შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომასავით გოგოების საკითხავი


3-12-2016, 01:25
ავტორი ლორელაი
ნანახია 3 282


ძაფის გორგალივით ამებურდა ფიქრები, ამაოდ ვცდილობ გაწყვეტილი აზრის პოვნას, საიდანაც ყველაფერს დავიწყებ, მაგრამ ვერა, ვერ გავუგე სამყაროს. რა უნდა? რას ითხოვს რატომ?
ვის ვჭირდები? ვის ვარგივარ?
თავი უსარგებლო ნივთი მგონია, წლები რომ დევს მტვერდადებული, რომელიმე ბნელ კუთხეში, მერე დიდი დალაგების დროს შემთხვევით ვიღაც რომ აღმოაჩენს და სულის შებერვით მტვერს მოაცილებს.
როგორ მინდა მეც მიპოვონ, მიპოვონ და ჩამომფერთხონ წლების დადებული სევდა, ტკივილი და მარტოობა.
მაგრამ ჩემნაირებს ამაშიც არ გვწყალობს ბედი.
ჩვენ ბებიების ძველ ზანდუკში გამოკეტილ მაქმანებიან კაბასა და აბრეშუმის საბურველს ვგავართ, წლების გაუშლელ მარაოსა და ძველისძველ სუნამოს.
ხანდახან თავი ნახევრად წაკითხული წიგნი მგონია, რომელსაც გული ვერ დაუდეს, სამუდამოდ დაკეცეს და სულ ზედა თაროზე შემოდეს, მეორედ რომ არ შეეჩხიროთ თვალში.
მე ხანდახან ოცნებებით ვიქცევ თავს...
ვოცნებობ ხოლმე ერთ დღესაც მოვიდეს ვინმე, ვისაც მოუნდება შემიბეროს სული, ჩამომფერთხოს დარდი და სევდა და ჩემი ყოველი ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა და თვალის დახამხამება წაიკითხოს. წაიკითხოს ისე, რომ არ გამორჩეს არც ერთი ცრემლი, არც ტკივილი, არც ფეხის გადაბრუნება, არც დაჩივლება.
გამიცნოს...
მერე ჩამკიდოს ხელი, თითები თითებში ამიხლართოს და წამიყვანოს იქ, სადაც ჩემნაირებს სუნთქვა შეუძლიათ.
მერე დავჯდე, ჩემს წამკითხველს მოვუქსოვო თბილი სვიტრი, ჩემი ხელით ჩავაცვა და ვუთხრა: კაცო, მადლობა რომ მიპოვე.



№1  offline წევრი Shokoladi :D

ჩემი შემოდგომის ქალი ხარ დადუ <3 <3

 


№2  offline მოდერი Eleniko13

თავი უსარგებლო ნივთი მგონია, წლები რომ დევს მტვერდადებული, რომელიმე ბნელ კუთხეში, მერე დიდი დალაგების დროს შემთხვევით ვიღაც რომ აღმოაჩენს და სულის შებერვით მტვერს მოაცილებს.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№3  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

შემოდგომის'ფერია

 


№4  offline წევრი Diosa Dela Tristeza

შემოდგომისფერიაო ზუსტად,შემოსგომისათვის დამახასიათებელი სევდითაა სავსე,რაც მთავარია ულამაზესი ჩანახატია.
ძალიან მომეწონა!❤

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

kata-nia
შემოდგომის'ფერია

ხო შემოდგომის ფერი

gvanciko_gvancunia
შემოდგომისფერიაო ზუსტად,შემოსგომისათვის დამახასიათებელი სევდითაა სავსე,რაც მთავარია ულამაზესი ჩანახატია.
ძალიან მომეწონა!❤

მადლობა, გვანცა

 


№6  offline მოდერი Maiaabuladze

თათა ❤ შენ ჩემი სხეულის იმ ტკივილიან და სევდიან ნაწილში აღწევ ჩემი პოზიტიური ღიმილის უკან რომ ვმალავ ❤

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

Maiaabuladze
თათა ❤ შენ ჩემი სხეულის იმ ტკივილიან და სევდიან ნაწილში აღწევ ჩემი პოზიტიური ღიმილის უკან რომ ვმალავ ❤

ხდება ხოლმე, სიტყვები ზუსტად ესადაგებიან ტკივილებს

 


№8  offline წევრი kakulia

კიდევ ლამაზი ჩანახატია ;დდდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent