შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსათაურო


17-12-2020, 12:21
ავტორი Smsslwlw
ნანახია 717

ჩემო ძვირფასო მეუღლევ, ჩემო ყრმობის მეგობარო, ჩემი ოჯახის ბურჯო და დედაბოძო, ჩემი ოჯახის სინდის-ნამუსო, ჩემი ოჯახის ერთგულო მეუღლევ, ჩემო ჭკვიანო და აზრიანო, ჩემო ნელიკო. 13 წლის იყავი რომ გავიცანით ერთმანეთი, 16 წლის იყავი ოჯახი რომ შევქმენით. ჩვენი სიყვარული არ განელებულა, ერთად ვიყავით ჭირშიდაც და ხლინშიდაც. ისე გაირბინა სიყვარულის 53 და ერთად ყოფნის 50 წელმა, რომ უკანმოხედვაც კი ვერ მოვასწარით. სულ იმას ამბობდი, რომ მოვკვდე, ვინც გაიგებს შვილები, შვილიშვილები და სვილთაშვილები ყოლია, იტყვიან ნამეტანი ბებრი ყოფილაო, მაგრამ ჯერ ხომ მარტო 66 წლისა ვარო. ჩემო სიყვარულო, ტკივილები გაწუხებდა, მარტო მარილებმა წენში ოდნავ მოგხარა და მეუბნებოდი, წენში მოხრილი რომ ვარ, ალბათ, აღარ მოგწონვარო. არა, ჩემო სიყვარულო, ჩემთვის ისევ ის პატარა გოგონა ხარ, როგორიც იყავიმეთქი, ხშირად გეუბნებოდი ამ სიტყვებს და ეს ასეც არის. იმ დღესაც ასე იყო, დილით, ყველაფერს რომ მოვუარე და სახლში შემოვედი, მითხარი, დავითო რატომ დააგვიანეო. როგორ, ყველაფერს მოვუარე და მოვედითქო. უცებ მუხლი მოგეკვეთა, სიტყვის თქმაც ვერ მოასწარი, მეც ხელი შეგაშველე, ჩემო სიყვარულო, რომ უცებ არ დაცემულიყავი. მას შემდეგ შენი ხმა აღარ გამიგონია, მხოლოდ თვალებით მთხოვდი, ალბათ, დავითო, ვკვდები, მიშველე რამეო. საავადმყოფოში არ წამიყვანო, იქიდან ცოცხალი ვერ გამოვალ, ვეღარ ვნახავ ჩემს სახლ-კარსა და ეზო ბაღებსო, მაგრამ რა მექნა. არ წამეყვანე, სახლში, რომ დაღუპულიყავი, ვერ ვაპატიებდი ჩემს თავს და არც შვილები მაპატიებდნენ. ერთმა კეთილმა ექიმმა შემომიშვა შენს სანახავად, მაგრამ იმ შაბათ დღეს, მორიგე ექიმმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, არ მანახა შენი თავი. ჩემო სიყვარულო, უკანასკნელად მაინც გნახავდი ცოცხალს, მას ღმერთმა მიუზღოს. რომ მენახე შეიძლება კიდევ იცოცხლებდი, ჩვენ ხომ უერთმანეთოდ სამი დღე კი არა, სამი საათიც ვერ ვჩერდებოდით. ყანაში სათოხნი იყო, თუ სამკალი, მარტო არ მიშვებდი, წამლებით მოდიოდი, მარტო ცოდვა ხარ და მე ისე მაინც დაგელაპარაკებიო, ბევრს თუ არა, ცოტას მაინც შეგეფარებიო. ჩემო ნელიკო, ეხლა ვინღა შემეფარება, რომ გამიმწარე სიბერე. მეც წამიყვანე, ვეღარ ვძლებ აქეთ. ჩემო სიყვარულო, სახლში ვარ, გარეთ ვიხედები, ეზოში ხომ არ არისთქო. გარეთ ვარ და სახლში მეგულები, მაგრამ არსად ჩანხარ, ჩემო მშრომელო და დაუღალავო სიყვარულო. ჯერ მხოლოდ 40 დღე გავიდა, ალბათ, აწი უფრი მეტი მონატრება იქნება. მომენატრა, ჩემო მეუღლევ, შენი ლაპარაკი, შენი ჭიკჭიკი, ჩემო ერთადერთო სიყვარულო. ამას ვწერ, რავიცი იქნებ ინტერნეტი არსებობს მაგ ქვეყანაში და ოდესმე მაინც წაიკითხო. გწერს შენი დავითო, შენი სიყვარული. უჩემოდ ერთი დღეც გიჭირდა გაჩერება, ეხლა რა გაჩერებს 40 დღეა არ გვინახავს ერთმანეთი. ჩემო კარგო, ჩემო კეთილო მეუღლევ, მე მიჭირს უშენოდ. ნეტავ თუ შეგხვდები ოდესმე, ჩემო სიყვარულო. შენი დავითი, თუ შევხვდებით ერთმანეთს მანდ წამიყვანე. რაღას ვაკეთებ აქეთ, ტყუილად ვაწუხებ შვილებს. ელისო მეცოდება ყოველ საღამოს ჩემთან მოდის, დილით უთენია უწევს წასვლა. რა ქნას თავისი სამსახურიც ეყოფა და თავისი ოჯახიც აქვს.

16/XII 2020, დავით კირკიტაძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent