შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა,რომელიც მოგკლავს ან გამარჯვებას მოგიტანს


9-11-2020, 00:02
ავტორი სალისალომე
ნანახია 8 641

შესაძლოა ყველა ცუდი მომენტი დადებითი მხრიდანაც შეაფასო,გადაფარო ის უარყოფითი მაგრამ იმ სიღრმეს მაინც ვერ ჩაწვდები რაც ცუდ მოგონებებს თან ახლავს.მაინც გექნება უცნაური შეგრძნება.მთავარი პოზიტივია და მეც სულ ამას არ ვამბობ? მაგრამ ვერ/არ იქნება ის სამუდამოდ თქვენთან.ეს იმას ნიშმავს რომ უნდა შეგეძლოთ როგორც სიმარტივესთან ურთიერთობა ისე სირთულეებთან ჭიდილი.ვიცი,რთულია მაგრამ ძალზედ საჭიროა აქედან გამომდინარე სწავლობ,სწავლობ და ადიხარ მაღალ საფეხურებზე ბოლოს კი სინათლე გხვდება რომელიც გონებას გინათებს,გზას გიკვლევს და წარმატების მიღწევაში გეხმარება. სწორედ სირთულეებიდან გამომდინარე ხდება ერთი საფეხურიდან მეორე საფეხურზე ასვლა,თუ ხშირად აირჩევ მარტივ გზას ერთი საფეხურით დაბლა ჩამოდიხარ ესეიგი არ გაქვს წინსვლა და საბოლოოდ შედეგიც დაბალი იქნება.სამწუხაროა ის ვითარება,როცა ვერ ანვითარებ საკუთარ თავს არ შეგიძლია სიკეთე გაუკეთო,რამე ასწავლო რადგან ქვეცნობიერსაც არა აქვს ინფორმაცია.თუ არ შეიგრძნობ სისხლის სუნს რომელსაც მომძაფრო სუნი სდევს თან და რკინისებრი გემო აქვს იქამდე ვერ ისწავლი ცხოვრებას.მხოლოდ შენი მოკლე გზით ვერ წახვალ შორს,ყოველ ჯერზე გრძელ,თავსატეხებით სავსე გზაზე უნდა იარო მაგრამ როდი ირჩევენ ადამიანები აღმართ გზას? ამაშია საქმეც მუდამ სიმარტივე მოგვწონს რომ სადღაც მალე მივიდეთ,რაღაც მალე გაკეთდეს და ა.შ. ცხოვრებას კი წუთში საქმის გადაწყვეტა არ უყვარს მას ბევრი ფიქრი,გააზრება,გაანალიზება შემდეგ კი დასკვნების გამოტანა უყვარს.ყველანაირ გზას მოსინჯავს,მოირგებს საკუთარ თავზე გამოცდის ცუდს თუ კარგს შეაფასებს ადეკვატურად მოვლენებს.უნდა სცადო,მხოლოდ იმის ძახილი არაა სწორი "ოო,ვიცი,რომ არ გამომივა" და რა იცი შენ წინასწარ,სცადე? არა,ამიტომ გაქვს შენ იმისი საშუალება სცადო ესა თუ ის შენთვის მიუღებელი.გამოგივა ძალიან კარგი,არ გამოვიდა და ეგეც არაა პრობლემა,დაივიწყე გეცოდინება,რომ არ ხარ ამ კონკრეტულში ძლიერი და ნაკლებად ფლობ ძალას.თუმცა სხვა რამეში გაქვს მეტი ძალისხმევა...აქვე მოგიყვანთ მაგალითს თუ ყვავილს წყალს არ დაუსხამთ,მიწას არ დაუტენიანებთ ის გაიზრდება? განვითარდება? გამოიღებს ნაყოფს? არა,არ გაიზრდება.დაჭკნება,ყურებს ჩამოუშვებს,ფოთლები გაყვითლდება და გახმება.თუ არ მოუვლი გაფუჭდება და მისგან მხოლოდ გამხმარი მიწა დარჩება ასეა ყველაჩვენთაგანის სამყაროც თუ წყალს არ დავუსხამთ ნაყოფს არ გამოიტანს, ხელ-ფეხს თუ არ გავანძრევთ მიწა არ დატენიანდება.ერთსადა იმავე ადგილს დავტკეპნით,ცხოვრებაც უნაყოფო იქნება.თითოეული მიღწევა ვარდის ახალთახალი კვირტია,თითოეული გაბედული ნაბიჯი ახალი სიცოცხლეა.სიცოცხლე მუდამ უნდა განაახლო თორემ დაძველდება სიყვითლე მოედება შუაგულში და ერთ დღეს ცეცხლიც მოეკიდება... ცეცხლი რომელიც სიყვითლეს გარდააქცევს შავად სიშავე კი ფერფლად იქცევა.შთაბერე სულს სიახლე რომელიც შეცვლის მძიმე აწმყოსა და მოლოდინით სავსე უბედურებას რომელსაც უიმედო მომავალი ჰქვია.რომ შემოგთავაზონ ქარიშხლის შუაგულში დადგები თუ მზის გულშიო ქარიშხალი აირჩიე,გატკენს მაგრამ ერთიანად თუ მეორეს აირჩევ მომავალში გატკენს ბიძგები ექნება რომელიც შეგაქანებს,გულს გაგიწყალებს და თავს მოგაბეზრებს.და ბოლოს ყველაფერი შენს ხელთაა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent