გრძნობებით მიტოვებული
...ვიცი, ჩამოფხეკილ და გატყავებულ კედელსა ჰგავს ჩემი ცხოვრების ნაფლეთი. აი მეც მივესვენები და მივაპობ ლურჯა ცხენების ამალას. ფიქრადენილი წყურვილი მეხმარება, რომ ვიყო... ვიარსებო და არ გავგიჟდე. მაგრამ სიგიჟე რაა თუ არა სიგიჟის მრავალფეროვნება. ადამიანი სულით, გონებით, სხეულით და მთელი არსით არის გიჟი. სიგიჟე ჰქვია ყველა ჩვენს უნაყოფობასა თუ ნაყოფიერ წარმომავლობას. უბრალოდ ზოგი გზააბნეული ბატკანივით დროში გადააწყდება უზარმაზარ ლაბირინთს და იქიდან ვერ დაუღწევია თავი. მიილტვის, საკუთარი თავისკენ, მიილტვის გონების გამრთელებისთვის, მაგრამ ორად გახლეჩილს სხვადასხვა სივრცეში აბა რა გაამთელებს. შენი ტკივილი მესმის, შენი გულამოვარდნილი სიცოცხლე გულს მიხორკლავს და ერთთავად, ძლიერი ინერციით მაგვანებს მეშვიდედან გადმოგდებულს. გადმომხტარს არა, გადმოგდებულს. მერე თავის ნაკადში გადამატარებს და გამომცრის, როგორც სველი ნამი ცრემლებად დაშრეტილნი. შენს ემოციებს სინაზით ვყვები, შენს სიტყვებს უსიტყვოდ გადმოვცემ, მოძრაობებს თვალთ გარეშე ვხედავ და ტანს ჟრუანტელი მივლის. ესეც გრძნობაა, ესეც სიგიჟეა, რომლის სადარი არ არსებობს. როგორც სიტყვებით ფურცელზე წამიერ ჩნდება გარკვეული მონახაზები ისე ისახება ჩემს სულში შენი სახელი, ისე ვლინდება შენი კოცნის კვალი... კოცნის რომელიც სულს აფორიაქებს, გულს ახშობს და აჩერებს. განვლილ წლებს, დაღლილ წლებს სიყვარულის კარიბჭე გაუღია და ასე ღია დაუტოვებია, ვინაიდან შიში ჰქონია უეცრად სამუდამოდ არ დაიხუროს და სიბნელემ არ დაისადგუროს გულშიო. ზუსტ სიტყვებს, ზუსტი ალგებრობით მოჰყვება ფიქრები, გრძნობებს ეხმიანები და სურთ მათივე ანარეკლის ჩანთქმა, მაგრამ გვიანია. სიყვარულს უწონადობაში თუ დაინახავ, სიგიჟეს კი ხელით შეეხები. სიტყვებს აცრემლებულს ხელს გადაუსვამ და ეტყვი რასაც გული გეუბნება. ათასი წელი წამიერად მიფრინავს. წამში ამ გამოუთქმელ ბედნიერებას ჩააქსოვებ და სილამაზეებად დააპკურებ შენს თვალებს. სიეშხე მუდამ თან გვდევს, მახსოვს ჩახუტება, ზოგჯერ სიმცირეთა წამი, ზოგჯერ სიყვარულის ნამი, ზოგჯერ სიმშვიდეში ჩქამი. ოცდაცხრამეტი, ოცდაერთი, სამოცდასამი, შენი ქარიშხლისებრი გრგვინვა სულის წამალია და მასაზრდოებელი, მაგრამ ყოველ ჯერზე მუდამ მაფორიაქებს. წარბაწეული გრგვინვა შემომეხიზნება სულში. შენ ხარ ჩემი ატმის რტოსავით დაღარული ფანტაზია. გულის სიფრიფანა ფიფქი ხარ. უკვდავი ალერსი. ანდამატი, რომლის სიკაშკაშის მიღმაც ამოუცნობი, უმანკო და უთვისტომო იმალება. თუმც მიაქვს ყოველ დროს ესა თუ ის სიბილწე, მოაქვს სინარნარე სიმწირისა და ხშირად ამაოებას მოაყოლებს თან. უსათუოდ ბაგეზე გაკვდები ჩემო დაღარულო ზეცავ, ჩემო სიცოცხლის მაარსებელო. გრძნობებით მიტოვებული ვწევარ და სიმშვიდის ძებნით დაკავებული პატარა სიტკბოსაც ვეღარ ვპოულობ. ფოთოლი გაიხა, გადავვარდით უსასრულო სიმწვანეში, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ ვხედავთ. ეს სიმწვანე ბალახთა ის ქაოტურობაა, რომელიც სიყვარულთა პანტონიმეს მოაქვს. ...სიჭაბუკე, აზრია ყოველთა. მარადჟამი - წამია მხოლოდ. სიკვდილივით ჩავიფერფლებით ამ სიმწირეშიც, მაგრამ სიკვდილიც დაინანებს ჩვენისთანების წაყვანას. გრძნობებით მიტოვებული ვაგდივარ და ხელ-ფეხს ვნატრულობ. დროში მოგზაურობაზე ვოცნებობ, რათა არ დავუშვა ის შეცდომანი რაც კი დამიშვია და გადავირჩინო სული სიცარიელისგან. ვიცლები, ფეხ ქვეშ მეგება ყოველი ჩემი ნანატრი წამი, რომელიც მსურდა და ვერ შევიცანი. მინდოდა, განმეცადა მათი სიუხვეე, მათი სულის ამაოება და სითბო. სითბო სულ წავიდა ჩემგან, სულ დამტოვა ათოშებული და სიცივესთან მებრძოლი გმირივით შევერკინები მიწას ჩემი ნეშტისთვის, ზეცას ჩემი სულისთვის. ადამიანნი რაოდენ მარტივნი და უბადრუკნი ვართ, როდესაც არ ვფიქრობთ. განმარტოებით ყვავივით დამჩხავის გრძნეულთა საძმო, განზოგადებით სიცოცხლეს მართმევს ლურჯი, ულამაზესი ცა ფირუზის. მე შენ მიყვარხარ, მაგრამ გრძნობებმიუცემლად ვერაფერს ვხდები, მე მხოლოდ ჩემ არსებას ვხვდები, ვხვდები თუ როგორ უნდა მეცხოვრა, მაგრამ ვერ მივხვდი მაშინ როდესც ეს საჭირო იყო. ვიცლები, ვკვდები, ვიღუპები, ვიფიტები, ვგიჟდები. და ეს გრძნობები მტოვებენ მარტო. ე.მ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.