შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროის მანქანა


17-12-2020, 19:51
ავტორი landoffreedom
ნანახია 803

ბინდდებოდა, მზის უკანასკნელი სხივები ეფინებოდა არემარეს, სიბნელე იჭრებოდა სინათლეში და თითქმის გაბატონებულიყო კიდეც, ღრუბლებიც გამუქებულიყვნენ და არ იშურებდნენ წვიმის წვეთებს მიწისათვის. ზღვისპირა ქალაქში ქაოსი სუფევდა, ყველა ცდილობდა დამალვოდა დაუნდობელ წვიმის წვეთებს, რომლებიც ისრებივით ხვდებოდა კანს და ათავისუფლებდა მათი გონების წიაღში მიჩქმალულ ფიქრებს, ზღვა ბობოქრობდა და მისთვის განკუთვნილ საზღვრებში ვერ ეტეოდა, ცდილობდა დაბატონებოდა ყველაფერს, ხოლო ამ დროს, ქუჩაში ორი წყვილი თვალი შეხვდნენ ერთმანეთს და წამიერად ადგილზე მიიყინნენ, როგორც თვალები , ასევე მათი მესაკუთრეებიც. იმ წუთს ყველაფერმა შეწყვიტა მოძრაობა, ყველა გაჩუმდა და ირგვლივ დროც გაჩერდა, მხოლოდ ზღვა არ შეცვლილა, თითქოს მათ ხასაითს გადმოსცემდა. სიტყვის მარცვლები ცდილობდნენ გაერღვიათ ბაგეები და დაპატრონებოდნენ გარემოს, თუმცა ძალა არ ყოფნიდათ. ორი წყვილი ცისფერი თვალების სიღრმეში თითქოს ის ზღვა ჩაბუდებულიყო, რომელიც მათ ახლოს ბობოქრობდა,სიღრმიდან ცდილობდა გამოეფრქვია და დაპატრონებოდა ყველაფერს, თუმცა არც ბობოქარი ტალღების ძალა გამოდგა საკმარისი ამისთვის.
შემდეგ ისევ დაიწყო დრომ მოძრაობა, ისევ გაბატონდა ქაოსი ირგვლივ და ის სიტყვის მარცვლებიც, რომლებიც წამების წინ ცდილობდნენ საზღვრების გარღვევას გაჩუმდნენ, მხოლოდ ზღვა და მისი ტალღები დარჩა უცვლელი, ისინი კვლავ ცდილობდნენ ყველაფრის დასაკუთრებას. ისე გააგრძელეს მოძრაობა თითქოს წამის მეასედის წინ არ განეცადათ არაფერი, ერთმანეთს გვერდი ჩაუარეს ისე, რომ თვალები ერთმანეთს არ მოშორებიან ბოლო წამამდე.
მაშინ როდესაც ყველა ცდილობდა დამალოდა წვიმას, მხოლოდ ორი ადამიანი მიაბიჯებდა მასში აუჩქარებლად, თითქოს ცდილობდნენ მათი ნიღაბი მას ჩამოერეცხა და ყველასთვის დაენახებინათ ნამდვილი სახე და განცდები.
როგორც ყოველ საღამოს, ახლაც დაწოლისთანავე დახუჭა თვალები და მასში ყველაზე ფერადი სიბნელე მაშინათვე გამოჩნდა. გულის კუნჭულში მიყუჩებულმა ფიქრებმა გამოიღვიძეს და რიგის დაცვის გარეშე ერთდროულად შემოუტიეს, ყველაფერი ერთდროულად გაახსენდა, ცდილობდა თვალის ქუთუთოები ძლიერად დაეჭირა ერთმანეთისათვის, რომ მათგან მლაშე სითხე არ გადმოღვრილიყო და არ მიესაკუთრებინა ყველაფერი.
ისევ იგივე ფიქრები ...
ისევ იგივე დღე...
იგივე ამინდი...
და შემდეგ გამოსავლის ძიება...
დროის მანქანა?
დროის მანქანა რომ ქონოდა რას იზამდა? დაარღვევდა სიჩუმეს? მისი სიტყვები გააპობდნენ ბაგეებს? ან თუნდაც გადმოიღვრებოდა მისი თვალების სიღრმიდან ბობოქარი ზღვის ტალღები? დაეპატრონებოდნენ ყველას და ყველაფერს ირგვლივ?
გული სტკიოდა, რადგან არ იცოდა რას იზამდა. თუმცა დროის მანქანა მისთვის საუკეთესო გამოსავლად რჩებოდა.
შემდეგ ამ ფერადი სიბნელიდანაც ნელ-ნელა ისე იპარებოდნენ ფერები, როგორც მისი ცხოვრებიდან ქრებოდა ხალხი, საბოლოოდ, როდესაც მხოლოდ შავი ფერი რჩებოდა თვითონაც მორფეოზი სამყაროში გადაეშვებოდა და ცდილობდა იქ მაინც ასერულებინა აუხდენელი ოცნებები, თუმცა სიმშვიდეს ვერც იქ პოულობდა...
სიზმრადაც სტუმრობდა ნაცნობ ქუჩას ნაცნობ ამინდში, ისევ ხვდებოდა ნაცნობ თვალებს, თუმცა, ისევ არ ყოფნიდა ძალა, რომ მის სიტყვებს დაერღვიათ საზღვრები, ისევ ჩერდებოდა ირგვლივ ყველაფერი და წამების წინ ქაოსში ჩაფლულ ქალაქში სიმშვიდე ბუდობდა, მხოლოდ ზღვას არ შეუწყვეტია ღელვა, თითქოს მათ სულში არსებულ განწყობას გადმოსცემდა.
შემდეგ გამოიღვიძებდა და ისევ იპყრობდა ფიქრები დროის მანქანაზე.
ყოველ საღამოს ისევ და ისევ ახლდებოდნენ იარები და აყენებდნენ უდიდეს ტკივილებს
ისევ ბინდდებოდა, მზის უკანასკნელი სხივები ეფინებოდა არემარეს, სიბნელე იჭრებოდა სინათლეში და თითქმის გაბატონებულიყო კიდეც, ღრუბლებიც გამუქებულიყვნენ და არ იშურებდნენ წვიმის წვეთებს მიწისათვის. ზღვისპირა ქალაქში ქაოსი სუფევდა, ყველა ცდილობდა დამალვოდა დაუნდობელ წვიმის წვეთებს, რომლებიც ისრებივით ხვდებოდა კანს და ათავისუფლებდა მათი გონების წიაღში მიჩქმალულ ფიქრებს, ზღვა ბობოქრობდა და მისთვის განკუთვნილ საზღვრებში ვერ ეტეოდა, ცდილობდა დაბატონებოდა ყველაფერს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent