შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

November Rain


22-10-2020, 16:23
ავტორი შავი ჩაი
ნანახია 1 011

2000 წელი...7 ნოემბერი.
წვიმის წვეთები, ხმაურით ეხეთქებოდნენ ფანჯარას. ყური რომ დაგეგდო, აუცილებლად გაიგებდი ხმებს:
“შეხედე! შეხედე! იქ პატარა გოგონა არის.“
“როგორი ლამაზია...“
“ნეტავ რა ელის? როგორი მომავალი ექნება...?“
“ეგ ცოტა მოგვიანებით...ახლა გაჩუმდით, მაინტერესებს რას დაარქმევენ...
-როგორი წვიმიანი ამინდია...-უთხრა ცოლმა ქმარს.
-იცი, სახელი ასეთ ამინდითან რომ ასოცირდებოდეს, ისეთი ხომ არ შევურჩიოთ?
-მშვენიერი აზრია-თვალები გაუბრწყინდა ქალს.
-მიდი, აბა...მოიფიქრე.
-რას იტყოდი რეინაზე?
-რეინა?
-ჰო, წვიმის მსგავსად...-გაუღიმა ქალმა.
-მაშ კარგი, იყოს რეინა.
“რეინაო? მომესმა?“
“არა, რა მოგესმა...რეინა დაარქვეს. ულამაზესი სახელია...“
“ჰო, გეთანხმები და ჩვენ რა ვიღონოთ?“
“რაზე ამბობ?“
“იმაზე, რომ გოგონას სახეზე, მუდამ ლაღი ღიმილი თამაშობდეს.“
“ეგ რთული იქნება, ხომ იცი..?“
“ადვილი, სუნთქვაც არ არის...“

2001 წელი...7 ნოემბერი.
გოგონას ერთი წელი შეუსრულდა. წვიმა ისევ მოვიდა დედამიწაზე და შესციცინებდნენ რეინას. უხაროდათ რეინას სიხარული. მოსწონდათ, როდესაც მის სახეზე და თვალებში, ჭინკების ფერხულს ხედავდნენ.

2002 წელი...7 ნოემბერი.
ისევ წვიმიანი საღამოა. რეინა უკვე ორი წლის გახდა. მისი ბავშვობა, ისე ლაღად მიდიოდა, როგორც წვიმის წვეთებს სურდათ. ისინი უყურებდნენ რეინას და სიხარულით ივსებოდნენ. ერთი სული ჰქონდათ, როდის გაიზრდებოდა გოგონა ისე, რომ წვიმაში თამაში შესძლებოდა.

2007 წელი...7 ნოემბერი.
რეინას ოქროს დაბადების დღე... დედამ და მამამ, მას ულამაზესი ოქროს ყელსაბამი აჩუქეს, რომელსაც ზუსმუხტისფერი თვალი ჰქონდა. ის უზომოდ გახარებული იყო ყოველივეთი. მთელი სახლი, მხიარულ კისკისს მოეცვა და ამის შემხედვარე წვიმის წვეთებს, უფრო უხაროდათ.
გადიოდა წლები. გოგონა იზრდებოდა და მშვენდებოდა. მალე სრულწლოვანებასაც მიაღწია და მისთვის ეს საოცარი მოვლენა იყო. მშობლები ჯერ კიდევ სამსახურში იყვნენ. ელოდებოდა მათ დიდი მოთმინებით. ხან ნერვიულად დააბიჯებდა ერთი ოთახიდან მეორეში, ხან დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა, ხან კიდევ სამზარეულოში ამზადებდა რაღაცებს. გავიდა ერთი საათი...ორი...სამი...თორმეტი საათიც შესრულდა და უკვე დადგა რეინას დაბადების დღეც. როგორც ყოველთვის, წვიმაც დაიწყო. საშინლად წვიმდა. თითქოს ცა ჩამოდისო. გოგონა ფანჯარასთან მივიდა, იქვე ჩამოჯდა და გაჰყურებდა ჰორიზონტს. ყველა მანქანა, რომელსაც დაინახავდა, ეგონა რომ მისი მშობლების იყო. გადასცდა პირველ საათს. უკვე ნერვიულობა დაიწყო. არასდროს დაჰგვინებიათ მშობლებს მის დაბადების დღეზე. რა გადაუდებელი საქმეც არ უნდა ჰქონოდათ, რეინას დაბადების დღეს არ ტოვებდნენ.
ერთი გამოტოვებული ზარი...ორი...სამი...აღარ იცოდა რა ექნა. გული ცუდს უგრძნობდა. ლოდინში ჩამოეძინა კიდევაც. კარზე ზარის ხმა აღვიძებს. საათს უყურებს და სამის ნახევარია.
“ნეტავ ამ დროს ვინ არის?“-ფიქრობს.
ნელ-ნელა უახლოვდება კარებს და კითხულობს:
“რომელი ხარ?“
“რეინა, შვილო, სარა დეიდა ვარ.“
ქალს ისეთი ხმა ჰქონდა, რომ მაშინვე გაუღო კარები.
“შენი მშობლები...ისინი...“
თავიდან ვერ გაიაზრა რა უთხრა. ცოტა ხანს გაშეშებული იდგა. ბოლოს ძლივს ამოილუღლუღა...:
“სად არიან?“
შემდეგ იყო უამრავი ხალხი. შავი სამოსელი და მგლოვიარე სახეები. ყველა უთანაგრძნობდა რეინას. ყველა მის გვერდით იყო, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობდა თავს. ის არ ტიროდა. არ გამოხატვდა ემოციებს, უფროსწორად ვერ გამოხატავდა...თითქოს და გაიყინა. უბრალო სხეულიღა იყო დარჩენილი, რომელსაც სული აღარ ჰქონდა. წაართვეს სიცოცხლის მიზეზი. დატოვეს უსულოდ და გაიმეტეს იმისთვის, რომ უბრალოდ ხორცად ევლო დედამიწაზე.
დრო გაჩერდა. დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა. აღარ ესმოდა არავისი. მხოლოდ გულის ხმა ესმოდა, რომელიც ამოვარდნას ლამობდა. იჯდა და თვალები ერთ წერტილზე ჰქონდა მიყინული...
ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდა ეს ხალხი. კლავდა ამდენი ვითომ და მომტირალი ხალხი. ზოგს სულაც არ აინტერესებდა მისი ბედი. უბრალოდ, სათქმელი რომ ჰქონოდათ, მხოლოდ ამის გამო ედგნენ გვერდში.
საღამოც მოვიდა. ნელ-ნელა ხალხიც მიილია.
“რეინა, ხომ არაფერი გინდა?“-ჰკითხა სარამ.
მან ცივი და არაფრის მთქმელი მზერა შეანათა ქალს და უთხრა:
“გმადლობთ, სარა დეიდა, ყველაფერი რიგზეა“.
დარჩა რეინა მარტო. ფანჯარას მიუხლოვდა. ისევ წვიმდა. თითქოს, ცა ჩამოდისო. გააღო ფანჯარა და ხარბად შეისუნთქა ცივი ჰაერი. იგრძნო როგორ აევსო ფილტვები ჰაერით. მთელ ვენებში დაიარა სიცივემ. შესცივდა კიდეც, მაგრამ ისე უდუღდა სისხლი, რომ ეს სიცივე არაფერი იყო.
უყურებდა წვიმას. აკვირდებოდა მის ყველა მოძრაობას. თითოეული დაცემული წვეთი, დიდ გუბურას კრავდა და ემატებოდნენ ყოველ წამს. უყურა კიდევ ცოტა ხანს, შემდეგ მაღლა აღარპრო მზერა და ჰკითხა:
“რატომ? რატომ წამართვი ისინი? რატომ წამართვი ბედნიერება? რამე დავაშავე? მითხარი...“-იყვირა მან.
ისეთი გამყინავი ხმა ჰქონდა, რომ წამით სუნთქვასაც შეგიკრავდა. ერთიანად ამოუშვა ემოციები. დაიწყო საშინელი ტირილი, ისეთი, რომ წვიმაც კი ვერ ფარავდა. უმელოდიო სიმღერას ჰგავდა მისი ტირილი…უთანაგრძნობდა ბუნების ყველა სულიერი თუ უსულო. იზიარებდნენ მის ტკივილს და მასთან ერთად სტკიოდათ, განსაკუთრებით კი წვიმას…ცა ტიროდა. ტიროდნენ ფრინველები, ცხოველები...ხეებს ტოტები ძირს დაეხარათ გლოვის ნიშნად. ფოთლები ცვიოდა და ძირს ეშვებოდა ნელ-ნელა, წვიმის წვეთები კი ამ ფოთლებზე ხმაურით ეცემოდნენ და მიწაზე იშლებოდნენ...
სუსტად ანათებდა მთვარე დედამიწას. მისი სინათლე, ამინდის
გამო, ბოლომდე ვერ აღწევდა დედამიწამდე. რაღაცისთვის
ემზადებოდა სამყარო რაღაც საოცრებისთვის. მთვარემაც უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, რათა წარედგინა „მონაწილეები“, გამოანათა მისი მთელი სიკაშკაშით და გზა დაუთმო მათ.
აი, ისინიც...ერთ დიდ ორკესტრად შეიკრა ბუნების ყველა ხმა. უკრავდნენ სიმფონიას, რომელიც გაიძულებდა, რომ მხოლოდ მისთვის გესმინა, იმდენად მომაჯადოებელი იყო...ეს გახლდათ სიმფონია, სევდისა...გოგონას სევდისა, რომელსაც რეინა ერქვა...

***
ალბათ, ყველას ნდომებია რომ ცოტა ხნით მაინც ამოსულიყო საკუთარი სხეულიდან, გაქცეულიყო ამ ყოვლად დამძმებული სამყაროდან და სადმე შორს, მიუვალ ადგილას გადაკარგულიყო. თითქოს და ყველაფერმა აზრი დაკარგა. სიკვდილი, რომელიც აგონიაშიც კი აგდებს ხოლმე ხალხს, ეგეც უფერულდება და ჩვეულებრივი გაციებასავით არის, რომელიც ყოველ წელს მოდის და ისევ მიდის. ტოვებს რაღაც კვალს, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიდის. ხანდახან, სუნთქვაც კი ჭირს დედამიწაზე. ზოგჯერ კი ჩვენი სიცოცხლეც ისე გვეზედმეტება, ვფიქრობთ: “ნეტავ, ეს ნაცრისფერი ცხოვრება იყო ჩვენი სისოცხლე..?’’
ტკივილს ტკივილი ემატება და ამ ყველაფერს ისე ეჩვევი, რომ სულ ერთიც კი ხდება. დღეები დღეებს მისდევს, წლები წლებს. სულში გადაუღებლად წვიმს. ელოდები მზეს, რომ გამოიდაროს, მაგრამ ის არ ჩანს. იმასაც ეჩვევი, რომ შეიძლება არც გამოჩნდეს. უყურებ ერთ წერტილს და ფიქრობ...ფიქრობ თუ რა იქნებოდა და რას შესცვლიდი ცხოვრებაში. ამდენ ფიქრში, დრო ისე გადის და ისე ბერდები, რომ ვერც ამჩნევ. ერთ უბრალო და მოკუნტულ მოხუცად გადაიქცევი და სარწეველა სკამზე ჩამომჟდარი გაიხსენებ ძველ და ტკივილნარევ დროს, სახეზე ღიმილი გამოგესახება, მაგრამ ეს, რომ აბობენ სიმწრის ღიმილი იქნება. გაგახსენდება ის უსასოობა, რომელსაც განიცდიდი და იმის იმედით, რომ მომავალი უკეთესი იქნებოდა, აგრძელებდი ცხოვრებას. ბოლოს კი აღმოაჩინე, რომ თურმე ეს ცხოვრება, ერთი დიდი ფარსი ყოფილა, რომელიც ჩვენ გამოვიგონეთ იმისთვის, რომ თავი გვენუგეშებინა, მაგრამ სულ ტყუილად...რელობას ვერსად დავემალეთ. ელი, რომ ისევ გაზაფხულდება, აყვავდებიან გრძნობები და სიხალისე დაბრუნდება, როგორც ეს ბავშობაში იყო, მაგრამ არა...გაზაფხული, მხოლოდ წელიწადის დროის სახით ბრუნდება.
თუ ერთხელ დაბნელდება სულში საბოლოოდ, მას ვეღარ გაანათებს ვერცა სინათლე მზისა და ვერცა სიხარული ახალი დღისა...



№1  offline მოდერი guroo

გუშინ წავიკითხე, მაგრამ კომენტარის დაწერა დამეზარა. დღესაც არ ვაპირებდი... უბრალოდ ვერ მოვისვენე, ვერ გავძელი, რომ რამე არ მეთქვა.
გული მეწურება ხოლმე, როცა სიახლეს ბევრი ნახვა აქვს, მაგრამ კომენტარები - არა. ხოდა, ამის გამო ყოველთვის ვცდილობ, ასეთი სიახლები წავიკითხო და გამოვეხმაურო, რამდენადაც ამის საშუალებას ტექსტი მომცემს.
ამ შემთხვევაში ტექსტი იმდენად კარგია, რომ გუშინ, რასაც ჰქვია, მომთელა და თავი აღარ მქონდა რაღაც-რაღაცებს მობოდიალებისა.
მომეწონა. სულ მიხარია, როდესაც საიტზე ისეთი ავტორები ჩნდებიან, ვისაც შეუძ₾ია, რომ ყველაფერს თავისი წილი დრამა და მწუხარება გამოსწოვოს. ნიჭი გაქვს, ეს აშკარად გამოჩნდა, მაგრამ უფრო მეტად გჭირდება დახვეწა. არ იფიქრო, რომ მეთვითონ ყველაფერი იდეალურად მაქვს :დდდ პირიქით, საშინელ და გამოუსწორებელ რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე და ზუსტად მანდედან ვიცი რა არის საჭირო, რომ ნაწერი უკეთესი გამოვიდეს. ყველაზე უკეთ ხომ ჩვენ ვხვდებით სად აქვს სისუსტეები ჩვენ ნაჯღაბნებს?
არა, ნაჯღაბნები ცუდი სიტყვა არ არის, არ გამიბრაზდე. smile heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი შავი ჩაი

guroo
გუშინ წავიკითხე, მაგრამ კომენტარის დაწერა დამეზარა. დღესაც არ ვაპირებდი... უბრალოდ ვერ მოვისვენე, ვერ გავძელი, რომ რამე არ მეთქვა.
გული მეწურება ხოლმე, როცა სიახლეს ბევრი ნახვა აქვს, მაგრამ კომენტარები - არა. ხოდა, ამის გამო ყოველთვის ვცდილობ, ასეთი სიახლები წავიკითხო და გამოვეხმაურო, რამდენადაც ამის საშუალებას ტექსტი მომცემს.
ამ შემთხვევაში ტექსტი იმდენად კარგია, რომ გუშინ, რასაც ჰქვია, მომთელა და თავი აღარ მქონდა რაღაც-რაღაცებს მობოდიალებისა.
მომეწონა. სულ მიხარია, როდესაც საიტზე ისეთი ავტორები ჩნდებიან, ვისაც შეუძ₾ია, რომ ყველაფერს თავისი წილი დრამა და მწუხარება გამოსწოვოს. ნიჭი გაქვს, ეს აშკარად გამოჩნდა, მაგრამ უფრო მეტად გჭირდება დახვეწა. არ იფიქრო, რომ მეთვითონ ყველაფერი იდეალურად მაქვს :დდდ პირიქით, საშინელ და გამოუსწორებელ რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე და ზუსტად მანდედან ვიცი რა არის საჭირო, რომ ნაწერი უკეთესი გამოვიდეს. ყველაზე უკეთ ხომ ჩვენ ვხვდებით სად აქვს სისუსტეები ჩვენ ნაჯღაბნებს?
არა, ნაჯღაბნები ცუდი სიტყვა არ არის, არ გამიბრაზდე. smile heart_eyes heart_eyes

)) მართლა ძალიან დიდი მადლობა, რომ არ დაიშურე სიტყვები..მახარებს ის ფაქტიც, რომ მოგეწონა..
ჩემს "ნაჯღაბნებს" რომ დახვეწა სჭირდებათ, ვიცი და სწორედ იმიტომ ვწერ, რომ მან, ვინც ჩემზე კომპეტენტურია, შეაფასოს და მეც ნელ-ნელა გამოვასწორო ყველაფერი. ნუ, ყველაფერი თუ არა, ნაწილი მაინც..))
და ჰო..ნაჯღაბნებზე ნამდვილად არ გავბრაზებულვარ))
და კიდევ მადლობა..))❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent