ფრთაშესხმული ოცნება
``ჩემო პრინცესავ``, ყველაზე ლამაზო და გამორჩეული ``შენ გენაცვალე ჩემო საყვარელო, პატარა პრინცესა ხარ`` ნამდვილ პრინცესას ჰგავხარ და მსგავსი ფრაზები ბევრჯერ გვსმენია ახლობლებისგან.ვაღიარით, რომ სასიამოვნოა და დიდი კმაყოფილებაც გვაქვს ხოლმე რადგან ერთი ადამიანისგან წარმოთქმული თბილი სიტყვა მეორესთვის დიდი ბედნიერების ზეიმია.ასე განაგრძეთ, მოეფერეთ ერთურთს სიტყვებით და გაახარეთ ერთმანეთი ამაზე ძვირფასი დღევანდელ საუკუნეში არ არსებობს რადგან ესღა დარჩათ ადამიანებს ის სიკარგე რაც ბოროტებას არ იწვევს.პრინცესობა? დაე ყველანი პრინცესები და პრინცები ვიყოთ..მომავლის ფერიები, რომელთაც ხელში ყოვლიშემძლე ჯოხი უკავიათ და ყველა სურვილისა თუ ოცნების ასრულება შეეძლებათ.პრინცესობაში განა იმას ვგულისხმობ რაც ჩვენს თვალწინ ტელევიზორებთან, ბავშვობაში მულტფილმების ყურებისას ხდებოდა...ვხედავდით მშვენიერ გოგონებს ლამაზი კაბებით შემდეგ კი ფერად-ფერად კაბებზე ვოცნებობდით.ბავშვური, ლაღი ოცნება რომელიც რეალობისგან შორსაა თუმცა ასე თუ ისე მაინც გვჯეროდა რაღაც დროის მანძილზე მაგრამ გავიზარდეთ და გადაგვავიწყდა, წარსულს ჩაბარდა ბავშვური აკვიატება და ``გოგოშკური`` მოდური კაბები, რომლებზეც მე პირადად მთელი ბავშვობა ვოცნებობდი როცა სხვადასხვა ფერიებს, ბარბებს თუ პრინცესებს ვუყურებდით მათი ჩაცმულობა ჩვენზე დიდ გავლენას ახდენდა და ვამბობდით `` დიდი, რომ გავიზრდები ამ თოჯინსანაირი კაბა მექნება`` კარგი იყო ის ლაღი დრო მხოლოდ ფერად რაღაცეებზე ვფიქრობდით გაიზრდები და სირთულეებიც იზრდება წინ უამრავი პრობლემა გხვდება იგივე გამოცდა რომელიც უნდა ჩააბარო და შემდეგ აიღო შესაბამისი ქულა გადახვიდე შემდეგ ლეველზე, მოსინჯო ახალი რამ ისევ ახლიდან დაიწყება გამოცდა, ახალი ლეველი და ასე უსასრულოდ სირთულეთა წრე ბრუნავს, ბრუნავს მთელი სიცოხლის მანძილზე ეს კი ბევრ რამეს გვასწავლის, გვაფიქრებს და გვარიგებს.გვასწორებინებს წარსულში დაშვებულ შეცდომებს...პრინცესა მაშინ ხარ როცა მამაცი ხარ, ყველაფრისდამიუხედავად გიხარია ცხოვრება, მასზე არ ამბობ უარს, უზადოდ შრომობ, მუშაობ მშვიდობიანი მომავლისთვის იმისთვის, რომ მიაღწიო დასახულ მიზანს და აისრულო სანუკვარი ოცნება.ყველას თავისი ოცნება აქვს, იცით რა არ მიყვარს და რა მაბრაზებს ყველაზე მეტად? როცა აქვთ ოცნება, შეუძლიათ რომ ის განახორციელონ მაგრამ ძალას არ იკრიბენ, პირიქით თითქოს სუსტნი არიანო ისდთ წარმოდგენას გიქმნიან თითქოსდა რაღაცის ეშინიათ და უკან-უკან ნელი ნაბიჯებით მიდიან.ეს იცით რას მიშნავს? უარი თქვა სიცოცხლეზე.ვითომ არაფერია არა ოცნება? არადა ცხოვრების მთავარი წერტილია ოცნება რომლისთვისაც ადამიანმა უნდა იბრძოლოს, რომ მიზანს მიაღწიოს.ხოლო ის ვინც ხელს ჩაიქნევს, უარს იტყვის მომავალზე არაა ღირსი იცხოვროს აწმყოთი.ნუ, იჩაგრავ თავს მომავალი დაგანახებს შეცდომას რომელიც დაუშვი.შეცდომაა ის, რომ უარს ამბობ საკუთარ თავზე, სურვილსა თუ ოცნებაზე მაშინ რატომ თუ ამის შექმნა, გაკეთება, შეთხვზა შეგიძლოა.უბრალოდ არ წარმოგიდგენია არც ერთხელ ფრთაშესხმული ოცნება? თუ როგორი გექნებოდა მომავალი, რანაირი იქნებოდი როცა დასახულს მიაღწევდი.მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი გვიანია, შენ უკვე აირჩიე ხელი ჩაიქნიე ოცნება აღარ გაქვს და იმას ვისაც ოცნება არა აქვს გულთ შეუძლებელია რამეს მიაღწიოს.ამიტომაა ნათქვამი ყველა ადამიანი თავის ბედს ქმნისო, ასეა ბედიც ქმედებებზეა დამოკიდებული.არ შეგაშინოს პატარა პრობლემებმა, საერთოდ იცი ცხოვრებაში რატომ ჩნდება პრობლემა? რომ ტკივილი მოგაყენოს? არა, ეს დიდი სისულელეა პირიქით, იმიტომ არსებობს ქვეყნად პრობლემები რომ გასწავლოს, გაგზარდოს და სწორ გზაზე დაგაყენოს. ყოველთვის დააყენეთ საკუთარი სურვილები ყველაზე წინ, ჯერ თქვენი ცხოვრება აიწყვეთ, ყველა სურვილი აისრულეთ და შემდეგ მიხედეთ სხვისას.ჯერ თქვენ გამოსცადეთ, იგრძენით, გამოიარეთ დასამახსოვრებელი დღეები და შემდეგ საყვარელ ადამიანს მიუძღვენით თავი ეს მაშინ როცა ცხოვრებას გამოსცდით, მას ასწავლეთ რომ სწორი გზით იაროს და შეცდომა არ დაუშვას.ჩვენ, შეგვიძლია ერთმანეთს ვურჩიოთ საუკეთესო.დავუდგეთ გვერდში, გავამხნეოთ, ვასწავლოთ და განვავითაროთ.ჩვენით იწყება წუთისოფელი და ჩვენით მთავრდება ამაოება.მე, სირთულეების მოყვარული ვარ, ყოველთვის გრძელ გზას ვირჩევ მიმაჩნია რომ მოკლეს მაინც დასდევს თავისი ``ხათაბალა`` გრძელ გზასაც აქვს თავისი ეკლები მაგრამ ეს ეკლები უსასრულოა, ხოლო მოკლე გზის მსუბუქი სორეველა დროებითია ამიტომ უსასრულობას თან სდევს მუდმივი წარმატება მოკლე კი რამოდენიმე წელიწადს გასტანს მაგრამ მაინც შენი გადასაწყვეტია რომელი გზით წახვალ პრინცესა იქნები თუ კონკია.ყველა პრინცესას სული მშვენიერია, დიდი ძალისა და ენერგიის მფლობელნი არიან.ხოლო კონკიას თავისი გასჭირვებია გადაწყვეტილებებში მერყეობს მაგრამ არაფრით ჩამოუვარდება პრინცესას.როცა რაღაც სერიოზულს გადაწყვეტ იქამდე ყოველთვის გაიხსენე ვინ იყავი წარსულში, (თუნდაც იყავი კონკია, ახლა ხარ ფერია და.მომავალში იქნები პრინცესა)ვინ ხარ ახლა და ვინ გინდა იყო მომავალში.მუდამ გაიხსენე ბავშვობა, ის ბავშვობა სადაც მულტფილმის გმირებს განასახიერებდი, მათთან ერთად ცხოვრობდი, გიხაროდა და გულწრფელი იყავი.და ბოლოს არ მოიტყუო, მიეჩვევი ჩაგითრევს თავის მორევში და მატყუარად იქცევი.ტყუილი კი მოუშორებელი სენია, იმდენად იცის ხოლმე ``გაჯდომა`` ადამიანის შინაგან სამყაროში აღარა და აღარ მიდის ბოლოს იღუპები შენივე სიცრუით.ისიც კარგად გეცოდინება, რომ ტყუილი ადრე თუ გვიან მჟღავნდება. -ინებეთ, თქვენი ჩაი -უშაქროა? -არა, ქალბატონო შაქრითაა -კი, მაგრამ მე ხომ უშაქრო გთხოვეთ? -დიახ, მაგრამ ჩვენთან ასეთი წესია ვინც უშაქროს ითხოვს, შაქრიანი მიგვაქვს და ვინც შაქრიანს უშაქროს ვუკეთებთ. -რატომ? -ირგვლივ იმდენი სიმწარეა, ჩაი მაინც იყოს ტკბილი.თან ვინც ტკბილს სვამს ახსენდება ძველი, ტკბილი მოგონებები... 1კვირის შემდეგ... -გამარჯობა, მომიტანეთ ერთი ჟოლოს ჩაი შაქრით -ინებეთ -კი, მაგრამ მე ხომ შაქრიანი გთხოვეთ? -თქვენ, იმდღეს უშაქრო არ მთხოვეთ? აზრი რატომ შეიცვალეთ? არ გახსოვთ ასეთი წესი გვაქვს.ინებეთ უშაქრო და ახლა გაიხსენეთ ტკივილი რომელიც გამოიარეთ. -თქვენ რა, ადამიანების გულის ტკენა გსურთ? -უშაქრო, რომ გიხსენეთ ე.ი გულს გტკენთ არა?და როცა შაქრიანზე გიამბეთ გესიამოვნათ თბილი მოგონებები.ასე არაა ქალბატონო, ყველგან სიკარგე არ დაგხვდებათ, სირთულეც უნდა გამოცადოთ, რადგან თქვენ თუ არა თქვენს მაგივრად ცხოვრება გააკეთებს ამას თან ისე, რომ აზრსაც არ დაგეკითხებათ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.