შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბებოს მაგიური ყურძენი


13-12-2020, 15:36
ავტორი სალისალომე
ნანახია 876

ერთი სიყვარულით სავსე მოგონება მინდა,რომ გაგიზიაროთ რომელიც გონებაში დღემდე მომყვება და დარწმუნებული ვარ მომავალშიც მემახსოვრება და არასდროს დამავიწყდება. რადგან ადამიანმა დასამახსოვრებელი მომენტები წარსულიდან არასდროს არ უნდა დაივიწყოს, უნდა იყოს იმ ადამიანის მადლიერი ვინც წარსულის გრძელი დღეები გაულამაზა. ჩემ შემთხვევაში ბებომ ითამაშა ამ მხირვ მნიშვნელივანი როლი.ბებოს ტკბილ მოგონებას ვუწოდებ ჩემს ბავშვობას.რადგან მან გამილამაზა ეს წლები და კიდევ უფრო ფერადი გახადა თავისი საოცარი სიყვარულითა და სითბოთი.როცა მეკითხებიან რა გიხაროდა ბავშვობაში ან რა გახსოვსო სულ იმას ვიძახი ზაფხულის მზიანი დღეები,ბებოს აგარაკზე სტუმრობა,სახლი ხევთან ახლოს,ირგვლივ სიმწვანე, ტრიალი მინდორი და აივნის წინ გაშლილიყო მშვენიერი ყვავილები სხვადასხვა ჯიშის,ზომის,ფერის და განსაკუთრებული სილამაზის. ორიოდე სიტყვით აგიღწერთ როგორი იყო მაშინდელი სახლი,ეზო და ბებო...ბებო უვლიდა ყვავილებს,ისე დაფუფუნებდა როგორც დედა შვილს მოუვლის ამიტომ იყო მთელს სოფელში ყველაზე ლამაზი ეზო ჩვენი...მართალია ვერ ვახერხებდით ხშირად მოვლაპატრონობას თუმცა როგორც კი ჩავიდოდა ბებო იმ წუთშივე იწყებდა ენერგიით სავსე ფუსფუს.ეზოს ასუფთავებდა,ყვავილებს უვლიდა,წყალს უსხამდა,ცოტაოდენ მოსავალსაც იღებდა.და დღესაც ასეთის ის...ყოველ სეზონზე განსაკუთრებული სილამაზე აქვს ჩვენს ეზოს,შემოდგომით ირგვლივ მთელი სახლი ოქროსფერი ფოთლებითაა სავსე,ზამთრობით თეთრი თოვლი გადაპენტავს ხოლმე გარემოს,გაზაფულზე ათასობით ჩიტი გროვდება ფანჯარასთან.მათი საამო ჭიკჭიკი და ყვავილთა ახალად დაბადებული სიცოცხლის და სურნელის ყივილი ისმის,ზაფხული კი დილით მზით იწყება და საღამოს გრილი სიოთი მთავრდება,სიმწვანეა ირგვლივ რადგან თვით ტყეშია სახლი.თქვენ უნდა ნახოთ ღამით,ზაფხულში ტყიდან ჩამოსული ნადირნი.ტურების ხმა იქ ჩვეუელბრივი რამაა,თითქოს ტირიან და ახლობელი ადამიანი დაკარგესო არადა ეს მათი სიგნალია,ერთურთს ეძახიან,ერთად იკრიბებიან ხოლმე და სოფელს ახმაურებენ...ცოტა დაუჯერებელი შესაძლოა მოგეჩვენოთ მაგრან მთიან ადგილას ეს ჩვეულებრივი ამბავია.პატარა,როცა ვიყავი ჭკუა, რომ არ მქონდა როგორც ყველა ბავშვი,ყველაფრის,რიმ სჯერათ თუნდაც თოვლის ბაბუის ახალი წლის ღამეს,რომ ელოდებიან მის ლაპლანდიიდან მოსვლას და საჩუქარს ასე ვიყავი მეც ოღონდ ყოველ დილას კანფეტებს ველოდი...ჩვეულებრივს კი არა...ძალიან უჩვეულო იყო და ახლა,რომ მახსენდება მეღიმება.ხან მინდა ისევ ის დრო იყოს და ისევ ვიხილო ყოველ დილით ყურძენთან ერთად მოსხმული ფერად-ფერადი კანფეტები.