შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

***


17-09-2020, 00:10
ავტორი შავი ჩაი
ნანახია 8 958

-გამარჯობა. აქ ვინ არის?-პატარა სოროდან, თავი გამოჰყო კურდღელმა, როდესაც შრიალის ხმა გაიგონა.
-სალამი. მე სიკვიდლს მეძახიან.
-სიკვდილს?-შეიცხადა პატარა კურდღელმა.
-დიახ.
-რატომ?
-არ ვიცი. ეს ღმერთს უნდა ჰკითხო.
-მას რატომ?
-იმიტომ, რომ მისი შექმნილი ვარ, რათა როცა დრო მოვა, ხალხი მასთან, ზეცთა საუფლოში წავიყვანო.
-მერე და, ეგ ხომ ცუდია?
-დიახ, ცუდია, მაგრამ მე არ ვწყვეტ ვინ წავიყვანო და ვინ არა.
-მაშ ვინ, აბა?
-თვით ღმერთი.-სევდით ჩამუქებელი თვალები აღაპყრო სიკვდილმა ზეცაში.
-ღმერთს სურს, რომ ცოცხალი არსებები დაიღუპონ?-დანაღვლიანდა კურდღელი.
-არ სურს, ალბათ, მაგრამ ეს შეუქცევადი პროცესია. სამყაროში, არსებობს ორი მხარე. სიბნელე და სინათლე. მე, ანუ სიკვდილი, სიბნელეს წარმოვადგენ, ხოლო სიცოცხლე-სინათლეს. ჩვენი ჭიდილი, საუკუნეებს ითვლის, მაგრამ ამას განზრახ არ ვაკეთებთ. ჩვენი დაუწერელი მოვალეობა არის, რომ ცოცხალი და თუნდაც არა ცოცხალი ქმნილებები, წავიყვანოთ და მოვიყვანოთ.
-რას გულისხმობ?
-კარგი, უფრო გასაგებად აგიხსნი...გინახავს ფოთოლცვენა? როგორი ლამაზი და საოცარია, როდესაც ოქროსფერი ხალიჩა გადაეკვრება დედამიწას. ამ დროს გაძარცვული ხეებიც გინახავს, ალბათ...
-დიახ, მინახავს.
-ეგ ფოთლები, რომლებიც ძირს დაეფინებიან, საბოლოოდ კვდებიან, მაგრამ მათ ადგილას, ყოველთვის ახალი წარმოიქმნება.
-რის თქმას ცდილობ?
ერთ ხანს უყურა სიკვდილმა კურდღელს. ცდილობდა გაეგო მისი ინტერესები ან თუნდაც შიშები, ყოველივეს მიმართ, მაგრამ ეს ვერ დაინახა და განაგრძო...
-სიკვდილი, ყოველთვის წარმოშობს სიცოცხლეს. ბევრისთვის ეს ტრაგედიაა, მაგრამ აბა დაუფიქრდი...ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი და სწორედ ეს საზღვარია ის, რაც განსაკუთრებულ ფორმას გვაძლევს და რომ არა სიკვდილის იდეა, ვერ გასცდებოდა თქვენი ფიზიკური და ფსიქიკური არსი, უფორმო მასას. სწორედ რომ ყველა ფორმა, რაც კი არსებობს, სიკვდილმა წარმოშვა. დიახ, რომ არა მე, ვერ იარსებებდა ყოველივე. ყველას ჰგონია, რომ მე დიდი ბოროტება ვარ, ცელიანი დემონი, რომელიც ცოცხალი არსებები სულით საზრდოობს. არა! მეც მტკივა თითოეული ადამიანისა თუ სულიერის, ან კიდევ უსულოს ტკივილი. მეც მჭამს შინაგანად უძლურება, რომელიც ნელ-ნელა მასამარებს და ყველა ნათელ წერტილს ისრუტავს. შთანთქვავს ჩემგან ყველაფერ კარგს და ვცარიელდები. გესმის? ვცარიელდები-უღონოდ დაეშვა მიწაზე.
-შენ არ შეგიძლია, რომ შესცვალო არსებული და სინათლე მოჰფინო?
-არა...რომ შემეძლოს, ამას დიდი ხნის წინ გავაკეთებდი.
-ახლაც ვინმეს წასაყვანად ხარ მოსული?-დანაღვლიანებული შეხედა კურდღელმა.
-სამწუხაროდ...მე ეს არ მინდა. არ მინდა, რომ ჩემი ხალხს ეშინოდეს. მინდა, მინდა რომ მეც სისოცხლესავით ვუყვარდე ყველას, მაგრამ მე ხომ სიკვდილი ვარ...მე არ და ვერ ვეყვარები ვერავის.
-იცი? მე მიყვარხარ.
ცხოვრებაში პირველად, სიკვდილმა იგრძნო, რომ ისიც რაღაცას წარმოადგენდა ამ წუთისოფელში. მასაც ჰქონდა სიყვარულის უფლება და შეეძლო ბედნიერება. ამ ერთმა, პატარა და ციდა არსებამ, მასში ის მიძინებული გრძნობები გააღვიძა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში, ბნელ ჯურღმულში ჰქონდა მიგდებული და არც კი აქცევდა ყურადღებას...
-შენ? რატომ?
-ყველა იმსახურებს შანსს, რომ გაკეთილშობილდეს. მეც მინდა, შანსი მოგცე.
-ჩემო პატარა მეგობარო, მე სიკვდილი ვარ. ჩემი გაკეთილშობილება, არავის ძალუძს.-ნაძალადევად გაუღიმა.
-მცდელობად ღირს...-ხელი გაუწოდა კურდღელმა, რაც მეგობრობის ნიშანი იყო. უყურა გამოწვდილ ხელს სიკვდილმა და უთხრა:
-მე აქ შენს წასაყვანად მოვედი.
-მივხვდი, მეგობარო.-მეგობარო...სიკვდილისთვის, მსგავსად არასდროს მიუმართავთ. ყოველთვის განსჯის საგანი იყო და ახლა ეს მისთვის უცხო იყო.
-მეგობარო, არა?
-კი, ჩემი მეგობარი ხარ. თუნდაც წამიყვანო, მე შენს გვერდით კარგად ვიქნები.
-რატომ ხარ დარწმუნებული?
-არ ვარ დარწმუნებული, უბრალოდ ასე ვფიქრობ.
-წამოხვალ, ანუ?
-რა თქმა უნდა.
ჩაჰკიდა სიკვდილმა ხელი პატარა კურდღელს. გულში ჩაიკრა, ისე რომ ხელიდან არ დასხლტომოდა და მაღლა, ღრუბლებისკენ წაიყვანა. უსასრულო სივრცისკენ, ნელ-ნელა მიიწევდნნე და საბოლოოდ, გაუჩინარდნენ კიდეც...
***
-ძვირფასო სიკვდილო, შენს გარშემო, უამრავი მითი არსებობს. შიშს ჰბადებ ყველა სულიერში და მათ უამრავ ტკივილს აყენებ, მაგრამ ჩემთვის, უბრალოდ სუსტი რგოლი ხარ, რომლის გარშემოც მოძრაობს ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი. დროის მსველელობასთან ერთად, შენც მოდიხა და მიგაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი: სიცოცხლე!
პასუხმაც არ დააყოვნა:
-ეჰეი, ადამიანო, გაუმაძღარო და ცხოველური სურვილებით მოცულო! ბედავ და რამეში მადანაშაულებ? იმდენად ხარბები ხართ თქვენი რასის წარმომადგნელები, რომ დროს უქმად ჰკარგავთ რაღაც უაზრო ფასიან ქაღალდებში, რასაც ფულს უწოდებთ. სიყვარულს, პატივისცემას, თანაგრძნობას და სხვა აღმატებულ გრძნობებს ივიწყებთ და ამ ქვეყნიდან, თქვენივე ხელით მომსპარი ცხოვრების გამო მიდიხართ და ამის შემდეგ, კიდევ მე მადანაშაულებთ? ვერ ირგებთ სიცოცხლეს და მე მდებთ ბრალს, თუმცა რად მიკვირს? თქვენი სუსტი და უძლური ფსიქოლოგია, ზუსტად არის მოწყობილი...ადანაშაულებთ ყველას თქვენს უკუღმართობაში, საკუთარი თავის გარდა. ჩემი ძვირფას დროის დახარჯვას, შენთან საუბარში ვერ გავლევ, ადამიანო. როცა შენი დრო დადგება, მე მოვალ და წაგიყვან ჩემთან. უკანასკნელ სხივებს ამოგაცლი სულიდან, რადგან ღირსი ხარ ამისა. ვერ აფასებ სიცოცხლეს და მის სიკეთეს, ამიტომ არ მეცოდები...-საბოლოოდ მოავლო თვალი სიკვდილმა ერთ ადგილას გახევებულ სხეულს თვალი და გაეცალა, მანამ, სანამ მისი დრო არ მოვიდოდა...



ჩემი პერსონალური დამოკიდებულება და აზრებია ყოველივესთან დაკავშირებით. მოხარული ვიქნები, თუ თქვენსასაც გამიზიარებთ, მაგრამ მკაცრად ნუ განსმჯით, თუ თქვენთვის მოსაწონი არ იქნება ჩემი აზრები)) ვერც ვიქნები მოსაწონი, ყველასთვის...მადლობა, წინასწარ.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ბაჭია cry ფუმფულა ბაჭია მოკდა.. disappointed_relieved დაბრუნდეს ბაჭია..

 


№2  offline წევრი შავი ჩაი

ლაზარე 13
ბაჭია cry ფუმფულა ბაჭია მოკდა.. disappointed_relieved დაბრუნდეს ბაჭია..

)) სამწუხაროდ, ეგ შეუძლებელია. სიკვდილი უკან არ აბრუნებს ადამიანებს)

 


№3  offline წევრი ლუთი ლი

სამწუხარო რეალობაა რომ ვერავინ ვერ აფასებს სიცოცხლის ნათელ სხივებს სიცოცხლეშივე...სიკვდილი კი სულის მოპარვის შემდეგ აშკარად ირონიულად გვიღიმის როცა უკან დაბრუნება გვსურს...როცა სიცოცხლის წყურვილი გვკლავს...

გაუმაძღარი და ცხოველური სურვილებით მოცული-იმდენად ზუსტი და ამავე დროს ზოგადი განმარტებაა დედამიწის მოსახლეობის 98 %-ის აშკარად შთაბეჭდილების ქვეშ დამტოვა smirk
ძალიან კარგი იყო..ყოჩაღ relaxed
წარმატებები მომავალ ჩანახატებში relieved

 


№4  offline წევრი შავი ჩაი

ჰაიკო
გამარჯობა.
ადრე ხშირად ვკითხულობდი აქ რაღაცეებს და დიდი ხანია უკვე იშვიათად, ხანდახან თუ გადავავლებ თვალს.
და კომენტარებსაც არ ვწერ,თუ ვწერ ისიც 1326 წელიწადში ერთხელ.
ეს მომეწონა.
მოცულობა - კარგია.
შინაარსი - დამაფიქრებელი და დასათანხმებელი.
სიუჟეტი - კარგად გამართული.
გრამატიკა და სასვენი ნიშნები - სუპერ.
ყოჩაღ.
წარმატებებს გისურვებ.

მიხარია, თუ მოგეწონათ. ჩემთვის ბევრს ნიშნავს თქვენი შეფასება. თქვენს შემოქმედებას, ძალიან ვაფასებ...მადლობა, რომ აზრის გამოხატვა, არ დაიშურეთ❤️

 


№5  offline წევრი შავი ჩაი

ლუთი ლი
სამწუხარო რეალობაა რომ ვერავინ ვერ აფასებს სიცოცხლის ნათელ სხივებს სიცოცხლეშივე...სიკვდილი კი სულის მოპარვის შემდეგ აშკარად ირონიულად გვიღიმის როცა უკან დაბრუნება გვსურს...როცა სიცოცხლის წყურვილი გვკლავს...

გაუმაძღარი და ცხოველური სურვილებით მოცული-იმდენად ზუსტი და ამავე დროს ზოგადი განმარტებაა დედამიწის მოსახლეობის 98 %-ის აშკარად შთაბეჭდილების ქვეშ დამტოვა smirk
ძალიან კარგი იყო..ყოჩაღ relaxed
წარმატებები მომავალ ჩანახატებში relieved

მოხარული ვარ, თუ კარგი შთაბეჭდილება დაგიტოვე)) მადლობა, დიდი❤️

ჰაიკო
შავი ჩაი
ჰაიკო
გამარჯობა.
ადრე ხშირად ვკითხულობდი აქ რაღაცეებს და დიდი ხანია უკვე იშვიათად, ხანდახან თუ გადავავლებ თვალს.
და კომენტარებსაც არ ვწერ,თუ ვწერ ისიც 1326 წელიწადში ერთხელ.
ეს მომეწონა.
მოცულობა - კარგია.
შინაარსი - დამაფიქრებელი და დასათანხმებელი.
სიუჟეტი - კარგად გამართული.
გრამატიკა და სასვენი ნიშნები - სუპერ.
ყოჩაღ.
წარმატებებს გისურვებ.

მიხარია, თუ მოგეწონათ. ჩემთვის ბევრს ნიშნავს თქვენი შეფასება. თქვენს შემოქმედებას, ძალიან ვაფასებ...მადლობა, რომ აზრის გამოხატვა, არ დაიშურეთ❤️


კარგი და საინტერესო ნაწარმოებისთვის არასდროს დავიშურებ შეფასებას.
მადლობა,სასიამოვნოდ გასაკვირია რომ ჩემს ლექსებს კითხულობთ.
წერეთ.
კარგად წერთ ნამდვილად.

პირიქით, დიდი მადლობა, თქვენ..❤️

 


№6  offline წევრი შავი ჩაი

მწერალი ქალი
ყოჩაღ ჩაი...ახლოს ხარ ძალიან ჩემთან და ეს გაცნობის წამებიდან ვიგრძენი.საოცრად წერ...

ბანანო..) მიხარია, თუ მოგეწონა და მადლობა.

 


№7  offline წევრი HoneyLilac

ძალიან მომეწონა. არადა თავიდან რომ დავიწყე კითხვა თვალები გადავატრიალე, მეთქი ჩვეულებრივად ბანალური და კლიშე ნაწერია თქო. მაგრამ შუამდე არმისულს ჟრუანტელმა დამიარა.

ძალიან უბრალოდ და გასაგებად დაწერილი, ასევე ძალიან უბრალო და გასაგებ აზრს გადმოსცემს, რაც სამწუხაროდ ბევრს არ ესმის. ყოჩაღ.

 


№8  offline წევრი შავი ჩაი

HoneyLilac
ძალიან მომეწონა. არადა თავიდან რომ დავიწყე კითხვა თვალები გადავატრიალე, მეთქი ჩვეულებრივად ბანალური და კლიშე ნაწერია თქო. მაგრამ შუამდე არმისულს ჟრუანტელმა დამიარა.

ძალიან უბრალოდ და გასაგებად დაწერილი, ასევე ძალიან უბრალო და გასაგებ აზრს გადმოსცემს, რაც სამწუხაროდ ბევრს არ ესმის. ყოჩაღ.

მახარებს ყოველთვის, როდესაც დადებითს ვგრძნობ ადამიანებიგან. ასევე, ისიც მიხარია, რომ ჩემი სათქმელი გაიგე) მადლობა, შენ...))

 


№9  offline წევრი შავი ჩაი

ჟოზე
სევდიანია და რეალობა ...

"ადანაშაულებთ ყველას თქვენს უკუღმართობაში, საკუთარი თავის გარდა"
ასე უფრო მარტივია) ყველას დადანაშაულება ჩვენი თავების გარდა...

"სიკვდილი სიცოცხლეს ბადებსო" ეს მაშინ როცა ბალანსია დაცული და მოდის როცა ამის დროა ,სხვანაირად სიკვდილი,ზოგჯერ ცოცხლად დარჩენილებისთვის უფრო ტრაგედიაა ვიდრე მათთვის ვინც კვდება...

ძალიან მომეწონა თეე ♡

დაკ..) გეთანხმები, აბსოლუტურად.
მადლობა, რომ არ დაგეზარ და შემიფასე♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent