადამიანები რაღაცას ან ვიღაცას,რომ ვკარგავთ ვიცვლებით და უფრო სხვანი ვხდებით.სახე გვეცვლება და ყოვლისშემძლენი ვართ,ძლიერნი ვისთვუსაც სირთულე არ არსებობს.ახლა,რომ დავფიქრდეთ რომ არა ცუდი თავგადასავალი შემდგომ ასეთი კარგი ამბავი იქნებოდა? რა თქმა უნდა არა და სწორედ ამაში დევს ცხოვრების არსი და აზრი.სწორედ ეს არის,რომ რაღაცას ვიტკენთ შემდეგ კი გაგვივლის.ბოლომდე ვერა მაგრამ,ტკივილს მაინც გაგვიყუჩება თავის ლაქას კი მაინც დატოვებს.ცხოვრება ლაქაა,ამ ლაქას ჩვენ ვწმენდთ,ვაქრობთ ან მოცულობას ვიზრდით და ფერიც მუქდება.ლაქას თუ მალე გავწმენდთ წინ ვიქნებით,ხოლო თუ ამას არ მოვინდომებთ მთელი არსებობის მანძილზე ერთსა და იმავე გაჩერებაზე ვიდგებით. იმ გაჩერებაზე სადაც არანაირი ავტომობილი,ადამიანი არ გამოივლის ხელს არ დაგვიქნევს,არ დაგვეხმარება და შემდეგ გაჩერებამდე არ წაგვიყვანს.მაგრამ თუ წინსვლაა მიზანი მაშინ ლაქა უნდა დააპატარაო,ქსოვილიდან ამორეცხო ის რაც ქვეყნიერებას ამახინჯებს და შავ-თეთრ ელფერს სძენს.მადლიერების გამოხატვა არ არის სირცხვილი,პირიქით ეს დიდი გამბედაობაა.ჯერ ლაქა მოიშორე შემდგომ მადლიერი იყავი იმისა რაც გაქვს,რაც გაბადია,შენი წვალების,შრომის საფასური გამოიმუშავე.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.