შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმა თუ ცრემლი?


7-11-2020, 00:20
ავტორი სალისალომე
ნანახია 8 677

ერთი წვიმის წვეთი რამდენი გრამია? იწონება კია? სიგრძე,მასა რამდენია მისი.ერთი პატარა,გამჭირვალე წყლისებრი ფერის სითხე რომელიც ციდან იწონებს თავს.ღრუბელი როცა მოიწყენს ან დასველდება, ცოტა შესცივა ზეციდან უშვებს წვეთებს რადგან მისმა სიფაფუკემ იერსახე არ დაკარგოს,სხვებსაც გაუნაწილოს და აჩუქოს სითხე რომელიც ძნელად მოსაპოვებელია.წვიმა,მისი წკაპა-წკუპი ხმაურიანი ბგერები თითქოს მუსიკის ჰანგები ისმის ეს ესაა ფორტეპიანოზე დაკვრა ისწავლა და ნოტებს აწყობსო.თავიდან ერთი კლავიშითა და ერთი თითით იწყება,შემდეგ კი ათივე თითს აყოლებ და გიმარტივდება ხელის მოძრაობა,გაწაფულს ემსგავსები იტყვი დიდი ხანია უკრავო...ასე უკრავენ ხოლმე ციდან მომავალი წვიმის გამჭირვალე წვეთებიც როდესაც მიწაზე ეცემიან.და ეს დაცემა რამდენად ძვირი,მტკივნეული უჯდებათ მათთვის ეს დიდ სირთულეს წარმოადგენს.მიდის სადღაც შორს,უცხო სხეულთან,უცხო ადგილას,უცხო ადამიანებთან და საკუთარ თავს კარგავს მიწაზე დაცემისას.მიწას ატენიანებს საკუთარ თავს კი კლავს.ასეა ადამიანიც უფროსწორად,ბოდიში,დამავიწყდა უნდა მეთქვა ასეა ადამიანი
როცა ტირის თქო...წვიმა ეს იგივე ცრემლია...ტკივილით სავსე,ნაავადმყოფარი სახით რომელსაც ეს ესაა ფერი დაუკარგავს ან კიდევ ჟანგბადი ესაჭიროებაო...მაშინ ტირის ადამიანი როცა ცხოვრებისგან იღლება,აღარ შეუძლია არ აღემატება ეს ყოველივე მის ძალასა და შესაძლებლობებს.ვეღარ უძლებს გაჭირვებას,უნდა ამოისუნთქოს არ სურს ყოველი წუთი შიშში გაატაროს იმაზე ფიქრით რა იქნება დღეს,ხვალ,ზეგ,მაზეგ,ერთ კვირაში ან თუნდაც ერთ თვეში რადგან იცის რომ ადრე თუ გვიან მისი ბედი ცუდად დასრულდება და არაფერი კარგი მოხდება ამდაგვარი ფიქრები მეტად მოქმედებს,გართმევს ძალას და მხნეობას.თითქოსდა მიზანს კარგავ და უმისამართო,უმიზნო ხდები.აღარ გაქვს საკუთარი ხედვა,აზრი,ოცნება,სურვილი ეს წაგართვეს...განა ცხოვრებამ არამედ ადამიანებმა ამ სამყარომ სადაც ყველა მეორეს გასჭირვებია და ტირის.სადაც არ უნდა გაიხედო ყველა მომტირალია...ერთი სიყვარულს მისტირის,მეორე თავის სევდას,მესამე პრობლემებს აი მეოთხე კი უსუსურობას.ყველას ეშველება ამ სამიდან მაგრამ მეოთხეს ვერაფერი ეშველება რა როდესაც არაფრის გაკეთება შეგიძლია საკუთარი თავისთვის,თუნდაც ოჯახის წევრისთვის და იცი,რომ მას ძალიან მალე დაკარგავ,აღარ იქნება შენს გვერდით და შორს წავა.რთულად წარმოსადგენი და დასაჯერებელია.განა ფულშია საქმე? არა ფულითაც რომ ვერ შველი? უშველებელია ეს სიტუაცია,გააკეთე რაც საჭირო იყო მაგრამ დადგა დრო და ჟამი როცა ხელ-ფეხი შეკრული გაქვს და ლოცვის გარდა არაფერი შეგიძლია რა მხოლოდ იმედი,რწმენა დაგრჩა რომელოც ბოლო წუთამდე უნდა შეინარჩუნო ესაა გამოსავალი...
გარეთ წვიმს,ღრუბელი ტირის,სველი აქვს სახე ვერვინ ამშვიდებს მას აქვე სამყაროც განიცდის ცოცხალ არსებათა სევდას ბუნებასთან ერთად ადამიანის სახესაც შეხებია მარილისსურნელოვანი,ნუშისებრი წვეთი რომელსაც თვალები ჩაუწითლებია,ლოყები აუფაკლავს და სახე სულ მთლად დაუსველებია...ისიც ტირის...მეც ვტირი...შენც ტირი...
რატომ?
რისთვის?
ვისთვის?
ამდა სხვა კითხვებს ვერვინ უპასუხებს,იქამდე სანამ თვითონაც არ იტირებს,არ გამოივლის,არ განიცდის...ტირილი განა მხოლოდ ცრემლია რომელსაც სახეზე ვხედავთ არამედ შინაგანი სამყაროს ნგრევაა,ქარიშხლის ამოვარდნაა და სულიერებასთან ბრძოლა..აქვეა შფოთვა,დაპირისპირება ბედნიერებისა და უბედურების ეს ის ნგრევაა რომელსაც ბოლოს ბევრი მსხვერპლი ჰყავს...მაგრამ გარეთ როდი წვიმს ყოველ დღე?
წვიმა შემოდგომაზე იცის,მოგვიყვება საკუთარ თავზე,თავის განსაცდელს,პრობლემებს დაყრის სეტყვასავით ასე ბლომად,ნათლად ხმელეთზედ..დაგავფიქრებს და უეცრად მიიმალება,წავა ისევ ზეცას ეწვევა...მერმე ხვალ,ზეგ გამოვა მზე ეს წვიმისგან გამოგზავნილი ნიშანია,რომ აღარ ვტირი,კარგად ვარ,შენც კარგად იქნები ახლა სინათლე ჩაისახა ჩემში და გული აღარაა სავსე წყლით სადაც ცრემლებით სავსე კოლბა იყო.დღეს,მე ვანათებ,რადგან ცხოვრებას ვაგრძელებ...შესაძლოა ისევ გაწვიმდეს მაგრამ აღარ იქნება იმდენად ძლიერი და სულისშემაშფოთებელი.სუსტი,ნელ-თბილი,ჩუმი ხმით განაგრძობს სიცოცხლეს.აქვე შესაძლოა ბედნიერების წვიმაც წამოვიდეს,როცა მზე და წვიმა ერთდროულად წამოვა ციდან ხმელეთამდე...



№1 სტუმარი siyvaruli yvelaferia

[center][/center][i][/i]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent