შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარე


1-10-2020, 22:17
ავტორი Sadie_fantasy
ნანახია 880

თითქოს ყველგან შენ ხარ.
ვიხედები და შენ გხედავ.
თითქოს მთვარე ხარ,რომელიც მხოლოდ ღამე ჩნდება და გრძნობებს მიღვივებს.
და ასე,პატარა ბავშვივით მიჩნდება კითხვა,თუ სულ რატომ დამყვები.
ბავშვობაში გვეუბნებოდნენ,მთვარეს მოვწონვართ და იმიტომ დაგვყვებაო.
ნეტავ,ახლაც ეგ პასუხი გამცენ.
მაგრამ რეალურად,მთვარე რის ფუნქციას ასრულებდა,არ ვიცოდით და არც ვთვლიდით საჭიროდ რომ გვცოდნოდა,უბრალოდ ვუყურებდით და ვტკბებოდით მთვარით,რადგან ლამაზი იყო.
არც ვფიქრობდით,რომ მის ყოფნას რაიმე მიზეზი უნდა ჰქონოდა.
ღამე მთვარით ვტკბებოდით,დილას კი გულდაწყვეტილნი ვეღარ ვხედავდით.
შენ...
ამიტომ ხარ შენც მთვარე.
გრძნობას მიღვივებ ღამე.
არ ვფიქრობ,რომ შენს ჩემთან ყოფნას მიზეზი სჭირდება რამე.
ლამაზი წერტილი ხარ,რომლის ფიქრის დროსაც სამყაროს ვწყდები.
მთვარეს შევსცქეროდით და საპასუხოდ არაფერს ვიღებდით,ბევრი რამ არც შეცვლილა.
მხოლოდ ის რომ უწინ,მთვარეს აღვიქვამდით,როგორც მთვარედ.
მაგრამ ახლა,ყოველღამე როგორც მელანქოლიური ხასიათის მქონე ადამიანი,მის წინ ვჯდები და შენ მახსენდები.
დიდიხანია,აივანის წინ მთვარე არ მინახავს.
როგორც ჩანს,სამყაროც მხოლოდ ერთ რამეს მანიშნებს.
უნდა დაგივიწყო.



№1  offline წევრი Sadie_fantasy

მწერალი ქალი
ლამაზად იყო ყველაფერი ნათქვამი.ჰო ასეც ხდება...ზოგჯერ მთვარეც ვეღარ გვინათებს ღამეს.წარმატებები.


დიახ,სამწუხაროდ ასეც ხდება...დიდი მადლობა. ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent