შეცდომა
აღარ მიყვარხარ - ამოვიჩურჩულე მის მხრებთან და ვეცადე რაც შემეძლო გამედიდებინა ჩვენს შორის მანძილი -გიყვარვარ - ჩურჩულებდა და ისე მიღიმოდა, ვიცოდი, მთელს სამყაროს დავთმობდი მისთვის -გვიანია - სიამაყემ ყელში ხელი მომიჭირა და ჩემს დახრჩობას ლამობდა -შენც იცი,რომ არასდროსაა სიყვარული გვიანი - ისე შემომხედა წამში ყველა ჩემში არსებული ყინული გაადნო - და თუ სიყვარული გაქრა ? - ირონია შემეპარა ხმაში -სიყვარულს ვერ გააქრობ , ვერც დამალავ და სადღაც გულის კუნჭულში მიჩქმალავ, სიყვარულია ახლა რომ მიყურებ მაგ საოცრად შავი თვალებით და მე მათში სხივებს ვხედავ სიყვარულია , როცა ცრემლებით გევსება ეგ თვალები და ისეთი ლამაზი ხარ მინდა გიყურო და ვიტირო , საუკუნოდ ვიჯდე და შენს ცრემლებს ჩემები შევაგებო - ხანდახან სიყვარული დიდი შეცდომაა - ვუთხარი და თავადვე თავზარი დამცა ჩემმა გაბზარულმა ხმამ - შეცდომა ? - მწვანედ მოელვარე თვალები კიდევ უფრო აუგიზგიზდა - შეცდომა ის იქნება აქედან ჩახუტების გარეშე თუ გამიშვებ - ხმა არ ამომიღია - როგორ შეიძლება შენი შეხება შეცდომა იყოს, როგორ დავარქვა შენთან გატარებულ წამებს შეცდომა , როგორ ვთქვა რომ შენი სურნელი შეცდომაა , ჩემს სახეზე მოთამაშე შენი თმები, ჩემს ლოყებზე მოსიარულე შენი თითები ... - შეცდომაა როცა სიყვარულზე უარს ამბობ - ისე შემომხედა სული გამებზარა წავედი მარტო დავტოვე ჩახუტების გარეშე გავუშვი და მისი შეხების ყველა შანსი დავკარგე ის მოკვდა .. რამდენიმე კვირის შემდეგ ის, სრულიად უდანაშაულო, ვიღაც გალეშილი, უპასუხისმგებლო, მძღოლის მსხვერპლი გახდა. წავიდა და თან წაიღო ჩემში ისედაც წვეთებად დარჩენილი ადამიანობა, მე დავ ცარიელდი, გამოვიფიტე, უმოძრაო სხეულს დავემსგავსე, ცოცხალი გვამი ვიყავი. შეცდომა დავუშვი, ნეტავ ჩავხუტებოდი.. მაპატიე... ჩურჩულებენ ჩემი ბაგეები მაპატიე.. კანკალებენ ჩემი ხელები ალბათ მაპატია, მუდმივად ასე იყო, ყველაფერს მპატიობდა, ახლაც მაპატია, მაპატია , თუმცა აღარ დაბრუნდა.. და ვიცოდი, საშინლად სტკიოდა ჩახუტების გარეშე რომ გავუშვი გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს. ხელი ძლიერად ჩასჭიდეთ და გულში ჩაიკარით, აპატიეთ საყვარელ ადამიანებს, ყველაფერი აპატიეთ. ადამიანებს პატიება შეგვიძლია მხოლოდ ცხოვრება არ გვპატიობს ადამიანებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.