შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი შინაგანი სამყარო


9-11-2020, 15:00
ავტორი NA NO
ნანახია 1 268

ჩემს შინაგან სამყაროს ფოტოაპარატის ფორმა აქვს. მოგზაურებს მასში მოსახვედრად ცხრა ზღვისა და ცხრა მთის გადალახვა ნამდვილად არ მოუწევთ. აღმოსავლეთით სადაც მკრთალი თითქოს ფხვიერი მთები საზღვარს იცავენ, გარესამყაროსთან დამაკავშირებელი კარია რომელიც საათში ერთხელ ფართოდ იღება. კარში შემოსულ, გზაგასაყარზე აღმოჩნილ სტუმარს ზომაზე მეტი სიფრთხილე მართებს.
მარცხნივ თუ გადაუხვევს ბრაზის ტყეში აღმოჩნდება, სადაც ბრაზიანი, გულებზე მონადირე ჯუჯები ცხოვრობენ. მათთგან თავის დაღწევა კი მეტად რთულია. და მაინც, თუ კი ვინმე მათ ხელიდან გაუსხლტდათ ცხოვრების ბოლომდე ტყიდან წამოყოლილი ბრაზის ნახევარი გულით ტარება მოუწევთ.
მარჯვნივ, მხიარულების მთისკენ წასულთ გზადაგზა ფერადი ტკბილეულის ჯიხურები თუ შემოგხვდებათ აუცილებლად შეჩერდით და დააგემოვნეთ სანამ დრო გაქვთ, ნუ დაფრთხებით. მთაზე მცხოვრები ფერიები სწორედ რომ თქვენთვის ქმნიან ფერად, მხიარულ შოკოლადებს რომელთა მსგავს გემოს სხვათა სამყაროში ვერ იპოვით.
კვლევების თანახმად ჩემს სამყაროში მოხვედრილ მოგზაურების უმრავლესობა მარჯვნივ უხვევს და საყვარელ სამიზნე პუნქტად – ცენტრში არსებულ სიყვარულის ტბას ასახელებენ რომელსაც ბედნიერების მდინარე ასაზრდოებს და დღითიდღე აღრმავებს. სიყვარულის ტბა ცისფერი, ნაპირებზე ოდნავ შევერცხლილი სხვა ტბებივით მდუმარე და მიმზიდველი ტბაა. ოქროს თევზებით და მაცდუნებელი ნოზებით სავსე. ჰორიზონტი თითქოს თვალუწვდენელი აქვს, თუმცა შიშის ტყიდან არეკლილი ხის წვეროების გარჩევა ტბის ზედაპირზე მაინც შესაძლებელია.
უჩვეულო მხიარულებით და სიყვარულით თავბრუდახვეულთ თუკი საკუთარ რეალობაში დაბრუნება და რამის შეცვლა მოგინდებათ – ჩემი სამყაროს დატოვებას მხოლოდ ჩრდილოეთიდან შეძლებთ სიყვარულის ტბის გადაცურვით. თუ კი ცურვა თქვენში ხიბლს არ გამოიწვევს და სხვა გზის მოძებნას დაიწყებთ, გაფრთხილებთ რომ შემოსასვლელისკენ დაბრუნება აღარ შეგეძლებათ. განა იმიტომ რომ აკრძალულია, არამედ იმიტომ რომ ბილიკი რომელზეც ყოველი ახალი ნაბიჯი გადადგით გაქრა და მას ახლად ამოსული ბალახი ფარავს. თუ გაჯიუტდებით და უკან დაბრუნებას მოინდომებთ დაიკარგებით- შესაძლოა სამხრეთში აღმოჩნდეთ ნოსტალგიის მთებში, ანდაც სევდის მდელოზე ცრემლისფერი ჩიტებსგან მოგიწიოთ თავის დაცვა. ვისაც მაქაურობისთვის თავი დაუღწევია ამბობს, რომ ამ მხარეში მზის სხივები ძალას კარგავენ. ფერები ცაში უჩინარდებიან, წყალი კი მარილით არის სავსე. ნოსტალგიის მთიდან მონაბერი სიო კი გარს ეკვრება ადამიანს და საარსებო ენერგიას ართმევს.
მაგრამ თქვენ თუ ძლიერებით გამოირჩევით ძალის მოკრებას ყველაფრის მიუხედავად შეძლებთ და შესაძლოა ბედნიერების მდინარე იპოვოთ. თურმე მისი პოვნა იმდენად ცვლის პიროვნებას რომ მისი ფანტაზია და შესაძლებლობები უსაზღვრო, დაუშრეტელი ხდება. თითის დატკაცუნება კმარა ტივის ასაგებად. მერე კი ისღა დაგრჩენიათ სიყვარულის ტბამდე ნელა იცუროთ. თუმცა ბედნიერების მდინარეში მცხოვრები ამორძალი მგზავრთა ზებუნებრივ ძალებს ახშობს და მათ მოთმინებას სხვადასხვა ხრიკებით ცდის. თუ კი ვინმეს მოთმინება უმტყუნებს ტივი მიმართულებას იცვლის და სიყვარულის ტბის შესართავთან, შიშის ტყის ნაპირებზე ჩერდება.
ჩემი სამყაროდან გასასვლელი გზა შიშის ტყეზე გადის რომელიც ყველასათვის გასხვავებულად საშიშ და მტკივნეულ სახეს ატარებს. მოთმინება დაკარგული, იმედგაცრუებული მგზავრები მთელი გულით ჩქარობენ გასასვლელის პოვნას და ამბობენ რომ ამ სიჩქარეში ბევრი მათგანი იკარგება, ან ფსიქოლოგიურ ტრავმვას იღებს, რადგან უმრავლესობას ერთი ბნელი შიში აერთიანებს. ტყეში კი მათთვის საძულველი შიშის – სიკვდილის თვალები ყოველი მხრიდან მშიერი მგელივით იმზირებიან.
,,აღსასრული მხოლოდ ერთხელ დგება, ჩვენ კი მთელი სიცოცხლე ველით მას. სიკვდილის შიში უფრო საზარელია, ვიდრე თვით სიკვდილი” და ეს შიში ყველგან და ყოველთვის გვდევს თან. სრულად მოგვიცავს და გვაკარგვინებს შესაძლებლობებს, მომენტებს, კადრებს, ურთიერთობებს რომელებიც შესაძლოა ჩვენი ცხოვრების სინათლე ყოფილიყო…

პ.ს როგორია შენი შინაგანი სამყარო?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent