შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყირმიზი..

27-09-2020, 23:34
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 897

ყირმიზში ეკას ყველა იცნობს..
ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე გოგოა ეკა.
22 წლისაა.
დედა კონდიტერი.
მამა დაეღუპა.
ყავს ორი ძმა და ერთიც და..
თუმცა არა.. სამი წელია აღარავინ ჰყავს ეკას
ქმარმა მიატოვა..
ოჯახმა არ მიიღო..
დიდი ქალაქიდან პატარა, ქვითკირის სახლში გადმოსახლდა ეკა.
ლამაზი თვალები აქვს ეკას, მთვარისფერი..
თეთრი, ლამაზი ხელები და სავსე მკერდი..
ჰოო.. იქნებ ამ მკერდის წყალობით არ უვარგა სახელი მთელს ყირმიზში..
ბავშვობაში, მამის მიერ ნაჩუქარ სიცოცხლის ხეს ატარებს ეკა ყელით..
ხომ ხატი არ არის, მთელი სოფლის ახალგაზრდობა მზადაა მასზე დაიფიცოს, თუნდაც ერთხელ..
ქალაქიდან წვენის აპარატი ჩამოიტანა ეკამ და სოფლის პარკთან ახლოს წვენებს და ფუნთუშებს ყიდის..
აქ ყველამ იცის მისი უბედურების ამბავი..
ყველაფერი კი სამი წლის წინ დაიწყო..
სამი წლის შეუღლებულ ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყავდათ..
ძმაკაცები გოგას ბოთეს ეძახდნენ..
გოგა ეკას ქმარი იყო..
გოგამ ყველაფერი სცადა..
რომანტიკაც..
ვიაგრაც..
მკურნალობაც..
ცეცხლოვანი ღამეებიც..
მაგრამ არაფერი..
ექიმის ეშინოდა ეკას..
გოგასაც რცხვენოდა ცოლის ექიმთან მიყვანის..
სანამ უგონოდ არ დათვრა და..
ეკას საკუთარ ძმაკაცთან სექსი არ შესთავაზა..
საშინლად იჩხუბეს..
ეკას მთელი ღამე არ უძინია..
მეორე დილით კი უხმოდ წავიდნენ ექიმთან..
...

უნაყოფო..
სოფელში ერთი გულაბი მსხალი გვედგა..
წვნიან და მსხვილ ნაყოფს ისხამდა და თან ორჯერ..
ერთ გვალვიან წელს, მსხალი მოულოდნელად გადატყდა..
თურმე ნუ იტყვით, ჭიას სულ გამოეღრღნა შიგნიდან..
ასე დაიწყო გოგას დედამ ვახშმობა
მერე-?! - თავისდაუნებურად იკითხა ეკამ
მერე ის რომ, უნაყოფო და ბერწი ძროხა არ ვარგა სახლში, არათუ ქალი.. - შეისვენა ნელიმ და ლუკმა ჩაყლაპა -
უნდა გაშორდე ჩემს ბაჯაღლოს, თქვენი ერთად ყოფნა აღარ იქნება.. არა, თავიდანვე ვერ იყო რაღაც რიგზე, მარა
ჩემ ბიჭს მოვერიდე, ხმა არ გავიღე..
ეკამ უხმოდ გადახედა მეუღლეს.
ბაჯაღლო აღარ ბრწყინავდა და..
მესამე დღესვე წამოვიდა იქიდან..
ოჯახმა არ მიიღო და..
აქ გადმოსახლდა..
სარძევე ჯირკვლების კიბო ჰქონდა ეკას..
ბევრი აქილიკებდა მას უნაყოფობის გამო, თუმცა კიბოზე არ იცოდა არავინ..
მომსვლელი დედაკაცები ნახევრად ხუმრობით მოუკითხავდნენ ხოლმე შვილებს..
ეკა არ ტიროდა..
არც სწყინდა..

ერთ საღამოს ეკასთან ანგელოზივით ბიჭი მივიდა..
უნაკლო, ხორბლისფერი სახე ჰქონდა, ლურჯი თვალები და წითური კულულები ქობათ ეყარა..
სულმოუთქმელად გამოცალა ლარნახევრიანი წვენის ჭიქა, გოგონას მკერდზე ხარბად დააჩერდა და იკითხა:
თქვენთან რძე რა ღირს?!
რძეს არ ვყიდი.. - დაიბნა ეკა..
შეუძლებელია.. ჭურჭელი ხომ სავსეა - გაიღიმა უცნობმა..
ეკა მიუხვდა..
მიუხვდა და ატირდა..
იმის შემდეგ უცნობი ყოველ საღამოს მოდიოდა და ერთსა და იმავეს ეუბნებოდა..
ასე გავიდა ორი კვირა..
ეკას ერთი ბიჭი მოსწონდა..
იმ ბიჭსაც მოსწონდა ეკა..
ძალიან მოსწონდა..
ეგ იყო, დედას არ მოსწონდა მისი ეკა..
უკრძალავდა ბიჭს მის ნახვას, არც მარტო უშვებდა ეკას ჯიხურთან..
ამ მწარე, ოფლის ჭირვარამ ახვეტილ ქალს ფეფო ერქვა..
ყველანი კი ჯოჯოხეთის მუგუზალს ეძახდნენ..
ერთ საღამოსაც, ფუნთუშებს ყიდულობდნენ დედა-შვილი, როცა ქალმა უცნობის ხუმრობას მოჰკრა ყური..
- აი, მეხი კი დაგაყარე მაგ ტყემალივით თავზედა, როდის იყო ბერწი ძროხა რძეს იძლეოდა?! ჩაიბუტბუტა ქალმა
- რას ამბობ, დედი, - შესცინა უცხომ - ვერ ხედავ, ჭურჭელი სავსე აქვს
ქალმა ერთი აჰხედა ეკას სავსე მკერდსა და ქოქოლა მიაყარა..
- ეგრე გაივსოს ჩემი მტერი და დამაწყევარი.. სავსე.. მაშ, მე და ჩემმა ღმერთმა, სამოსზე წურწურით ჩამოსდის განა..
ეკამ სახეზე ხელი აიფარა და ატირდა..
პირველმა ბიჭმა შენიშნა..
- დედი, ნახე..
-რა იყო, რას მაჯან.. ქალს სიტყვა პირზე შეეყინა..
ეკას მთელი მაისური დასველებოდა..
თეთრი, თბილი წვეთები ნელა მიცოცავდნენ უბისაკენ..
- უფალო, შენ შემეწიე.. - ჩაიკეცა რეტდასხმული

***

- რა ჰქენ, შვილო, შეეწიე იმ ობოლ მარგალიტს?!
- არ იდარდო, დედა, ერთ თვეში ქორწილში მივდივართ.. - უპასუხა თეთრ კვართში შემოსილმა ბიჭმა ლამაზ, ახალგაზრდა ქალს..
ამბობენ, ეკას ქორწილში დედა და ძმაც ჩამოსულან.. მხოლოდ ეკა იღიმოდა იდუმალად..
დედამისს ხომ არასდროს ჰქონია ცისფერი თვალები..

№1  offline წევრი შავი ჩაი

სევდიანი, მაგრამ ამავე დროს საოცარი. ნიჭი არ იკარგება)) წარმატებები.

№2  offline წევრი Artificiality

ამეტირა! თითქოს ყველა სტერეოტიპული აზროვნება იყო გაერთიანებული და ამ ყველაფრის შედეგი. მადლობა!
--------------------
Nothing happens for no reason! Just try to see something good...

№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მწერალი ქალი
ყოჩაღ ლაზი.როგორც ყოველთვის შესანიშნავი იყო.ვამაყობ...❤️

დიიდი დიიდი მადლობა, მიხარია რომ სულ კითხულობ და ასე გიყვარს ჩემი ნაწერები heart_eyes

შავი ჩაი
სევდიანი, მაგრამ ამავე დროს საოცარი. ნიჭი არ იკარგება)) წარმატებები.

ძალიან დიდი მადლობა. მიხარია რომ მოგეწონა blush არაფერი იკარგება რა თქმა უნდა

Artificiality
ამეტირა! თითქოს ყველა სტერეოტიპული აზროვნება იყო გაერთიანებული და ამ ყველაფრის შედეგი. მადლობა!

გმადლობ ასეთი ემოციური კომენტარისთვის, ვეცადე მართლა ძალიან და დიდ ხანს ვყოყმანობდი გამომექვეყნებინა თუ არა relaxed

№4  offline წევრი Artificiality

ლაზარე 13

ნამდვილად მიხარია, რომ გამოაქვეყნე.
--------------------
Nothing happens for no reason! Just try to see something good...

№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

Artificiality
ლაზარე 13
მწერალი ქალი
ყოჩაღ ლაზი.როგორც ყოველთვის შესანიშნავი იყო.ვამაყობ...❤️

დიიდი დიიდი მადლობა, მიხარია რომ სულ კითხულობ და ასე გიყვარს ჩემი ნაწერები heart_eyes

შავი ჩაი
სევდიანი, მაგრამ ამავე დროს საოცარი. ნიჭი არ იკარგება)) წარმატებები.

ძალიან დიდი მადლობა. მიხარია რომ მოგეწონა blush არაფერი იკარგება რა თქმა უნდა

Artificiality
ამეტირა! თითქოს ყველა სტერეოტიპული აზროვნება იყო გაერთიანებული და ამ ყველაფრის შედეგი. მადლობა!

გმადლობ ასეთი ემოციური კომენტარისთვის, ვეცადე მართლა ძალიან და დიდ ხანს ვყოყმანობდი გამომექვეყნებინა თუ არა relaxed

ნამდვილად მიხარია, რომ გამოაქვეყნე.

მადლობა დიდი heart_eyes

№6  offline აქტიური მკითხველი terooo

Როგორი ნიჭიერი ხარ.... წარმატებები ლაზარეეე

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent