შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარზე


21-12-2020, 01:18
ნანახია 739

ბოლო დროს განსაკუთრებით ეტყობოდა, რომ მასში რაღაც შეიცვალა, გამოხედვაც სხვანაირი გაუხდა და მიხრა-მოხრაც. თითქოს სიტყვებმაც აზრი დაკარგეს მისთვის, თითოეულ სიტყვას კაუჭს მოვდებდი და ძალდაძალ ამოვაძვრენდი ხოლმე მისი პირიდან. ხო, კბილებსაც თითქმის აღარ იხეხავდა. პირდაპირაც არაფერს ამბობდა, ქარაგმებით ლაპარაკობდა. მის ნათქვამს იმედი იმისა, რომ ვინმეს გაეგო, არ სდევდა. იმედს ვერა, მაგრამ დაკვირვებული და გმჭრიახი გონების პატრონი, სურვილს შეამჩნევდა. ყოველთვის ჩემზე ადრე იძინებდა და ჩემზე გვიან იღვიძებდა.
ყველაზე საზღვართან მყოფ დღეებში, შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ უსასრულო ძილით ეძინა, მაგრამ ამავდროულად, აშკარად ეღვიძა. ძილბურანში მყოფი, როცა ხვდებოდა რომ თვალი უნდა გაეხილა, მთელი ძალით ებღაუჭებოდა შავ ეკრანს, სადაც მისი ქვეცნობიერის ეკრანიზაცია ხდებოდა, მაგრამ ძირითადად უშედეგო იყო ეს მცდელობა. ასეთ დღეებში, საზღვარი რაღაც ცოცხალსა და არაცოცხალს შორის გადიოდა.
იმის მაგივრად, რომ სიჩუმის ფონზე, ნელ-ნელა აეხმაურებინა სიფხიზლე, გაღვიძებისთანავე გრძნობებითა და სიცოცხლით სავსე მუსიკით გაჟღენთდა ხოლმე სახლს. რამდენიმე წუთი მოუსმენდა და მერე ზიზღით სავსე ხელის ერთი მოძრაობით გამორთავდა. იმ მომენტში საყვარელი მუსიკაც კი ეზიზღებოდა თითქოს.
გარშემო დამყარებული სიჩუმით სიმშვიდეს პოულობდა და ნებისმისერი ხმაური აღიზიანებდა. უსუსტესი ხმა, რომელიც ამ სიმშვიდეს დაარღვევდა, მთელი არსებით ეზიზღებოდა და ნებისყოფას აკარგვინებდა.
მერე ბლოკნოტს აიღებდა, რომელშიც ხან ხატავდა, ხან წერდა, ოღონდ რას არ ვიცი. ძალიან მაინტერესებდა ის, რისი აღმოჩენაც შემეძლო იმ გრძნობებითა და განცდებით სავსე შავ ყუთში, მაგრამ ვერ ვბედავდი ხელი დამეკარებინა, ვფიქრობდი, უეჭველად იგრძნობს რომ თავხედურად შევაღე კარი, რომელზეც ეწერა: "შესვლა აკრძალულია!". ერთადერთი, რაც ვიცოდი, თეთრ ყდაზე მიწერილი შავი ასოებია: "რადგან უსიტყვოდ შეუძლებელია".
საღამო ხანს ისევ ჩართავდა მუსიკას და მელოდიისფერი მოძრაობებით აყოლებდა ტანს.
მიუხედავად იმისა, რომ მადის პატარა გაელვებასაც ვერ შეამჩნევდით მასში, საჭმელი ახსენდებოდა, მგონი დროის გასაყვანი ხერხი იყო ეს მისთვის. ნახევრად ცარიელ თეფშს პირდაპირ ჭურჭლის სარეცხ ნიჟარაში უკრავდა თავს და პირამდე სავსე მადუღარას დენში აერთებდა. ყავა და შაქარი გამზადებული ჰქონდა ჭიქაში და ისე მოუთმენლად ელოდებოდა წყლის ადუღებას, გეგონებოდა ყავის სურვილს პირი დაუღია და თვალები დაუჭყეტიაო, მაგრამ რომ ადუღდებოდა, მაშინვე ქრებოდა პირდაღებული სურვილის განსახიერება. ერთს მოსვამდა უსიამოვნო სახით, მერე შეიშმუშნებოდა და მის გადასაღვრელად მზად იყო. ქაღალდებისგან რაღაც სათამაშოებს აკეთებდა ხოლმე, ალბათ ესეც დროის გაყვანის ერთ-ერთი ხერხი იყო მისთვის. ამ საქმიანობის დროს ხშირად გაუჭრია ხელი და ყოველ ჯერზე ერთი და იმავეს ამბობდა ხმამაღლა: სულელი ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ ერთ სიფრიფანა თაბახის ფურცელსაც კი შეუძლია მათთვის ზიანის მიყენება, თუკი მას სწორად არ გამოიყენებენ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent