შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ბობი


19-12-2020, 23:06
ავტორი goga1987
ნანახია 765

როგორც იქნა დადგა 31 დეკემბერი (წელს მნიშვნელობა არ აქვს). მზემ ამოანათა, მაგრამ მე და ბობის რა... ამით? - მზის სხივები ვერ ერეოდნენ ღრუბლებით მოჭედილ ცას. როგორ მოერეოდნენ? - ისეთმა სქელმა ღრუბლებმა მოიცვეს ატმოსფერო, რომ, ფაქტიურად, ღამე დადგა და დაღამდა 31 დეკემბერი. მე და ბობი ტყეში ვართ და მთელი დაღამებული დღე საკვებს ვეძებთ. ბობი ჩემი პარტნიორია. მე მზვერავის ფუნქცია მაკისრია და მას - მოპოვების. შემდეგ ერთად ვსხედვართ და ნადავლს ვინაწილებთ.
იმ დღეს ძალიან გაოგნებული და გაოცებული დაგვტოვა ბუნებამ, რადგან ვერაფერი მოვიპოვეთ და ამით ძალიან შეწუხდნენ ჩვენი კუჭები, რომლებმაც უარყოფითად დაიწყეს ჩვენს ტვინებზე მოქმედება და ბოლოს, დაახლოებით დაღამებული საღამოს 21:00 საათზე, ერთმანეთს, მშიერი თვალებით ვუყურებთ და ერთმანეთის შეჭმის სურვილი გვიჩნდება. ეს-ესაა ერთმანეთისკენ უნდა გავიწიოთ და სწორედ ამ დროს, ღრუბლებიდან, გამოანათა წვერებიანმა, თეთრ-წითლებში ჩაცმულმა, მარხილზე შემჯდარმა სანტა ბაბუამ, რომელსაც რქებიანი არსებები მიაქროლებდნენ ქალაქისკენ. ამის დანახვამ შეგვაჩერა და გაგვახსენა ის, რომ ქალაქში ბევრი, ძალიან ბევრი, ნადავლი გველოდებოდა, რადგან ადამიანებისთვის ახალი წელი იწყებოდა. მე, როგორც ამაყი მფრინველი (ყვავი), ვუთხარი ბობის (ტურა), რომ ერთმანეთი არ შეგვეჭამა და დამლოდებოდა. ქალაქისკენ გადავფრინდი დაზვერვაზე და არნახული საკვების სუნი ტრიალებდა ყველგან. ეს კარგი იყო, მაგრამ საკვების მოპოვება 12 საათამდე უნდა მოგვესწრო. გახარებულმა - ბობისკენ გავეშურე და ყველაფერი მოვახსენე. სიხარულისგან ისე გაუნათდა თვალები, რომ ამ შუქის წყალობით გაიკვლია გზა ქალაქისკენ. მე ფრთებს ვასვენებდი მაგ დროს და ზურგზე ვეჯექი. მოკლედ, მივაღწიეთ ქალაქამდე და დავიწყეთ საკვების მოგროვება სანტა ბაბუას ტომარაში, რომელიც ჩუმად ამოვაცალეთ მარხილიდან. სათამაშოები ამოვყარეთ, რომლებიც პატარა უცნაური არსებებისთვის ქონდა შენახული და ჩვენი საკვებით გავავსეთ. ტომარა მძიმე აღმოჩნდა, ვერც მე ავწიე ჰაერში და ვერც ბობიმ შეძლო მისი გათრევა. რაღა უნდა გვექნა? - დაღონებულნი დავსხედით და ფიქრებში ჩავარდით. ამასობაში ნამდვილი ღამის 12 საათიც შესრულდა და ატყდა ამბავი ისეთი, რომელმაც არე-მარე მთლიანად გაანათა (ბობის თვალები ვეღარ ანათებდნენ) და სწორედ ამ დროს დავინახეთ, რომ სანტა ბაბუა საჩუქრებს ეძებდა, რომლებიც ჩვენ გადავყარეთ. მაშხალების ჟრიამული მალევე ჩაშოშმინდა და გაისმა პატარა არსებების ტირილი, რომლებიც საჩუქრებს ელოდნენ. მათმა ტირილმა აგვაფორიაქა: ბობიმ ტურული ყეფა დაიწყო და მე - ჩხავ ჩხავ ჩხავილი. ამის გაგონებაზე სანტა ბაბუა შეკრთა და დამნაშავენი გამოგვიჭირა. ხელი ჩაგვავლო, ტომრიდან საკვები ამოყარა და შიგ ჩაგვყარა, თავი მოუკრა და წყალში უნდა გადავეგდეთ, მაგრამ მე შევჩხავლე მოგუდული ხმით (ბობის ხმის ამოღების თავიც არ ქონდა შიშისგან), რომ ვიცოდი საჩუქრები სადაც გადავყარეთ, ოღონდ შებრალება მოვითხოვე ჩვენი. მან შეგვიბრალა, მაგრამ დაგვსაჯა - პატარა ჯუჯებად გვაქცია, რომლებიც მას დავეხმარებოდით საჩუქრების დარიგებაში ბავშვებისთვის ყოველ წელიწადს. სწორედ მაშინ ვიგრძენით და მივხვდით იმ სიხარულის არსებობა, რომელსაც ის პატარა არსებები განიცდიდნენ ახალი წლის ღამეს. - აი ასე დაასრულა ყვავმა ყვავობა და ტურამ ტურობა. მას შემდეგ კი ორი პატარა ჯუჯა ყოველთვის თან ახლავს სანტა ბაბუას ახალი წლის ღამეს და კვლავ აფრქვევს თავის სიხარულს ბავშვებისთვის.



№1  offline წევრი kesa-keso

Dzaalian sayvareli chanaxatia <3 istoriadac rom dagewera da ufro gangevrco dzalian saintereso iqneboda. Warmatebebi

 


№2  offline წევრი goga1987

kesa-keso
Dzaalian sayvareli chanaxatia <3 istoriadac rom dagewera da ufro gangevrco dzalian saintereso iqneboda. Warmatebebi

საახალწლო ფილმად უფრო გამოდგებოდა :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent