როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრებას?~სალოს გამოწვევა~ დღე 7
დღემშვიდობისა,მკითხველო! გამოწვევის ბოლო დღეა დღეს.იმედი მაქვს რაღაცაში მაინც დაგეხმარათ ჩემი მოსაზრებები,ინფორმაციები,ფსიქოლოგიური რჩევები და განმავითარებელი ბლოგები. დღეს,გამოწვევის მეშვიდე დღეა და ეს ბოლო ბლოგი მინდა დავუთმო წინა დღეების შეჯამებას. ????-ეცადეთ,ყოველთვის შეინარჩუნოთ პოზიტივი კარგსა თუ ცუდ დღეებში.გაახარეთ გარშემომყოფები,აკეთეთ სიკეთე.რაც უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებთ ეს თქვენთვის უკეთესი იქნება რადგან გქონდეთ სიკეთით სავსე მომავალი.ხშირად დაენახეთ მზეს,მიეფიცხეთ მას.ესაუბრეთ,მუსიკას უსმინეთ მზესთან ერთად,მიიღეთ მზის სხივები და D-ვიტამინი ზაფხულსა და შემოდგომაზე მნიშვნელოვანია. ????იფიქრეთ მშვიდი გონებით,იაზროვნეთ ჯანსაღად.შეისწავლეთ თქვენი შინაგანი თვისებები,სულიერი მახასიათებლები,ის კარგი თუ უარყოფითი მხარეები რაც გახასიათებთ.დაინახეთ ყველაფერ ცუდში კარგი მხარეც,ნეგატივს პოზიტივით უპასუხეთ.აივსეთ ახალი,ძალებითა და ენერგიით. ????განიტვირთეთ,დაისვენეთ წაიკითხეთ წიგნები,გააფერადეთ ანტისტრესი.ესაუბრეთ საკუთარ თავს სარკესთან,ხშირად დაინახეთ საკუთარი თავი სარკეში და კითხვები დაუსვით.აზრი ჰკითხეთ ოჯახის წევრებს,გაიზიარეთ მათი დამოკიდებულება,აზრი და შთაბეჭდილება.ენდეთ საკუთარ თავს,არასდროს თქვათ არა და არ დაიხიოთ უკან. ????თქვით,რომ ეს შეგიძლიათ რომ შეუძლებელი არაფერია და ყოველი დილა,საღამო იქნება მშვიდი.დილით გამონათებს მზე ღამით კი ამოვა მთვარე ბრჭყვიალა ვარსკვლავებითურთ.თქვენც შეიგრძნობთ სიცოცხლის ყოველ დღეს ნეგატივითა თუ პოზიტივით სავსეს.შეეგუეთ პრობლემებს,ისწავლეთ მათი გადაწყვეტის,გადაჭრის გზა და მოგვარება. ????გაუძელით სირთულეებს,ტკივილს რადგან ერთ დღესაც გაივლის სულ არ იქნება თქვენი ცხოვრების თანამგზავრი...ბოლოს კი უბრალოდ გაძლიერდით,არ მისცეთ შინაგან სამყაროს ნება იმისა,რომ გაჩერდეთ და ბრძოლის ველზე ძირს დავარდეთ.არა,არავის უსმინოთ პირველრიგში ენდეთ საკუთარ თავს რადგან მხოლოდ ის არის თქვენთან მართალი და მას შეუძლია დაგანახოთ რეალობა,გითხრათ სიმართლე და გაგამხნეოთ.წინ,ადამიანო რადგან შენ,შეგიძლია დაიპყრო მწვერვალი! ????არ გაჩერდე,ადამიანო, დარწმუნდი შესაძლებლობებში სწორი გზა აირჩიე,სიკეთე აკეთე,გულწრფელი იყავი და ამაყად იარე წინ! შენ,ამას შეძლებ!იცი,რატომ? იმიტომ,რომ სუფთა გული გაქვს... ????გაიღიმე,გაიფერადე სამყარო,შექმენი კრეატივით სავსე ცხოვრება,შეიგრძენი ის ფერადოვნება რასაც ცისარტყელა ჰქვია.მოდი,უბრალოდ ჩაჰკიდე ხელი ახლო ადამიანს,გაიქეცი რაც შეიძლება შორს დაინახე შორიდან ის მწვერვალი რომელსაც მალე დაიპყრობ... ????წინ,წინ იმდენად ძლიერი ხარ,რომ არაფერს შეუშინდები.დაამარცხე შიში,დაამარცხე ყველანაირი ბოროტება,სიბოროტე და სიზარმაცე ის რაც ხელს გიშლის წინსვლაში.წარმატებებს გისურვეთ! თქვენ,უკვე იცით როგორ გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს,განავითაროთ,გაზარდოთ ის და ასწავლოთ ცხოვრება. ????????კომენტარის სახით გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება,გიცდიათ თუ არა მსგავსი რამ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.