შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Time Passes...


8-10-2020, 13:33
ავტორი შავი ჩაი
ნანახია 836

ერთ დროს, თბილისის ერთ-ერთ უბანში, ულამაზესი იასამანი ჰყვაოდა. ძალიან მიყვარდა ხოლმე იქ გავლა, რადგან ირგვლივ საოცარი სურნელი იდგა ხოლმე. მოსახლეობას, სწორედ რომ იასამანის ყვავილობის ადგილას, სკვერი გაეშენებინათ. დავჯდებოდი ხოლმე სკამზე და საათობით ვუყურებდი მათ. ხანდახან, ქარი დაუბერავდა ხოლმდა და ააშრიალებდა ბუჩქს და ამ დროს, საოცარი სურნელი მოჰქონდა ხოლმე ნიავს. სახეზე მელამუნებოდა და მავსებდა დადებითად.
მაისის ბოლო იყო და მე ისევ სკვერში ვიყავი...ქარი, თავის ძალებს იყენებდა და ძლიერ დაჰქროდა. ვხედავდი, თუ როგორ ნელ-ნელა და ზანტად ეფინებოდა იასამანის ყვავილები ძირს, ლამაზ ხალიჩად. ვუსმენდი მათ შრიალს და ვარჩევდი ხმებს:
“დედა...გვიშველე...მივდივართ სადღაც...მგონი ვკვდებით...“
იასამანის ბუჩქი, უკვე ფაქტობრივად გაძარცვულიყო და უკანასკნელი ფოთლებიც, ნელა მიიწევდნენ დედამიწისკენ...გული სტკიოდა მშობელ დედას. ამდენ ხანს, მას გვერდით ჰყავდა შვილები და ახლა, თითქოს ჰგლეჯენო სულის ნაწილს...
ქარი არ წყნარდებოდა, უფრო მეტადაც კი ცდილობდა თავის გამოჩენას. იფანტებოდნენ ფაერში იასამანის ყვავილები და გაურკვეველი მიმართულებით მიდიოდნენ. ბოლოს კი დიდი ტკივილით ეცემოდნენ მიწას.
“დედა, გთხოვ...უთხარი რომ შეჩერდეს“-ევედრებოდა ეულად დარჩენილი ყვავილი უკვე გაძარცვულ ბუჩქს...-“სადმე შორს გამაფრენს და მარტო დამტოვებს. მეშინია, დედა...“
ქარმა უფრო ძლიერად დაუბერა. შიშისგან ათრთოლებული ყვავილი, დედის მკერდს მიეკრა...
“ნუ იქნები ასეთი შეუბრალებელი...ამ ერთ შვილს მაინ ნუ წამართმევ. ნუ გამხდი შვილმკვდარ დედად...გევედრები...“-ევედრებოდა იასამანი ქარს, მაგრამ არ შეისმინა ქარმა ვედრება. ერთი დაჰბერა ისევ და სრულიად მარტოდ დატოვა იასამანი.
გული მომეწურა ამ სანახაობით. სწრაფად ავდექი და დავტოვე იქაურობა...მივდიოდი და ვუსმენდი ქარის ზუზუნს, რომელიც მელოდიასავით ჟღერდა და ყურთა სმენას ახშობდა. სამყაროს ხმებიდან, მხოლოდ ქარის და მომტირალი იასამის ხმებს ვარჩევდი...მეც ვტიროდი, მასთან ერთად...
ვფიქრობდი, რომ ისევ აყვავდებოდა იასამანი, ისევ გაიფურჩქნებოდა და თავისი საოცარი სურნელით, არე-მარეს გააბრუებდა, მაგრამ როცა დრო მოვიდოდა, ის ისევ წავიდოდა...დატოვებდა გულში სევდას და დაუმებელ ტკივილს...

***
დრო მიდის...ზოგისთვის ნელა, ზოგისთვის სწრაფად, მაგრამ ფაქტი ერთია-ის არ ჩერდება. არც უკან ბრუნდება. საათის ისარს ჰგავს...ყოველთვის წინ მიდის, მომავლისკენ და უკან არ იხედება. ტოვებს უამრავ კარგ და ცუდ მოგონებას, მაგრამ ერთ ადგილას მაინც არ ჩერდება.
ამბობენ: „დრო გავა და ჭრილობებიც მოშუშდება...“-მართალია, დრო გადის, მაგრამ ტკივილები რჩება. უბრალოდ, ზოგჯერ ავიწყდება ჩვენს ქვეცნობიერს ცუდი დრო, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ, გვახსენდება ყოველი ტკივილი, მაშინ, როცა საკუთარ თავთან მარტოდ რჩები...ამ დროს ტკივილი ბოლომდე მოდის სულამდე და იმაზე მეტად გტკენს, ვიდრე ოდესმე...
დრო მიდის, მაგრამ თავის მძიმე ნაბიჯებს, თოვლივით ქათქათა სულზე ტოვებს და თავსაც გვახსენებს ხოლმე...



№1  offline წევრი შავი ჩაი

პოპო
იასამანი...ძალიან მიყვარს,რაღაცნაირად ფერები შემოაქვს უფერულ სულში)გაზაფხულის ფერია,ჩემი ფერია..
ტელეფონით წერდი?!ძალიან პატარა ხარვეზები იყო მარა მოევლება...კარგი ხარ და იმიტო!
ესეც მომეწონა...ყოჩაღ და წარმატებები!

არა, ლეპტოპით დავწერე, უბრალოდ გვიან ვწერდი და ალბათ მაგის გამო გამექცა ამდენი ხარვეზი. დღეს არ გადამიხედავს, სანამ დავდებდი..
ჩანახატს რაც შეეხება, მიხარია თუ მოგეწონა და მადლობა, რომ აზრებსაც მიზიარებ❤️

 


№2  offline წევრი შავი ჩაი

ჰაიკო
გეთანხმები მთლიანად.
ტკივილი არ ქრება,ჭრილობა არ შუშდება,მხოლოდ დროებით,და შემდეგ ისევ გვახსენებს თავს.
მომეწონა,ღრმა და სევდიანი ჩანახატია.
ასე განაგრძე,ეს შენია.
წარმატებები.

მახარებს თქვენი თითოეული სიტყვა..ძალიან დიდი მადლობა.

 


№3  offline წევრი Shoshia Imereli

ძაან მომეწონა წარმატებები

 


№4  offline წევრი შავი ჩაი

Shoshia Imereli
ძაან მომეწონა წარმატებები

დიდი, დიდი მადლობა ქრისტი..)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent