ნეტა..
ოდესმე ვინმეს მოუყვები ჩემზე, როგორც მე მიყვებოდი სხვებზე . ნეტა რას ეტყვი? როგორ დამახასიათებ? ნეტა შეგეძლება ჩემზე საუბარი? ჩვენს ურთიერთობაზე? ნეტა რას იგრძნობ? სინანულის გრძნობა არ გექნება? შეიძლება სულაც არაფერი იგრძნო, ხომ შეიძლება? ხომ შეიძლება ისე გამიხსენო რომ არანაირმა გრძნობამ არ შეგაწუხოს. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ისე როგორც მე მაწუხებს ბევრი კითხვა რომელზეც პასუხის გაცემა შენ შეგიძლია, მაგრამ მე არ მინდა. იცი რატომ არ მინდა? რატომ არ მინდა რომ შენთან ამდენი კითხვით მოვიდე? გამახსენდები. ყველაფერი გამახსენდება შენს შესახებ. პირველი კოცნა გამახსენდება,რომელსაც ახლაც ისე ვგრძნობ, როგორც მაშინ როცა პირველად მაკოცე. გამახსენდება ის ღამეები ერთმანეთს რომ ვწერდით, ისე თენდებოდა ვერც ვხვდებოდით. იცი მე ყოველთვის მოვუყვები შენზე იმ ადამიანს ვინც ჩემს გვერდით იქნება. მოვიყვები ყველაფერს კარგს იმის მიუხედავად რომ კარგზე მეტი ცუდი მომხდარა ჩვენს ურთიერთობაში. მე შენ ყოველთვის კარგად გამახსენდები.არ დაგიმალავ, შეიძლება ცრემლიც მომადგეს, ვერ წარმომიდგენია შენზე ვისაუბრო, ვიფიქრო გაგიხსენო და ცრემლები არ წამომივიდეს. ისე როგორც ახლა ????
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.