არ მინდა ოდესმე გული დამიბერდეს
არ მინდა ერთ დღეს ჩემი სახელი შეიცვალოს,არ მინდა ოდესმე მოხუცებული მერქვას,არც ის მინდა ყველაზე უფროსი ვიყო.არ მინდა,რომ შევიცვალო:თმა გამცვივდეს და გამიჭაღარავდეს,კანმა ფერი იცვალოს და დაკარგოს ხავერდისებრი,კანისფერი და თავისებური სიფაფუკე და გაუხეშდეს.ნაოჭები გაჩნდეს,ნაკვთები დაპატარავდეს,მოიემუხნოს და ტალღისებრი სახე მიიღოს.ტუჩებიც დაპატარავდეს,ის ტუჩები რომელიც ღიმილის სხივს თან ატარებს.თვალები კანს გაერიოს და მისი სიხალისეც ასე უზგო უკვლოდ დაიკარგოს,ნაოჭებმა და თვალებ ქვეშ სიბერისგან გაჩენილმა სიშავემ დაისადგუროს მის თბილ თვალებში და ცრემლებით აივსოს შავი,მაყვალივით მუქი ფერის თვალის მოძრავი კაკლები.ხელიც იგივეს განიცდის სიბერისკენ მიდრეკილებას,უზოლთა ძარღვიც გარეთ გამოსულა კანს ქვემოთ თუ ზემოთ,თითქოს ეს ესაა ძარღვი ამოვარდნას ლამობსო.ნაოჭებს ხელებიც არ გამორჩენია,ისიც დაასაჩუქრა ...ერთ დროს რბილი,საამოდ ნაზი კანი დააჭკნო,დააბერა და გააუხეშა წაართვა ძველი სახე ...სიმაღლეშიც ცვლილებაა,წელთ მოიხარა და პატარა გოგოს დაემსგავსა.აღარ ჩასდის ის ფერად-ფერადი,კოპწია კაბები რომელიც კარადაში ზომის,სტილის,ფერის მიხედვით ეწყო.ეს კაბები ერთ დროს ცოცხლობდნენ თავის პატრონთან ერთად ხარობდნენ,თავს უწონებდნენ თავიანთი მშვენიერებით უფრო მეტიც სოფელი ;გაზაფხულას&; ეძახდა.გაზაფხულა-მაღალი,ახალგაზრდა გოგონასთვის იყო განკუთვნილი და არა პატარა ბებოსთვის რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო...მომენატრება ახალგაზრდობა,ფორმაში ყოფნა,კოლექციის კაბები,სურბელოვანი სუნამოები,ლალის და ბრილიანტის ბეჭედი და საყურე,ძვირფასთვლიანი ყელსაბამები.ყოველ კვირა სუფთა და ლამაზი ფრჩხილები,ნაირ ნაირი ფერის ჩანთები,მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი,სხვადასხვა ნაჭრის,ფორმის და ფერის შარფები რომელიც მუდამ ამშვენებდა ჩემს კისერს,აქვე კოსმეტიკა და განუმეორებელი წითელი ტუჩსაცხი რომელიც ჩემს ტუჩებს ამშვენებდა მთელი ახალგაზრდობა...მსუბუქად დატანილი პუდრი,ყვრიმალებთან ახლოს ოდნავი ბზინვარე საცხი და თვალთა მოსახატი სადა ფერის,; (თვალის ჩრდილი) და რა თქმა უნდა ლოყებისათვის ბუნებრივი ეფექტის მისაცემად ოდნავი რუმიანა.ეს იყო ჩემი მაშინდელი მაკიაჟი.ზედმეტი საცხებისა და საღებავების გარეშე კარგი დრო იყო,ნამდვილად...ახალგაზრდობა ახლაც თვალწინ მიდგას,ტკბილი სტუდენტური წლები,გოგოშკური შაბათის შოპინგი,გიჟური არდადეგები და დასვენება ბუნებაში, ყოველ ზაფხულს კი ტრადიციისამებრ გოგონებთან აუზი და რუჯი.მაშინ საკუთარ თავს ისე ვუვლიდი როგორც დედა უვლის საკუთარ შვილს. ეს წარმოდახვა იყო,მკითხველო რაც წაიკითხე ...მაგრამ ეს არ არის მთავარი,უბრალოდ თბილი მოგონებაა ახალგაზრდობის.არ მივტირი მაშინდელ ავლადიდებას მხოლოდ იმას ვამბობ,რომ მართლა კარგი იყო ...ყველა დაბერდება,ეს ვიცი მაგრამ მხოლოდ ერთი გასაჭირი მაქვს ყველაფერს გავუძლებ,შევეგუები მაგრამ არ მინდა,რომ ოდესმე გული დამიბერდეს.ისევ ისეთი მხნე,ხლიერი და ჯანსაღი გული მსურს...დაე მეტყობოდეს წლები,დაე ვიყო შეუხედავი,გამიჭირდეს,ქოხში ვიცხოვრო პირიქით ამით ბედნიერი მოხუცი ვიქნები,ცხოვრების მადლიერი რაც მომცა და მაჩუქა მაგრამ ერთი ნატვრა მაქვს დ აარა მხოლოდ მე,არამედ ყველას გულიტ ისევ ის ვიყო როგორც ახალგაზრდობაში.ეს არაა ჩემი ნატვრა,ეს არაა ჩემი სიტყვები...ამ სიტყვებში ყველანი ვიგულისხმებით,ეს ყველას სურვილია და არა მარტო ჩემი არამედ შენი.ახლა მეტყვი როგორ გამოიცანიო,ჯადოქარი არ ვარ უბრალოდ ჩემს გულს ვუსმენ ახლა რომელიც ძგერს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.