შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის სასიკვდილო სქემა


29-10-2020, 13:16
ავტორი kd35
ნანახია 730

გულანთებული მხატვარი სულმოუთქმელად ელოდება მონაცრისფრო ღრუბლების გაფანტვას, რათა მთვარის უხილავი ფორმებით კოლექციას კიდევ ერთი შედევრი შემატოს. ჯიბეში ხელებჩაწყობილი ბიჭების ხმაური ისმის ქუჩიდან, კიდევ ერთი ფუჭად დაკარგული დღე და მორიგი იმედგაცრუება მოუსვენრობას მატებს ახალგაზრდებს და ამაზრზენი ფიქრებისაკენ უბიძგებს. ამასობაში მთვარის მკრთალი შუქის გამოჩენამ მხატვარს თვალები ფართოდ გაახელინა და ფუნჯიც თითქოს გამოცოცლდა. ხატავს და თან რაღაც ფიქრზე ბოროტულად ეღიმება. იცის მხატვარმა როგორაა მოწყობილი მთვარის სისტემა.  და აი, ახალგაზრდა იმედგაცრუებული ბიჭების ხმაურმა კიდევ ერთხელ შეარყია ის კონცენტრაცია, რომელიც სასიკვდილოდ გამზადებულ მხატვარს ასე ჰაერივით სჭირდება. ბოდავს რაღაცეებს, მაგრამ თითქმის დარწმუნებულია, რომ ეს ღამე მისი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია, რომლის ოდნავმა არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა ფატალური შედეგი მოიტანოს მისთვის. ზეციდან საოცარი ხმები ისმის. თითქოს მთვარეს ვარსკვავებთან ერთად უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება აქვს მისაღები... მხატვარი კაციც კი მოუთმენლად ელის განაჩენს. ხატავს, ხატავს გაუჩერებლად. მარჯვენა ხელის თითებში სისხლი აქვს გაყინული, ლოცვა დაგვიანებულია, რადგან ახლა მხოლოდ მთვარის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მომენტებში საკუთარი გარდაცვლილი ერთადერთი ბიჭის ფოტოს გაჰყურებს და ცრემლები ჩამოსდის ნახევრად მომღიმარ სახეზე, იმ იმედით რომ ცოტახანში ისევ შეხვდება მას. ისევ ისე ამაოდ დაარიგებს ჭკუას. ამაოდ იმიტომ, რომ ისიც იმ ახალგაზრდა ბიჭებივით უსაქმურობისგან გაგიჟდა და სული იმ ამაზრზენი გადაწყვეტილებების გამო დალია, რომელსაც ქუჩიდან მოხმაურენი იღებენ. მოხუცი კაცი ხატვის პროცესს აჭიანურებს. მისი სახლიდან მთვარემდე პატარა კავშირია, რომელზეც მისი განვლილი ცხოვრებაა ასახული. არავინ იცის მერამდენე ასეთ ღამეს ათენებს მხატვარი მთვარესთან ერთად. მაგრამ ის კი დანამდვილებით ცნობილია, რომ ეს ღამე ბოლო და უკანასკნელია. ცხოვრებაში უამრავ გადაეყვეტილებებს ვიღებთ. ზოგი მათგანი დამოუკიდებელია, ზოგშიც კი სხვა ადამიანის გავლენა ურევია. არავის გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი წამიერი ცხოვრება ახვა ადამიანს ვანდოთ და თავის ჭკუაზე ვამართინოთ. ყველა რაღაცას ნანობს სიკვდილის წინ, მოხუც მხატვარს კი არაფერი ეტყობა სინანულის, თუარ ჩავთვლით მისი შვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას... თენდება. ქუჩიდან უკუნეთი სიჩუმის ხმები ისმის. მოხუცი მხატვრის გულისცემა თითქმის აღარ იგრძნობა. სამწუხაროდ ისიც  მთვარის სასიკვდილო სქემის მსხვერპლი გახდა. როგორც იქნა დასრულდა უკიდეგანო ღამე. ცას კიდევ ერთი უბოროტო ადამიანი შეემატა. ვინ იცის, რამდენი ადამიანი ელოდება დაღამებას, რათა მთვარესთან პირისპირ დარჩეს და მისი სქემა საკუთარ თავზე გამოცადოს...

------
პირველი ჩანახატი. რაღაც მომენტებში მომწონს, მაგრამ საერთო ჯამში უკეთესადაც შეიძლებოდა. შეფასება თქვენთვის მომინდია




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent