*****
ძველ დროში, როდესაც ჯერ კიდევ სამყაროში იმედი სუფევდა, ყველა ბედნიერად ცხოვრობდა. ხალხს ერთმანეთი უყვარდა, ცხოვრობდნენ ერთმანეთის ჭირ-ვარამით და გვერდში ედგნენ ერთმანეთს. მუდამ კიაფობდა იმედის ვარსკვლავი მათ თავზე და არასდროს ქრებოდა. ეს კი საოცარი მოვლენა იყო ყველასათვის. თუმც კი ყოველთვის როდია ყველაფერი იდეალური... ერთ მზიან დილას, როდესაც გლეხები სამუშაოდ წავიდნენ, მოხდა უდიდესი ტრაგედია...მიწისძვრა. იმდენად დიდი იყო მისი სიძლიერე, რომ ძალიან დიდი ზიანი მოუტანა სოფელს. ხალხმა დაკარგა ერთმანეთზე ზრუნვის გრძნობა და მხოლოდ საკუთარი თავიღა ანაღვლებდათ... -ხომ გითხარი რომ ადამიანები საცოდავი არსებები არიან?!-ბოროტულად ჩაიცინა ბოროტებამ და უთხრა მიწისძვრას. -კი მაგრამ, რა იცოდი რომ ასე მოხდებოდა? -მათ უბრალოდ ერთი შიში სჭირდებათ იმისათვის, რომ შემდეგ საკუთარი თავი დააყენონ ყველაზე და ყველაფერზე წინ. მარტივი და ლოგიკურია, მეგობარო. -ჰო?! არ ვიცი...ასე მგონია, რომ ისინი მაინც რამეს იზამენ. -ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ არა მგონია, ახლო მომავალში მიხვდნენ რამეს-ისევ გაიცინა ბოროტულად, შემოიხვია თავისი შავი ლაბადა და წავიდა... -იმედი მაქვს, მართლაც რამეს მოიფიქრებთ, ადამიანებო...-თქვა მიწისძვრამ და ისიც გაუჩინარდა. კარგა ხნის მანძილზე, ადამიანები ვერ იაზრებდნენ იმას, რომ ერთობლივად უფრო მეტს გააკეთებდნენ, ვიდრე მაშინ, თუ ცალ-ცალკე იქნებოდნენ. იმის იმედი, რომ ოდესმე აღუდგენდნენ ძველ დიდებას თავიანთ მიწებს, აღარ ჰქონდათ. უყურებდა ბოროტება ყოველივე ამას და ეღიმებოდა...ეღიმებოდა იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც ღმერთის საოცარი ქმნილებები არიან, ერთ პატარა დაბრკოლებაზე უკან იხევენ და გულხელდაკრეფილნი ელოდებიან საბოლოო განაჩენს, სიკვდილს. არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თავი გადაირჩინონ... მივიდა ბოროტება ღმერთთან და უთხრა: -ოი, უზენაესო, ხედავთ რა დღეში არიან თქვენი ქმნილებები?-ცინიკური მზერა მიაპყრო ბოროტებამ. ღმერთი პასუხს არ სცემდა და უბრალოდ გულდამძიმებული იჯდა. იმაზე ფიქრიც კი საშინლად სტკენდა გულს, რომ ადამიანებმა ასე ჩაიქნიეს ხელი. -ჰო, რა თქმა უნდა, პასუხს ვერ მცემთ. ესენი არიან თქვენი საოცარი ქმნილებები, არა? ამათ საოცრებებს როგორ უწოდებ? მათ, ისიც კი არ შეუძლიათ, რომ გასაჭირის ჟამს, მხარში დაუდგნენ ერთმანეთს და...-სიტყვა არ დაასრულებინა ღმერთმა და შესძახა: -ხმა გაჰკმინდე! ახლავე წადი აქედან! -ჰო, ჩემი გაგდების მეტი, აღარ დაგრჩენიათ. წავალ, თქვენ კი ისიამოვნეთ ყოველივეთი... ღმერთმა დიდ ხანს იფიქრა რა უნდა ექნა. ვერ იჯერებდა, რომ ხალხი ასე დაეცა, ან უბრალოდ დაჯერება არ უნდოდა. ბოლოს როგორც იქნა მოფიქრა, რომ გაეგზავნა დედამიწაზე მზის სხივი-იმედი. იხმო თავისთან იმედი და უთხრა: -იმედო, მინდა რომ ჩახვიდე დედამიწაზე და ხალხში გავრცელდე. -კარგი უზენაესო, მაგრამ ისინი იმდენად არიან გაწბილებულნი, რომ როგორ გგონიათ, მე შევსძლებ მათ დახმარებას? -სადაც შენ ხარ, იქ მუდამ სიკეთე ისადგურებს, ამიტომ მე მჯერა შენი. -მაშ კარგი, წავალ... ჩავიდა დედამიწაზე იმედი და დაიწყო ხალხში გავრცელება. ეს მეტად რთული აღმოჩნდა. ხალხს იმედები იმდენად ჰქონდათ გადაწურული, რომ ვერაფერი ვერ ახდენდა გავლენას. იმედი რას და როგორ აღარ ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მათ იმედები საკუთარი თავისგან ჰქონდათ გაცრუებული და ეს ყველაზე საშინელი უბედურება იყო, რაც კი შეიძლება რომ მომხდარიყო...მათ ვერ მოახრხეს საბოლოოდ ერთმანეთის გამხნევება და მიწები, რომლებიც ერთ დროს ყვაოდნენ, მიწისძვრისგან განადგურებული, კიდევ უფრო განადგურდა...იმედმაც საბოლოოდ ხელი ჩაიქნია და დატოვა ხალხი საკუთარ თავებთან სრულიად მარტო. *** ხშირად გვეკარგება იმედი. ვცდილობთ, რომ ვეძებოთ ის და როდესაც ვიპოვით, არ გავუშვათ, მაგრამ ამ მცდელობაში გვავიწყდება ყველაზე მთავარი-რომ ეს იმედი, იმ ადამიანებში უნდა ვეძებოთ, ვინც ჩვენთვის რაიმეს მაინც ნიშნავს. არ ვიცი, ალბათ ვცდები, მაგრამ იმედი ხომ ის ნათელი წერტილი, რომელიც მზეზე უფრო მეტად ათბობს და ასხივებს სინათლეს და ეს სითბო და სინათლე, სწორედ რომ იმ ადამიანებისგან მოდის, ვინც ჩვენთვის არსებობს და ვისთვისაც ჩვენ ვარსებობთ. ყოველი დღე, საწინდარია რაღაც ახლისა და კარგისა, ყოველ დღეს ახალი იმედით ვხვდებით, ახალი ძალებით ვიწყებთ მცდელობებს იმისათვის, რომ უკეთესი მომავალი შევიქმნათ, თუმცა კი ყოველ ჯერზე მარცხს განვიცდით...განა კი რამდენის ატანა ძალუძს დამძიმებულ სულს? შესაძლოა, ერთ დღეს, იმდენად იმედდაკარგულს გაგვეღვიძოს, რომ საკუთარი სუნთქვის შეწყვეტაც სანატრელი გაგვიხდეს... არაპუნქტუალურობისთვის ბოდიშს გიხდით..) დროებითი შეფერხება მქონდა, იმედია..ვიმედოვნებ, რომ ასე თუ ისე ნორმალური გამოვიდა)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.