ტრადიცია იყო,ასე ხალისიანად იწყებოდა დღე,ხეივანზე ისხამდა ტკბილ კანფეტებს კანფეტები კი მე უნდა დამეკრიფა.მიკვირდა ხოლმე და თან ძალიან,ძალიან მიხაროდა ყურძნებზე მოსხმული კანფეტი,მეგონა მხოლოდ მე,მაქვს ასეთი ჯადოსნური ყურძენი მეთქი სხვა დანარჩენებს კი არა.ბავშვებს ვუყვებოდი ხოლმე -იცი,ჩემთან ყურძენმა კანფეტი მოისხა... ზოგიერთი არ მიჯერებდა,ზოგსაც კი უკვირდა და ყოველ დღე ელოდნენ კანფეტის მოსხმას მაგრამ ამაოდ.ჩემთან კი ყოველ დილას იყო საჩუქრად პატარა კანფეტები თან ისეთი ზღაპრული სანახავი იყო,მულტფილმებში რომ ხდება რაღაც არარეალური და ჯადოსნური ასე იყო ყოველ ზაფხულს ჩვენთანაც...სულ ბებოსთან სოფელში ვიწევდი,რათა ეს კანფეტები მიმეღო და რა ხდებოდა რეალურად? რა თქმა უნდა არ ისხამდა ყურძენი კანფეტს,ბებო ყოველ დილას ადრიანად დგებოდა,მე და ჩემი ძმა რომ გავემხიარულებინეთ კანფეტს აბამდა ყურძენს და ასე გვახარებდა...ის ჩვენი ბავშვური სიხარულით ტკბებოდა,მერე როცა გავიზარდე უკვე ჩემ ძმას უკეთბდა ამას და იყო ის დღე როცა ბებო გამოვიჭირე,დავინახე როგორ აბამდა კანფეტებს.ცოტა გამიკვირდა,მერე დავფიქრდი და ბებოს მივვარდი სიხარულისგან ჩავეხუტე
-ბებო შენ აბამდი ხოლმე?ვკითხე მას.არა ყურძენი თვითონ ისხამდაო და თან თვითონაც იცინოდა.მოკლედ ძალიან სახალისო იყო და დასამახსოვრებელი. შესაძლოა არაფრით განსაკუთრებული მაგრამ ჩემთვის ამ პატარა მოგონებას იმხელა ადგილი უკავია,ისეთ პოზიტივი ახლავს თან...ის გრძნობა დღემდე მომყვება და ეს საოცრებაა...სხვას,რომ უხარია შენი ბედნირება და სურს გახარება ამაზე საუკეთესო ამ ქვეყანაზე არაფერია. რაც წამოვიზარდე მე და ბებო უკვე ჩემს პატარა ძმას ვახვედრებით დილაობით კანფეტებს ისიც მაგარი შეგრძნება იყო როცა ახლობელი ადამიანის გახარება ვცდილობდი და ამას ჩემი ხელებით ვაკეთებდი ესეც მიხაროდა და გულს სიხარულისგან ბაგა ბუგი გაუდიოდა.მოკლედ ასეთი იყო ბავშვობის სიხარული და ვფიქრობ ძალიან ორიგინალური და კრეატიული...თქვენც გექნებათ,თქვენი ბავშვობის დასამახსოვრებელი,სასაცილო პატარა ისტორიები კარგი იქნება თუ გამიზიარებთ.



№1  offline ახალბედა მწერალი K. I.

ისეთი კარგი და ტკბილი მოგონება დაგვიწერე, ბებო მომენატრა ... ❤️
შენ კი წარმატებები!
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№2  offline წევრი სალისალომე

ქეთი იმერლიშვილი
ისეთი კარგი და ტკბილი მოგონება დაგვიწერე, ბებო მომენატრა ... ❤️
შენ კი წარმატებები!

მადლობა❤

 


№3  offline წევრი _samanta_samanta

ღიმილი არ შემშრობია სახიდან კითხვის პროცესში. ამ პატარა ჩანაწერით ერთდროულად თან ავივსე უსაზღვრო ემოციებით,თანაც ძაან კარგი მოგონებები გამახსენდა...მადლობა ამისათვის❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent