შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკუთარი მე


3-12-2020, 16:11
ავტორი eleini
ნანახია 971

ზოგადად მიყვარს ლამაზი ისტორიების წაკითხვა, მსიამოვნებს ლამაზად წარმოთქმული სიტყვების კითხვა. სიტყვები, რომლებიც ჩემს გულს და სულს მთლიანად ეპატრონებიან. თითქმის ყველა ისტორიაში, ვიპოვი ადამიანს, რომელსაც საკუთარ თავს გავუიგივებ. ვამგვანებ ყველაფრით: გარეგნობით, თვისებებით, ქცევებით, ჩვევებით და ა.შ. აქ არსებობს 2 ვარიანტი, ან მართლა მგავს ეს პერსონაჟი, ან უბრალოდ მინდა, რომ მგავდეს. (მგონი უფრო მეორეა.) ზოგადად ძალიან რთული ვინმე ვარ, არავინ თქვას მე მარტივი ვარო, ყველა ადამიანი თავისებურად რთულია. ხან ძალიან გულჩვილი ვარ, ხან ზედმეტად მტკიცე (გულს ვერაფერი ამიჩუყებს), ხან ყველაფერი მარტივად მწყინს, ხან არაფერს ვაქცევ ყურადღებას (ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია), ხან ზედმეტად კარგ ხასიათზე ვარ, ხან კი ზედმეტად ცუდზე და აი, ასე უსასრულოდ ... ადამიანმა, რომ მკითხოს „- ვინ ხარ?!“ პასუხს ვერ გავცემ, სიტყვები ყელში გადამცდება, ბაგეს ერთ სიტყვას ვერ გამოვგლეჯ. არადა დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო და აღვწერო, როგორია რომელიმე პერსონაჟი, ადამიანი, მეგობარი, ახლობელი, მაგრამ ერთ უმარტივეს შეკითხვას ვერ ვუპასუხებ. არადა ამაზე უფრო მარტივად არ უნდა ვუპასუხო ვინმეს ?! საკუთარი თავი ნაპოვნი არ მაქვს, არ მაქვს შეცნობილი ბოლომდე ჩემი უნარები, შესაძლებლობები და თვისებები. არაფერი ვიცი საკუთარ თავზე, არ ვიცი ვინ ვარ. არც ის ვიცი მარტო ვარ, თუ ჩემს სულში კიდევ ბუდობს ვიღაც. ადამიანი ხომ იმისთვის იბადება, რომ საკუთარი თავი იპოვოს. ზოგი პოულობს, ზოგიც ვერა. და ეს სულაც არაა ტრაგედია, ტრაგედია ისაა, რომ არც მოძებნი და დაიჩემებ, ცხოვრების მარწუხებს ვეჭიდებოდი, ბევრ ხელჩართულ ბრძოლაში ვყოფილვარ ცხოვრებასთან , მაგრამ საკუთარი თავი მაინც ვერ ვიპოვე. თუმცა ეს ხომ სისულელეა, ახლავე დაგარწმუნებთ ამაში: თუ ცხოვრებასთან ხელჩართულ ბრძოლაში იყავი, თუ მის მარწუხებს ეჭიდებოდი და დღეს მაინც ფეხზე დგახარ, საკუთარი თავი მაინც ვერ იპოვე ?! ან იქნებ იპოვე და იმდენად არ მოგეწონა არ აღიარე, ან კიდევ იპოვე, მაგრამ იმდენად იყავი სხვისი ცხოვრებით შეპყრობილი, იმდენად გეკრა სახეზე სხვისი ნიღაბი, შენი რეალური თავი ვეღარ შენიშნე ?! როგორ შეიძლება მჯეროდეს იმის, რომ ეძებე, ეძებე და მაინც ვერ იპოვე. არა, კი ვერ იპოვე, არ იპოვე, რადგან ძებნა არ დაგიწყია. (ხომ გაგიგია: ვინც ეძებს ის პოულობსო.) მე მჯერა, ერთ დღეს მოვიკრებ ძალებს და საკუთარ თავს ამაყად შევხვდები და შევიყვარებ მას, როგორიც არ უნდა იყოს. ისე გიფიქრიათ, იქნებ სადღაც არსებობს მაგიური სარკე, სადაც ყველა ისეთები ვჩანვართ, როგორიც რეალურად ვართ. ჩვენი სული შიშველია და გვიმზერს, გიფიქრიათ ? - არა, ჰო ? არაუშავს, არც მე მიფიქრია არასდროს, უბრალოდ ახლა დავფიქრდი. კარგი იქნებოდა ამ სარკის პოვნა, მაგრამ შემდეგ ადამიანები ჩემთვის უინტერესონი გახდებოდნენ. ადამიანებთან ურთიერთობა ხომ მხოლოდ იმიტომ მიყვარს, რომ არ ვიცი, როგორები არიან ? არ ვიცი, რას მალავენ. და ხომ ყოველთვის მახინჯი სულის ადამიანებთან მინდა ყოფნა, რატომ ? იქნებ მეც მახინჯი სულის ვარ და უკეთ ვუგებ. ან პირიქით იქნებ ლამაზი სულის პატრონი ვარ და ის იმიტომ მიზიდავს, რომ ერთმანეთს ვავსებთ ? რა იცი, რას გაიგებ ... ბედისწერის არ მჯერა, მე ყოველთვის შემიძლია საკუთარი ბედი შევცვალო, ისე როგორც მომესურვება. ჩემს ბედს არც არავინ წერს და არც არავინ ქმნის. მისი შემოქმედიც და დამწერიც მე ვარ. საბოლოოდ, რომ დავფიქრდეთ ცხოვრება ერთი დიდი ამოცანაა, საჭირო არაა ამოხსნა, მაგრამ უკეთესია, თუ პასუხი გეცოდინება. ნეტავ შევძლებ ეს ამოცანა ამოვხსნა ? არ ვიცი, მაგრამ ჯერ მის ამოსახსნელად დიდი და რთული გზა უნდა გავიარო. სანამ ცხოვრებას ამოვხსნი, ბედნიერი ვიქნები, ბევრს გავიღებ და ბევრ ნაყინს შევჭამ ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent