შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იოგა როგორც სიჯანსაღე.~სალოს გამოწვევა~ დღე 2


25-10-2020, 16:56
ავტორი სალისალომე
ნანახია 755

დღე მშვიდობისა მკითხველო,პირველყოვლისა წარმატებულ დღეს გისურვებ! აბა,როგორ დაიწყო თქვენი დილა? იმედი,მაქვს წინა ბლოგის რჩევები გაითვალისწინეთ მზეს მიეფიცხეთ და ცოტა დაფიქრდით მაინც.ბოლოს გავჩერდით იოგაზე.დღეს,კი მინდა რამოდენიმე სიტყვით გაგესაუბროთ იოგის შესახებ,თუ რა არის იოგა,რა დანიშნულება აქვს.რატომ უნდა გავაკეთოთ ის????

იოგა-ეს,არის ყველანაირი ნეგატიური აზრების,ფიქრების,იდეების დავიწყება,გაშვება კოსმოსში და ნეგატივის შეცვლა პოზიტივით.სტრესის უარყოფა,პრობლემების,ტკივილის,სევდის დავიწყება და მხოლოდ სიმსუბუქის,სიმშვიდის

შენარჩუნება ამ დროს ეუფლებით მხოლოდ და მხოლოდ კარგ,პოზიტიურ ენერგიასა და განწყობას.დილით ვდგებით,მზეს ვეფიცხებით ამის შემდეგ ძალის და ენერგიის აღდგენას ვიწყებთ ვარჯიშის დახმარებით.ყოველ დილით გაკეთებული იოგა გარანტიაა იმისა,რომ თქვენი დღე მშვიდი და ჯანსაღი იქნება.ის გვეხმარება სიჯანსაღის შენარჩუნებაში,სულის,გულის სიწმინდის შენარჩუნებაში.რაც კი დადებითი ენერგია არსებობს ყველა ელემენტს შეიცავს ეს ვარჯიში.იოგა არა მხოლოდ ვარჯიში,არამედ ის ცხოვრების,რუტინული მდგომარეობაა რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში და მათზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს რა თქმა უნდა კარგის მხრივ.იოგის მიმდევარი თუ გახდებით თქვენში მეტი ენერგია,ძალა,მხნეობა,მიზანდასახულობა,სიწმინდე და სიჯანსაღე იარსებებს.იოგის ვარჯშის გაკეთება სახლის პირობებში,თუნდაც ეზოში ძალიან მარტივად შეგიძლიათ.დაგჭირდებათ ნოხი ან პარალონი. იოგის ვარჯიში შეგიძლიათ დილით უზმოზე და საღამოს ჭამიდან 3-4 საათის შემდეგ.ამასთანავე თქვენს შესაძლებლობებზე,დროზეა ეს დამოკიდებული თუ როდის უფრო მომგებიანია ვარჯიში დილით თუ საღამოს ძილის წინ რადგან გქონდეთ დამშვიდებული გონება.თუ კი მაინც დილით დაკავდებით 10-წუთიანი გაკვეთილიც კი საკმარისი იქნება რომელიც სპეციალურად დილის გამამხნევებელი იოგისთვის არის -ს სასწავლო ვიდეოების დახმარებით შეისწავლით ვარჯიშს.იოგა ამასთანავე წვავს ცხიმებს და ეხმარება წონის შენარჩუნებასა და დაკლებაში.დაიწყეთ დღე,ვარჯიშოთ მოუსმინეთ სასიამოვნო,ჰაეროვან,ბუნებასთან შესაფერისს მუსიკას თუნდაც ჩიტების ჭიკჭიკი,ბუნების საამო ხმა,წყლის ჩხრიალი ეს დაგეხმარებათ განტვირთვისთვის და სიმშვიდის შენარჩუნებისთვის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent