შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი, რომელიც ვერ გავუგზავნე


15-12-2020, 08:21
ავტორი lost alien
ნანახია 13 663

„ ძლაინ ბევრი რამის თქმა მინდა შენთვის, მაგრამ აზრებს თავს ვერ ვუყრი და ამიტომაც არ ვიცი, რა გამომივა საბოლოო ჯამში. ხმამაღლა შეიძლება ეს ვერც ვერასდროს გითხრა, ამიტომ გთხოვ წაიკითხო ეს წერილი, რომელშიც საცოდავად ვცდილობ აგიხსნა თუ როგორია ჩემი გრძნობები შენს მიმართ...

უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ჩემს ცხოვრებაში შენი გამოჩენა იყო რაღაც ძალიან მოულოდნელი, უცნაურიც კი, და მაშინ ვერ ვხვდებოდი, წარმოდგენაც არ მქონდა წინ რა მელოდა და რამდენი რამე შეიცვლებოდა ჩემს ცხოვრებაში ან თუნდაც ჩემში.

იცი, სწორედ შენ აღმოჩნდი ის ადამიანი, რომელმაც არა მხოლოდ თავბრუ დამახვია, არამედ მოახერხა და ამ აუტანლად საშინელ რეალობას მომწყვიტა ისე, როგორც ვერც ერთმა წიგნმა და ვერც ერთმა ადამიანმა ვერ მოახერხა აქამდე. საკმარისია შემზე ერთი პაპაწიწა გაფიქრებაც კი და მორჩა, ფეხქვეშ მიწა მეცლება.

როცა შენს გვერდით ვარ ან როცა შორს ვარ, როცა კარგად ვართ ან როცა ვჩხუბობთ - ყოველთვის არსებობ მხოლოდ შენ, და სულ ერთია მტკივა თუ მიხარია, მთავარია, რომ ეს ხარ შენ და შეიძლება მაზოხისტურად ჟღერს, მაგრამ ასეა.

ჰო, კიდევ ეჭვიანი გავხდი, უფრო სწორად, ალბათ ისედაც ვიყავი, მაგრამ ასე ადრე არასდროს მიეჭიანია. განა იმიტომ, რომ შენ არ გენდობი ან რამე მსგავსი, არა უბრალოდ ადრე ასე არასდროს შემშინებია ადამიანის დაკარგვის, უიმისობის. და შეიძლება ამას დიდად ვერ გამოვხატავ, მაგრამ ვერ წარმოიდგენ ასეთ მომენტებში შინაგანად რა მემართება.

ჩემი ხარ, ჩემი ჩემი ჩემი ჩემი! ვაიმე, როგორ მომწონს ეს სიტყვები და ისიც თუ როგორ ჟღერს ისინი. ჩემი ხარ, მე კი შენი და არასდროს მომბეზრდება ამის გამეორება. არც იმის, რომ მიყვარხარ. ძალიან მიყვარხარ. და მართალია ამას ბოლო დროს ერთმანეთს ისე ხშირად აღარ ვეუბნებით ხოლმე, მაგრამ იმ მომენტის მერე, როცა პირველად (ღამით სადღაც ავლაბარსა და სამას არაგველებს შორის გზაზე გაჩერებულმა და შენს კისერზე ხელებ შემოხვეულმა) ვაღიარე, რომ შემიყვარდი, არც ერთი ჩემი ნათქვამი მიყვარხარ არ მინანია და ყველა მათგანი აბსოლუტურად გულწრფელი იყო.

არ ვიცი, წინ რა გველოდება, ამიტომაც მინდა თითოეული შენთან ერთად გატარებული წამით დავტკბე, დავიმახსოვრო თითოეული შენი ნათქვამი „მიყვარხარ“, „მენატრები“, „ჩემი ფისო“, ჩავიძირო თითოეულ შენს გამოხედვაში, გამუდმებით ვგრძნობდე შენს სურნელს და ტუჩებზე შენს გემოს...

ვიცი, არ ვარ იდეალური ადამიანი, არც მარტივი ხასიათი მაქვს, და დროდადრო გაუაზრებლად გულსაც გტკენ, რისთვისაც ბოდიშს გიხდი. შენ წარმოიდგინე, როგორი გაბრაზებულიც ზრ უნდა ვიყო და თუნდაც ასი პროცენტით ვიყო ჩემს სიმართლეში დარწმუნებული, როცა წარმოვიდგენ, რომ შენც ნაწყენი ხარ და შენც გეტკინა გული, ჩემ თავზე ვბრაზდები, რანაირი ადამიანი ვარ, საყვარელ ადამიანს ასე რომ ვექცევი-მეთქი. სამწუხაროდ, არც ისეთი მზრუნველი და ყურადღებიანი ვარ, როგორიც მინდა, რომ ვიყო და იმიტომ კი არა, რო „არასაკმარისად“ მიყვარხარ, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ ასეთი ვარ, და ამისთვისაც ბოდიშს გიხდი...

მოკლედ, ძალიან შორს წავედი მგონი... და მოკლედ, მიხარია, რომ არსებობ, მიხარია, რომ მყავხარ. და მართალია, სიყვარული მაშინებს, მაგრამ მაინც, მიხარია, რომ ეს გრძნობა მასწავლე. მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ.

პ.ს. ახლა, როცა ამას ვწერ და გიგზავნი და შენს რეაქციას ველოდები, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ერთი სულის შებერვა და დავიმსხვრევი. აი რა ჯანდაბა მიქენი, ჰა?! „



№1 სტუმარი სტუმარი ანამარია

ჩემო ერთადერთო ადამიანო უზომოდ მიყვარხარ

 


№2 სტუმარი სტუმარი თეკლა

მომწონს ძალიან ასეთი სასიყვარულო წერილების კითხვა და წარმომიდგენია ასეთი წერილის მიღების ემოცია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent