შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში და ადამიანი


20-09-2020, 02:53
ავტორი შავი ჩაი
ნანახია 1 005

ყველაზე საინტერესო მოვლენა, კაცობრიობის ისტორიაში, იყო ადამიანისა და შიშის შეხვედრა ერთმანეთთან...
-აქ მარტოდ რატომ ზიხარ?-ჰკითხა ადამიანმა შიშს.
-სწორედ იმიტომ , რომ მარტო ვარ-გაუღიმა შიშმა.
-მარტო? რატომ?
-ჩემი ეშინიათ-მოკლედ მოუჭრა.
-შენი? ნუ მაცინებ..შენ ისეთი ჩანხარ...არა, ვერ დავიჯერებ მაგას.
-ნება შენია-უდარდელად აიჩეჩა მხრები შიშმა და წამოდგა. წასვლა დააპირა, როდესაც მაჯაზე, ხელის შეხება იგრძნო.
-არ წახვიდე. ვისაუბროთ. ხანდახან, საუბარიც კი შველის დამძიმებულ სულს.
-და გგონია მე სული მაქვს?
-სული, ნებისმიერ ცოცხალ არსებას აქვს.
-ჩემ გარდა...
-არა, ნუ ამბობ ეგრე. ღმერთმა, ყველას უბოძა სული...-სიტყვა არ დაასრულებინა და ისევ მიუგო:
-ჩემ გარდა.
-კარგი. გინდა რომ დაგიმტკიცო შენი სულის არსებობა?
-რაც არ გამაჩნია, იმას ვერ დაამტკიცებ.
-და ვცადოთ. ამით ხომ არაფერი დაშავდება?
-ჰო, ალბათ არა.
-ძალიან კარგი. ახლა წავალ და ხვალ, როდესაც მზის უკანასკნელი სხივები გამოესალმებიან დედამიწას, აქ გავჩნდები. დროებით...
-დროებით, ადამიანო.
მეორე დღეს, დათქმულ დროს შიში და ადამიანი ერთმანეთს შეხვდნენ. ძალიან ბევრი ისაუბრეს სხვადასხვა თემაზე, იცინეს, იმხიარულეს და საბოლოოდ, თბილად დაემშვიდობნენ ერთმანეთს და დათქვეს, ყოველ შაბათ დღეს, ამ დროს და ამ ადგილას შეხვდებოდნენ ერთმანეთს. შიში მიხვდა, რომ თურმე ბედნიერებაც არსებობს ქვეყანაზე. მის სახეზე, პირველად ჰპოვა ღიმილის სხივებმა გზა ფართო და დედაბითად აღივსო. გაანალიზა, რომ არსებობს ისეთი აღმატებული და საუკეთესო განცდები და გრძნობები, რასაც სიყავრული ჰქვია, მეგობრობა, ურთიერთობა და რაც მთავარია, ბედნიერება. ცხოვრებაში პირველად, შიში ბედნიერი იყო.
ასე გრძელდებოდა დღეები, კვირები, თვეები და წლებიც კი, სანამ ადამიანმა, თავისი გულის სწორი არ იპოვა და ერთ დღეს, ადამიანი აღარ მივიდა დათქმულ დროსა და ადგილას. შიში დიდ ხანს ელოდა. ბოლოს იმედი რომ გადაეწურა, სახლში წასვლა დააპირა, მაგრამ ამ დროს, ადამიანიც მოვიდა:
-შიშო, ძალიან დიდი ბოდიში. დრო ისე გავიდა, ვერც კი შევნიშნე. მაპატიე, კარგი?
-კარგი, თუმც ახლა უნდა წავიდე. ძალიან დავიღალე...
-კი, მაგრამ...
-ძილინებისა, მეგობარო.
-ძილინებისა.
შიში ნელი და არეული ნაბიჯებით გაუყვა გზას. ფიქრობდა, რომ დაჰკარგავდა ადამიანს, რომელიც გულით შეიყვარა და ყველაფერს წარმოადგენდა უკვე მისთვის. უეცრად, მის წინ მიწა გაიხსნა და ეშმაკი ამოვიდა. მას ბოროტებაც მოჰყვებოდა...
-შიშო!-შესძახა ეშმაკმა-რამდენი ხანია არ შევხვედრილვართ.
მათი დანახვა არ ესიამოვნა შიშს, მაგრამ თავის დაძვრენაც გვიანი იყო.
-ჰო, დიდი ხანია.
-მერე? ასე უნდა ძველი მეგობრების დავიწყება?-უთხრა ბოროტებამ.
-იმდენად გაერთო თავისი ადამიანით, ჩვენ სულ დაგვივიწყა.
-გეთანხმები.
-ეგ არაფერ შუაშია,-თავის მართლება სცადა შიშმა-უბრალოდ არ მეცალა.
-არა, ჰო? და რატომ?-ჩაეძია ეშმაკი.
-შემეშვით!
გზის გაგრძელებას შეეცადა შიში, მაგრამ ეშმაკის ხმამ, იგი შეაჩერა...:
-ვიცი, რომ ის ადამიანი შეგიყვარდა და მისი თავის, მეორე ადამიანმა წაგართვა.
-და შენ რა?
-შემიძლია ის დაგიბრუნო.
-როგორ?
-თვით ეშმაკს მეკითხები როგორო? ნუ მაცინებს შიშო.
-მაშ, დამიბრუნე.
-დაგიბრუნებ.-მტკიცედ ჟღერდა ეშმაკის ხმა-ახლა კი წადი.
-ნახვამდის.
-ამის გაკეთებას როგორ აპირებდ?-ჰკითხა ბოროტებამ.
-მეგობარო, ძალიან მაკვირვებ. ჩვენ იმ მამაკაცს, ისეთ რამეს მოვუწყობთ, რომ აორთქლდეს..სამუდამოდ.
-შენ, რა..?
-დიახ. მე...
-ეს არ მოეწონება შიშს.
-ხანდახან, ბინძური წესებითაც გვიწევს თამაში, რომ საწადელს მივაღწიოთ.
...მზიანი დილა გათენდა. ბუნება ხარობდა. ყოველი ახალი დღე, ხომ სიცოცხლისა და სიხარულის მომტანია. შიშს ჩვეულებრივზე მეტად დამძიმებულს გაეღვიძა, მაგრამ რომ გაახსენდა ეშმაკის პირობა, ჩაეღიმა. რომ მოწესრიგდა და გასასველად მოემზადა, კარზე საშინელი ბრახუნი ატყდა. გააღო და რას ხედავს...
-შიშო..-ამოიხავლა ადამიანმა.
პირველად დაინახე ასე ნათლად საკუთარი თავი შიშმა, როდესაც ადამიანს თვალებში ჩაჰხედა, მთლიანად დანისლულიყო თვალები და მის ანარეკლში, თვით შიში მოსჩანდა. მიხვდა რაშიც იყო საქმე...
-ჩემი სიყვარული. ის კვდება. დამეხმარე, შიშო..გთხოვ.
-მე...მე, არც კი ვიცი-ენა დაება შიშს.
-შენ მყავხარ ერთადერთი, ვისაც ვენდობი. ის კვდება. გესმის? კვდება. მიშველე. უმისოდ ვერ ვიცოცხლებ...
ტანში უსიამოვნოდ გასცრა შიშს. ყელში რაღაც გაეჩხირა. დიდი ცრემლის გროვა, ლამის ახრჩობდა. უნდოდა გამოსულიყო მისი შინაგანი ტკივილი, ეყვირა ბოლო ხმაზე, მაგრამ რეაქციისა ეშინოდა. ამოუხსნელმა ძალამ, შიშს მაინც გადაადგმევინა ნაბიჯი...
-ის, შენი ღირსი არ არის.
-რა?-გაოცდა ადამიანი.
-ის უბადრუკი არსება, შენ არ გიმსახურებს!-უკვე ყვირილზე გადადიოდა.
-მოიცადე, არ მითხრა, რომ შენი ხელი ურევია ყველაფერში.
-დიახ. რომ შემძლებოდა, საკუთარი ხელით მოვუღებდი ბოლოს და უკანასკელ სუნთქვას, გულიდან ამოვგლჯდი.
-შენ...შენ..ეს როგორ გააკეთე? ეს მე როგორ გამიკეთე?-ცხარე ცრემლით ტიროდა ადამიანი.-რატომ? რატომ არ იფიქრე ჩემზე?
-შენზე რომ ვიფიქრე, იმიტომ მოვიქეცი ასე.
-გაჩუმდი!-შეჰკივლა ადამიანმა-შენი დანახვაც აღარ მინდა!-უკან მოუხედავად გაიქცა.
შიშმა კი მიაძახა:
-სცდები..თან მწარედ. შენ მე ყოველ დღე, ყოველ წამსა და ყოველ წუთს დამინახავ. გენდომება ეს შენ, თუ არა...


იმ დღის შემდეგ, ადამიანი და შიში, განუყრელნი გახდნენ. მართლაც, რომ ყოველ წამს ვხედავთ და განვიცდით შიშს. ის ჩვენ აჩრდილივით გვსდევს და მოსვენებას გვიკარგავს. ღამით, როდესაც მარტონი ვრჩებით, მცირე დეტალიც კი შიშს ჰბადებს ქვეცნობიერში. გვეშინია, მაგრამ ხანდახან, არც კი გვესმის მიზეზი ჩვენი შიშისა.
ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ თითქოს შიშის გარეშე შეგვეძლოს არსებობა. მას უნდა ვებრძოლოთ იმ საპირისპირო ძალებით, რასაც ერთგულება, ნდობა, პატივისცემა და სიყვარული ჰქვია...



№1 სტუმარი სტუმარი ანმეე

თიი... relaxed

უდაოდ მაგარი ხარ blush აი წინა ლუციზე რო იყო როგორ მომეწონააა
ჩემი ლუცისადმი დამოკიდებულება მაგრად ვართ და joy joy
მოკლედ ბრწყინვალეა...ბრავო relieved

 


№2  offline წევრი შავი ჩაი

ჰაიკო
ხანდახან ბინძური წესებითაც გვიწევს ბრძოლა რომ საწადელს მივაღწიოთ.
გეთანხმები და გამარჯობა)
იმედს არ მიცრუებ)
დღეს არ ველოდი და კარგია რომ დადე.
აქა-იქ სასვენი ნიშნები ისევ გამოგიტოვია,მაგრამ არაუშავს)
ძალიან კარგია,ყოჩაღ.
ტემპი არ დააგდო.
ხარისხი არ დააგდო.
წარმატებები.

გამარჯობა) მიხარია ხოლმე თქვენი ხილვა..ვეცდები ყველანაირად, რომ ნელ-ნელა, აღმოვფხვრა შეცდომები. უკეთესად დავუკვირდები. მადლობა თქვენ..)

სტუმარი ანმეე
თიი... relaxed

უდაოდ მაგარი ხარ blush აი წინა ლუციზე რო იყო როგორ მომეწონააა
ჩემი ლუცისადმი დამოკიდებულება მაგრად ვართ და joy joy
მოკლედ ბრწყინვალეა...ბრავო relieved

ანმე..) ძალიან დიდი მადლობა, ჩემო კარგო. მიხარია თუ ლუციფერიც მოგეწონა.))

 


№3  offline წევრი შავი ჩაი

ჰაიკო
შავი ჩაი
ჰაიკო
ხანდახან ბინძური წესებითაც გვიწევს ბრძოლა რომ საწადელს მივაღწიოთ.
გეთანხმები და გამარჯობა)
იმედს არ მიცრუებ)
დღეს არ ველოდი და კარგია რომ დადე.
აქა-იქ სასვენი ნიშნები ისევ გამოგიტოვია,მაგრამ არაუშავს)
ძალიან კარგია,ყოჩაღ.
ტემპი არ დააგდო.
ხარისხი არ დააგდო.
წარმატებები.

გამარჯობა) მიხარია ხოლმე თქვენი ხილვა..ვეცდები ყველანაირად, რომ ნელ-ნელა, აღმოვფხვრა შეცდომები. უკეთესად დავუკვირდები. მადლობა თქვენ..)

სტუმარი ანმეე
თიი... relaxed

უდაოდ მაგარი ხარ blush აი წინა ლუციზე რო იყო როგორ მომეწონააა
ჩემი ლუცისადმი დამოკიდებულება მაგრად ვართ და joy joy
მოკლედ ბრწყინვალეა...ბრავო relieved

ანმე..) ძალიან დიდი მადლობა, ჩემო კარგო. მიხარია თუ ლუციფერიც მოგეწონა.))


სამადლობელი არაფერია.ჩემს აზრს ვაფიქსირებ ხოლმე,მართლა მომწონს.
იმედია კრიტიკა არ იქნება საწყენი,რადგან ჯანსაღი კრიტიკა წარმატების გასაღებია)
ასე განაგრძე.

რა თქმა უნდა, არ იქნება. როგორც უკვე აღნიშნეთ, ჯანსაღი კრიტიკა, წარმატების საწინდარია.

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ბნელო მესაყვირევ...


შუაღამის ბინდი მიწას დასწოლოდა,
მთვარე ძილს აყრიდა ქოქოლას,
უზენაესისგან უკვე დავიწყებულთ
წყვდიადთან კაცთ ძღვენი მოჰქონდათ..

ჰოი დაწყევლილო ბნელო სანახებო,
სისხლის მთვარეების შავბნელო ციაგო,
მხარევ კაცთა ძვლებით ნაშენ ანაგებო,
ბოროტების ზღუდევ ფიალო..

შავბნელ ღამეებში ბინდი თარეშობდა,
გარეთ ბალი ჰქონდათ ვამპირებს,
ჯადოქართა მეჯლისს ეშმა ფარეშობდა,
აჰა.. სისხლი წვიმას აპირებს..

ჩასაფრებულიყვნენ გზებზე ავსულები,
მიწას აძრწუნებდნენ დევები,
ავად კისკისებდნენ ქვესკნელს შთასულები,
ჭინკით გატენილი ხევები...

სადღაც ამ მხარეში, ერთი ბნელი სახლი,
იდგა.. მდუმარებდა თავისთვის..
ალბათ კილომეტრში არვინ ჭაჭანებდა,
შიშით.. ბოროტებაც ქედს იხრის..

მელანქონიური ბგერა სალამურის,
სახლის უკუნ კედლებს ათბობდა,
ძგერდა მელოდია ირგვლივ საამური,
ბნელი მუსიკოსი ლოთობდა..

ან ვინ ესტუმრება მარტოს ცისქვეშეთში,
განა მასპინძლობას აპირებს?!
ვაი იმ უბედურს ვისაც კილომეტრში,
ბგერა მისწვდა ყურის ნაპირებს..

ბევრი საშინელი მითი დადიოდა,
შავბნელ დემონთ შორის ჩურჩულით,
ძვირად დასჯდომიათ ლუცის ნაშიერებს,
ბევრგზის მის ეზოში ჟღურტულლი..

ზაფრადაცემული, ყველა გაურბოდა,
ვისაც მთელი ჰქონდა ჯერ ენა,
და ამ აუწერელ, ენით, ჯოჯოხეთში,
მუსიკოსმა შექმნა გეენა..

ახლაც, თავს იქცევდა დაკვრით სალამურის,
არრა ადარდებდა მუსიკანტს,
კარი ახმაურდა, როგორც სათაგური,
ჰოდა შეწყდა ტკბილი მუსიკა..

 


№5  offline წევრი შავი ჩაი

ლაზარე 13
ბნელო მესაყვირევ...


შუაღამის ბინდი მიწას დასწოლოდა,
მთვარე ძილს აყრიდა ქოქოლას,
უზენაესისგან უკვე დავიწყებულთ
წყვდიადთან კაცთ ძღვენი მოჰქონდათ..

ჰოი დაწყევლილო ბნელო სანახებო,
სისხლის მთვარეების შავბნელო ციაგო,
მხარევ კაცთა ძვლებით ნაშენ ანაგებო,
ბოროტების ზღუდევ ფიალო..

შავბნელ ღამეებში ბინდი თარეშობდა,
გარეთ ბალი ჰქონდათ ვამპირებს,
ჯადოქართა მეჯლისს ეშმა ფარეშობდა,
აჰა.. სისხლი წვიმას აპირებს..

ჩასაფრებულიყვნენ გზებზე ავსულები,
მიწას აძრწუნებდნენ დევები,
ავად კისკისებდნენ ქვესკნელს შთასულები,
ჭინკით გატენილი ხევები...

სადღაც ამ მხარეში, ერთი ბნელი სახლი,
იდგა.. მდუმარებდა თავისთვის..
ალბათ კილომეტრში არვინ ჭაჭანებდა,
შიშით.. ბოროტებაც ქედს იხრის..

მელანქონიური ბგერა სალამურის,
სახლის უკუნ კედლებს ათბობდა,
ძგერდა მელოდია ირგვლივ საამური,
ბნელი მუსიკოსი ლოთობდა..

ან ვინ ესტუმრება მარტოს ცისქვეშეთში,
განა მასპინძლობას აპირებს?!
ვაი იმ უბედურს ვისაც კილომეტრში,
ბგერა მისწვდა ყურის ნაპირებს..

ბევრი საშინელი მითი დადიოდა,
შავბნელ დემონთ შორის ჩურჩულით,
ძვირად დასჯდომიათ ლუცის ნაშიერებს,
ბევრგზის მის ეზოში ჟღურტულლი..

ზაფრადაცემული, ყველა გაურბოდა,
ვისაც მთელი ჰქონდა ჯერ ენა,
და ამ აუწერელ, ენით, ჯოჯოხეთში,
მუსიკოსმა შექმნა გეენა..

ახლაც, თავს იქცევდა დაკვრით სალამურის,
არრა ადარდებდა მუსიკანტს,
კარი ახმაურდა, როგორც სათაგური,
ჰოდა შეწყდა ტკბილი მუსიკა..

არ ვიცი..უბრალოდ, სიტყვები ზედმეტია. აღარ ვიცი რა გითხრა. ძალიან დიდი მადლობა, რომ არ იშურებ დროსა და ენერგიას) გასაოცარი ადამიანი ხარ!

 


№6  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ყველაფერი საუკეთესო ერთგული მკითხველისთვის blush

 


№7  offline წევრი შავი ჩაი

ლაზარე 13
ყველაფერი საუკეთესო ერთგული მკითხველისთვის blush

მადლობა..))

 


№8  offline ახალბედა მწერალი K. I.

წერის ნიჭი უდავოდ გაქვთ, ნაწერს ეტყობა, მაგრამ დასახვეწი და გრამატიკულად გასამართია.
გამოცდილება ყველაფერს მოიტანს.
წარმატებებს გისურვებთ!
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№9  offline წევრი შავი ჩაი

ქეთი იმერლიშვილი
წერის ნიჭი უდავოდ გაქვთ, ნაწერს ეტყობა, მაგრამ დასახვეწი და გრამატიკულად გასამართია.
გამოცდილება ყველაფერს მოიტანს.
წარმატებებს გისურვებთ!

მე მხოლოდ ახლა ვიწყებ და შენიშვნების გათვალისწინებით, უფრო დავხვეწ ყველაფერს. დიდი მადლობა თქვენ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent