შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბებოს დღიური IV-თავი,უბედურებაში მყოფი ლილი


10-09-2020, 16:55
ავტორი სალისალომე
ნანახია 764

ბები,ვაგრძელებ ჩემს ისტორის.აბა,შენ იცი ყურადღებით წაიკითხე ჩემი მონაწერი ბევრ საინტერესო ამბავს აღმოაჩენ.ლილი ბებო გენაცვალოს,როგორც გითხარი ტკივილით სავსე ბავშვობა მქონდა.არავის ვუსურვებ ასეთ საშინელ სიცოცხლეს რაც მე გამოვიარე წლების მანძილზე.მაგრამ ადამიანი იმდენად ძლიერია,რომ ყველაფერს გაუძლებს.ყველანაირ განსაცდელს,ტკივილს გადაიტანს და ფეხზე მაინც მყარად იდგება.ზღვა ცრემლი ვღვარე,უიმედობა ჩაისახა ჩემში რადგან სულ,სულ მარტო დავრჩი ამ ქვეყანაზე მარტო მყოფი ადამიანი კი ძნელია როცა არავინ გყავს გვერდით ვინც მხარში დაგიდგება,ერთად იცხოვრებთ,ცხოვრების თანამგზავრი იქნება და არსებობას გაგილამაზებს.ერთადერთ იმედად ჩემი ძმა მყავდა მაგრამ როგორც გითხარი არც ახლაგაზდრობამ დამაკლო სირთულეები.ახალგაზრდობამაც მგლოვიარედ მაქცია,25 წლის ასაკში ძმა დავკარგე.წარმოიდგინე შვილო,ასეთ ასაკში რომ საყრდენს დაკარგავ.ფუძე რომ გამოგაცალონ...უცაბედად იმ სახლის ფუძე ინგრეოდეს სადაც შენ ცხოვრობ და ნელ-ნელა კედლებიც თავზე გენგრეოდეს.მეც ამ სიტუაციაში ვიყავი...ძმის იმედად დარჩენილი,ის პატარა იმედიც კი მომიკლა მისმა გარდაცვალებამ.ამ ამბის შემდეგ ძალიან შევიცვალე,საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი.ჩავიკეტე,გარეთ აღარ გავდიოდი არაფერი აღარ მიხაროდა ღიმილზე სიტყვაც კი ზედმეტი იყო.იყო ხოლმე კვირეები როცა საჭმელსაც არ ვიკარებდი პირში,წყალსაც არ ვსვამდი მთელი დღეები ტირილში ვატარებდი.ერთ დღეს,ტაძარში წავედი ძმას შესაწირი გავუკეთე...იქ,ერთი ქალი იყო რომელიც სანთლებს და სხვა საეკლესიო ნივთებს ყიდდა.დიდხანს მიყურებდა,მაკვირდეობა შემდეგ ვეღარ მოითმინა და მკითხა ასეთ მდგომარეობაში,რომ დამინახა.
-შვილო,ასეთი ახალგაზრდა რათა ხარ ამ დღეში?
-ცხოვრებამ ასე მოინდიმა.მეც,მის ბედს ვემორჩილები.ალბათ ეს ყოფილა ჩემი ბედი.
-არა,შვილო.ასე ნუ იტყვი,არ ვიცით წინასწარ რა მოხდება ვის რა მოგვივა.ამას ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ.რას ვიზამთ,ასეთი ტანჯულია ცხოვრება...ბედნიერი იქნებოდა სამყარო ყველა ადამიანისთვის ცხოვრება სამართლიანი,რომ იყოს.არადა დღითი დღე რამდენი უბედურება ხდება,რა მოთვლის ამდენ უსამართლობას.
-რას ვიზამთ,ქალბატონო ასეთი ყოფილა ჩემი არსებობა.სხვა გზა არ მაქვს,ასეთ ცხოვრებას უნდა შევეგუო.
-შვილო,ნუთუ ასეთმა ახალგაზრდამ თავი უნდა დაიჩაგრო? რა უბედურება შეგემთხვა ასეთი...რა დღეში ხარ,ღმერთმა გამძლეობა მოგცეს.
-ეჰ,ნუ იტყვით.ახალგაზრდა ძმა დავკარგე...მიმძიმს მასზე საუბარი
-ვიზიარებ,შვილო.ძნელია ძალიან...მეც მაქვს გამოცდილი,იმდენად მწარე ტკივილია ვერ აღწერ,ვერც სხვა განუგეშებს.სხვა ვერ მიხვდება ამ ტკივილს...მაგრამ ერთს გთხოვ,არ დაიტანჯო თავი.ღმერთი თუ გწამს,თუ ღმერთის შვილი ხარ შავებით შემოსილმა არ გაატარო მთელი სიცოცხლე.ცოდო ხარ,ეს ძალიან ადრეა შენთვის...
-ჩემი ძმის შემდეგ აღარცერთი დღე გათენებულა მზიანი და ნათელი.ჩემი სიცოცხლე შავ-თეთრად იქცა.
-ეჰ,მესმის მესმის.ჩემზე უკეთ ვინ გაგიგებს...მაგრამ გთხოვ,ნელ-ნელა ეცადე,რომ ძველი ცხოვრების რიტმს დაუბრუნდე,თავიდან შესძინო შენს სამყაროს ფერები...
-არ ვიცი,ვეცდები...
-შეგიძლია მონასტერში წახვიდე ცოტახნით.იქ დარჩე,დაისვენო,განიტვირთო და კარგად დაფიქრდე ყველაფერზე.ვიცი,რომ ეს დაგეხმარება ბევრ ადამიანს შველის.
-მართალი ხართ,მადლობა რჩევისთვის კარაგად ბრძანდებოდეთ.ღმერთმა თქვენნაირი ადამიანები ამრავლონ.
ამ საუბრის შემდეგ გავიდა ორი კვირა და გადავწყვიტე მონასტერში წასვლა...იქ,ექსვი თვე გავატარე.კარგად იმოქმედა ჩემმა იქ ყოფნამ.ცხოვრებას სულ სხვა თვალით შევხედე...ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ გავიცანი ჩემი მეუღლე.როგორ გავიცანი? გაცნობაც კი ხიფათში მოხდა... მაღაზიიდან გამოვედი,გზაზე ვაპირებდი გადასვლას და უცაბედად მანქანამ დაამუხრუჭა...სხვა ვეგონე...სიმართლე გითხრათ შემეშინდა,ლამის მანქანის ქვეშ მოვყევი.მეორედ,ჩემს ნაცნობთან შევხვდით,ნათლია ვიყავი ბავშვის და მოწვეულ სტუმრებთაგანი ერთ-ერთი ის იყო.გამიველაპარაკეთ ერთმანეთს...ისე,კარგი სიმპატიური ბიჭი იყო.გაცნობიდან ერთ წელიწადში ხელი მთხოვა,ერთმანეთზე მზე და მთვარე ამოგვდიოდა.მალევე ვიქორწინეთ,პატარა ქორწილი გადავიხადეთ...ამ თემას ვრცლად შემდეგში განვიხილავ...ახლა კი იმას მოგიყვებით რასაც დაგპირდით...ის გარდაიცვალა,ესეც შემდგომი მძიმე დარტყმა და მესამე ტკივილი...აღარ შემეძლო უკვე ამდენის გადატანა ვინც მიყვარდა ყველამ მიმატოვა და იმ ქვეყანად წავიდა.ცხოვრება მოულოდნელობებითაა-ო სავსე,ნამდვილად ასეა...მოულოდნელი იყო ყოველივე...ერთ დღეს,რომ იღიმი რაღაც გიხარია მეორე კი შხამად გექცევა.წინა ღამეს,ჩემი იუბილე იყო ტყეში წავედით,ბუნებაში საქეიფოდ ახლობლები,ბავშვები....კარგი დრო გავატარეთ,ვიმხიარულეთ დღემდე ნათლად მახსოვს.უკან მშვიდობით დავბრუნდით...მეორე დილას,დილით ადრიანად გავიდა სახლიდან ასე დილის შვიდი საათი იქნებოდა...საქმე ჰქონდა...მე,ასე ვიცოდი...დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე მიდიოდა.ისე,ყოველთვის ნელა დაჰყავდა ხოლმე მანქანა,მაგრამ...მიჭირს ძალიან ამაზე საუბარი.ჩემთვის რთულია გახსენება და მით უფრო მოყოლვა.ვეცდები არ გავწელო, მოკლედ ვთქვა ისე,რომ მეც არ დავიტანჯო და თქვენზეც არ იმოქმედოს.მიდიოდა,როგორც ჩანს სტრესში იყო,ნერვიულობდა სიჩქარეს ნელ-ნელა უმატებდა.ყველა მანქანას უსწრებდა (ეს ვიდეო თვალმა დააფიქსირა) ცუდი გზა იყო,ასფალტი არ ეგო.გაკეთების პროცესში იყვნენ...სიჩქარეს წამი წამზე იზრდებოდა,მანქანა მიჰქროდა წინ არავის ინდობდა თან ტელეფონზე ლაპარაკობდა ყურადღება გაეფანტა ამ სიჩქარეში,ნერვიულობაში და უცაბედად ვერ დაინახა მომავალი ``ტროლეიბუსი`` შეჯახება კი წამებში მოხდა...მანქანა განადგურდა,შიგნით მჯდომი ჩემი ქმარი კი ფერფლად იქცა...აფეთქება მოხდა,მოხდა ის რამაც საყვარელი ადამიანი წამართვა....ფერფლად აქცია და სულ მთლად გაანადგურა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent