იბრძოლე!
წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც დაიკარგა,აი ასა დაიკარგა, მის ირგვლივ ყველაფერს კი ცეცლი მოედო, არის გზა, მიდიხარ, დაუსრულებლად ამ გზაზე, მიდიხარ და შენი სისხლით მონიშნავ, იმ ხეებს,რომელიც გზად შეგხვდება,აგრძელებ გზას, დროის შემდე ეს ხეები,შენს წინ აღიმართებიან,ყველა შემოვლილ გზაზე, თითქოს მედიდრობენ, დიდიებიან და ზიზღს გამოხატავენ, ვერ იტან,ვერც ამ ხეებს და ვერც, იმ გზას რასაც ადგახარ. გამბედაობა არ გაქვს, გზას ვერ გადაუხვევ, ასე ხომ დაიწვები და ამ გაზასაც დაკარგავ, გეშინია, გეშინია იმის რომ დამთავრდება თუ ერთ ნაბიჯსაც გადადგამ, დაიწვები,შენს ცხოვრებას კი ცეცხლი შთანთქავს, შეიწოვს, მიწაზე დავარდნილი ნამივით და გაქრები, გაუჩინარფები, ეს ფიქრი თავიდან არ ამოგდის და შენც ამ გზას არ სცდები ფიქრი კი მაინც არ გასვენებს ცოცხალი ხარ? ჩანხარ? ბევრჯერ გიოცნებია, ეს ოცნება ჩემთვის იმედი,ოცნება, რწმენა და სიყვარული, ზეცამდე ადის, ამ რამდენიმე სიტვას შეუძლია გიხსნას,ამოგათრიოს იმ ჭაობიდან,რომელიც ყველაფერს ჭამს და მისკენ იზიდავს... სიყვარული,იმედი და რწმენა,ეს სამი ჯადოსნურად ძლიერი სიტყვა, არასდროს უნდა იყოს განუყოფელი სიტყვები და მათი განუსაზღვრელი მოქმედება, რომელიც თქვენში, იქნებ თქვენს სულშიც, ყოველთვის სადღაციდან ამოგათრევს და უკეთესისკენ წაგიყვანს... ადამიანო,იქნებ მიეცე ამ სიყვარულს,იმედს და რწმენაც არ გამოგრჩეს,იქნებ ეს ცეცხლი, იეროსალში უფლის საფლავიდან გადმობრძანებულ,წმინდა ცეცხლივით უვნებელია,იქნებ,ეს სწორედ,ეს გადაახვევაა,რომელიც შენს თავს გაპოვნინებს . იმედი,სიყვარული,რწმენა, რწმენა,იმედი,სიყვარული, სიყვარული,რწმენა,იმედი, ატრიალეთ ეს სიტვები, გონებაში გაუჩერებლად და დაადექით,იმ ცეცხლიან გზას, დაადექით და არ დაკარგათ გრძნობები, ასწიეთ თავი, იყავით მებრძოლები, იყავით იდეალისტები,შეგეშალოთ თუნდ შეგეშალოთ, მაინც იარეთ წინ და არასდროს,არასდროს გაბედოთ უკან გახედვა, იქ უკან თუ ერთი ნაბიჯიც დაგრჩათ, ჩათვალეთ რომ დარჩებით იქ, ყველა ხემ რომ ბრძოლა გამოგიცხადოთ,ყველა ხეს რომ ცეცხლის ალი მოედოს და თქვენი შეთრევა მოიმდომოს, თქვენ მაინ იარეთ წინ და იყურეთ წინ,რამდენჯერაც მიიხედებით უკან, იმდენჯერ დაგეკოდებათ გული და გაგიჭირდებათ წინ სვლა, არა არც თქვენ გულს ატკინოთ და არც მიიხედოთ, რაც თქვენ აღარ გეკუთნით, რასაცვეღარ შეცვლით, იმის ყურებას რა აზრი აქვს?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.