შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Silent Song

25-10-2020, 21:28
ავტორი შავი ჩაი
ნანახია 763

დაღამდა...დასრულდა ვიღაცისთვის ხალისიანი და წარმატებული, ხოლო ვიღაცისთვის კი კოშმარული დღე. გოგონა, რომელიც დაახლოებით ათი ან თერთმეტი წლის იქნებოდა, მიუყვებოდა პატარა და ბნელ ქუჩას. მის გზას, მხოლოდ ციცინათელების შეკრებილი გუნდი ანათებდა. თითქოს ეცნობოდა ადგილი, მაგრამ ვერ იხსენებდა. ის ჯერ ბავშვი იყო, სრულიად უცოდველი და უმწიკვლო ბავშვი. მისი სული, თოვლივით თეთრი და სუფთა იყო. სუფთა ფურცელი იყო, რომლის ბედიც, ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი ავტორს.
გზას აგრძელებს გოგონა და უახლოვდება ქალაქს, რომელიც მგლოვიარე ქალივით, შავ სამოსში გახვეულა და ტირის...ვიღაც მოხუცი ქალი დგას ქუჩაში და ღიღინებს გაურკვეველ ენაზე. ბანს აძლევდა ბიჭუნა, რომელიც პატარა, ხისგან გამოთლილ სალამურზე უკრავდა. შემდეგ ხედავს კაცს. ხელში თოხი უჭირავს და სახლისკენ მიდის. გოგონაც მას მიჰყვება ჩუმად. ერთ პატარა ფიცრულთან წყდება გზა. აშკარად ეტყობა, რომ მამაკაცი მარტო ცხოვრობს. ბაღ-ვენახები მოუვლელია. ირგვლივ ათასი ნარჩენი ყრია. ჰაერში კი საშინელი დენთის სუნი იგრძნობა.
მუსიკის ჰანგები ისევ არ წყდებოდა. ჰაერში იბნეოდა თითოეული ნოტი და ნელ სიოს ერეოდა. თითქოს, არც აპირებდა გაჩერებას.
მიუყვება გზას, რომელიც არ იცის სად მიიყვანს, მაგრამ მთავარია ღამის გასათევი მონახოს, რათა გარეთ არ მოუწიოს ყოფნა. უკვე საკმაოდ ბნელა, მაგრამ გოგონას არ უჭირს იმის გარჩევა, რომ ირგვლივ უამრავი ადამიანის გვამია. თავიდან ნელი სვლით მიიწევდა წინ, მაგრამ შემდეგ სიჩქარეს უმატა. უკვე აღარ მიდიოდა...მირბოდა, რაც ძალა და ღონე ჰქონდა. ფეხიც კი წამოჰრკა რაღაცას ამ სიჩქარეში და პირდაპირ ადამიანის სხეულზე დავარდა. დაიყვირა. ტირილი აუვარდა. შიშმა მოიცვა. უნდოდა დახმარება ეთხოვა, მაგრამ თითქოს ხმის იოგები გადაუჭრესო. დადუმდა. წამოდგომა რამდენჯერაც სცადა, იმდენჯერ დაეცა. ბოლო ძალებიღა მოიკრიბა და წამოდგა. გზა ისევ სირბილით განაგრძო და როგორც იქნა მიაღწია სახლამდე. ისე შევარდა, რომ არც კი დაუკაკუნებია. იქ მოხუცი ქალი დახვდა, რომელმაც თავიდან რომ დაინახა ეს პატარა და აკანკალებული გოგონა, შეეშინდა...ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ვინმეს ნახავდა ისევ აქ. გოგონას მიუხლოვდა სანთლით ხელში, დააკვირდა და წამოიძახა:
-შეუძლებელია. არა შეუძლებელია, რომ მეშლებოდეს-ჩაეხუტა გოგონას მთელი სიყვარულით-ასტანდას ასლი ხარ, ჩემო გოგონა...რა გქვია?
-თქვენ...მე....მე მირა მქვია და თქვენ საიდან იცნობთ დედაჩემს?
-დედაშენი აქედან კარგა ხნის წინ წავიდა. თითქმის 22 წელი გავიდა. განერიდა აქაურ ტკივილსა და ტანჯვას. ეგონა, რომ დასრულდებოდა ყველაფერი და ისევ დაბრუნდებოდა აქ, მაგრამ საპირისპიროდ მოხდა...ეს ყოველივე, არ შეწყვეტილა. ისევ მესმის ხოლმე ხალხის ტირილი. ალბათ ვგიჟდები კიდეც-გაიღიმა მოხუცმა-მათი საფლავებიდან, ისევ ამოდის ხმები ვედრებისა.
-ვედრება? რას გულისხმობთ?-დაიბნა გოგონა.
-ვედრება იმისა, რომ დაინდონ და არ მოკლან...
ისაუბრეს დიდ ხანს მირამ და მოხუცმა. საბოლოოდ გაიგო მირამ, რომ უამრავმა ადამიანმა დატოვა ის ადგილები...დედები, ყოველ დღე ელოდნენ შვილების დაბრუნებას. ღმერთს მათ გადარჩენას შესთხოვდნენ...გზას გაჰყურებდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ შვილებს დაინახავდნენ ბილიკებზე, მაგრამ დღეები კვირებს მისდევდა და ისინი ისევ არ ჩანდნენ. შემდეგ იყო ცნობები მათი დაღუპვის შესახებ. ქალების გაბმული ტირილი და გოდება. სასოწარკვეთა იპყრობდა ყველას და ერთდ დროს მშვიდობიანი ცხოვრება, მხოლოდ ერთმა თარიღმა, 1993 წელმა შეცვალა...იმ წლის შემდეგ, სამყარომ სხვა კურსით დაიწყო სვლა. სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება და ყველა სხვა ამამაღლებელი გრძნობა, ნისლივით გაიფანტა სამუდამოდ...
მუსიკა კვლავ ჩაესმოდა გოგონას. არ წყდებოდა და ყურთა სმენა მთლიანად მოეცვა. დროდადრო ყრუ ტირილის ხმებიც ესმოდა. ჩუმ სიმღერას აგონებდა ტირილი, მაგრამ ისეთი სიმღერა იყო, რომელიც უდიდეს ტკივილს იტევდა თითოეულ სიტყვაში და სულს აფორიაქებდა...
გარეთ კოკისპირულად წვიმდა. ჭექა-ქუხილიც არ იშურებდა ძალებს. ხმაურზე გამოეღვიძა გოგონას. ერთიანად სველი იყო. დაცვარული შუბლი მოიწმინდა და მიხვდა, რომ თავის ოთახში იმყოფებოდა და ყოველივე სიზმარი იყო, თუმცა კი ისეთი რეალური, რომ ყველაფერს ცხადად შეიგრძნობდა. მან აფხაზეთი ნახა...ადგილი, რომელიც საკუთარი თვალით ადრე არასდროს უნახავს, თუმცა კი თავის პატარა და მოკრძალებულ სამყაროში, საკუთარი აფხაზეთი ჰქონდა...
“მე დაგიბრუნდები, ჩემო აფხაზეთო!“-ეს თქვა, თვალზე მომდგარი ეული ცრემლი მოიწმინდა და წასასვლელად მოემზადა...

***
ერთხელ მკითხეს:
“რას ჰგავს ცხოვრება?“ რა თქმა უნდა, ამაზე ბევრი ვიფიქრე...პასუხებს, თითოეული ადამიანის გამოხედვაში ვეძებდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე იყო, საბოლოო პასუხამდე, თავად მივედი...ცხოვრება გიტარის სიმებივით არის. თუ ერთი სიმი გაწყდა, დაირღვევა ის ჰარმონია, რასაც გიტარა გამოსცემს თითოეული შეხებისას. ცხოვრებაც ასეა...როდესაც რაღაც ძაფი გაწყდება, ყველაფერი ცუდი, ერთ მუშტად იკვრება, ნელ-ნელა იზრდება და საბოლოოდ, ვულკანივით ამოხეთქავს, რომლის დროსაც, არავინ იცის ვინ ან როგორ დაზარალდება...

№1  offline მოდერი guroo

ციცინათელების შეკრული გუნდი არასდროს მინახავს.
დროები გაქვს არეული: "გზას აგრძელებს გოგონა და უახლოვდება ქალაქს, რომელიც მგლოვიარე ქალივით, შავ სამოსში გახვეულა და ტირის...ვიღაც მოხუცი ქალი დგას ქუჩაში და ღიღინებს გაურკვეველ ენაზე. ბანს აძლევდა ბიჭუნა, რომელიც პატარა, ხისგან გამოთლილ სალამურზე უკრავდა." მარტო აქ არ არის აცდენა, სხვაგანაც გასასწორებელია იგივე შეცდომები.
სინტაქსი და მორფოლოგია - ორივე ერთდროულად არის დარღვეული ამ წინადადებაში: "იქ მოხუცი ქალი დახვდა, რომელმაც თავიდან რომ დაინახა ეს პატარა და აკანკალებული გოგონა, შეეშინდა...".
მძიმე ზედმეტია ბევრგან.
ცხოვრების შედარება გიტარასთან საინტერესოა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ არასრულია, რადგან ცხოვრება ვულკანის ამოფრქვევით არ მთავრდება, მერეც გრძელდება... და გიტარაზეც ანაცვლებენ გამწყდარ სიმს.
დასაწყისში რომ ამბობ სუფთა ფურცელი იყო, რომლის ბედი ჯერ არ გადაეწყვიტაო ავტორს, მანდ რამდენიმე ვარაუდი გამიჩნდა. ჯერ კითხვას გაგანდობ: ვინ იგულისხმება ავტორში? რადგან კითხვის გაგრძელება მომიწია და შენს პასუხს ვერ გავიგებდი, გადავწყვიტე, რომ იგი შეიძლებოდა ყოფილიყავი შენ, სიტყვა "ავტორის" პირდაპირი გაგებით, ან შეიძლება გოგონას ბედი განგებას უნდა გადაეწყვიტა და ამას გულისხმობდი. არ გამოვრიცხავ, რომ სუფთა ფურცლები აფხაზეთის ომმა შეღება.
სიტყვებს სიტყვები ცვლიან და შეუსვენებლად, უინტერვალოდ, რიტმის გარეშე, მხატვრულ სახეებად აქცევ. ეს ყველაზე მეტად მომწონს შენს ნაწერებში. სულ ცდილობ, რომ განსაკუთრებული გახადო ტექსტი, ემოციები მოიტანო, ტკივილი გადმოსცე... შენთან ირაციონალური და რაციონალური ერთმანეთს ერწყმის. იმას ვგულისხმობ, რომ რაღაც მომენტებში გაუგებარი, არასტანდარტული სიტყვათა შეხამებები ჩნდება, მაგრამ მათი მიზანი რაღაც ძალიან სევდიანის სააშკარაოზე გამოტანაა, მძიმე განწყობის ფერხულში ჩაბმის მცდელობაა და ეს ყველაფერი, თითქოსდა აბათილებს მათ სისუსტესა და უზუსტობას.
შეცდომებზე იმიტომ მიგითითებ, რომ უფრო დახვეწილი და გემოვნებიანი გახადო თითოეული წინადადება, რასაც შენი ჯადოსნური კალამი შეთხზავს. შენში კი უზარმაზარ ჯადოსნობას ვხედავ. შიგნით, კანის ქვეშ, ამოუცნობ ადგილას, უზადოდ ლამაზი სამყარო უცხო წალკოტივით ყვავის :დდ

№2  offline წევრი შავი ჩაი

guroo

ჩემი შეცდომა ის არის, რომ იმდენად ვიჭრები იმ სამყაროში, სადაც მაშინ ვარ, როდესაც ვწერ, რომ ხანდახან მართლა მერევა ყველაფერი..)) შეუმჩნეველი არც დაგრჩენია. ძალიან დიდი მადლობა თითოეული სიტყვისთვის და იმისთვისაც, რომ ასე დეტალურად განხილვა არ დაიზარე. რაც შეეხება შეცდომებზე მითითებას..ჩემთვის პირიქით კარგიც კი არის, რადგან დილეტანტი ვარ და ბევრი რამის სწავლა მიწევს და მაქვს სურვილი. ამ შეცდომებზე ყურადღების გამახვილებით, რაღაცებს ვსწავლობ კიდევაც და მიხარია. ყოველთვის მივიღებ შენიშვნებს და მადლობელიც ვიქნები, თუ მიმითითებ.
კიდევ ერთხელ მადლობა..))

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent