,,ინატრე და აგიხდება-ახალი წლის სასწაული,,
ახლაც დეკემბერი დადგა, ხუთი წელი გავიდა იმ დეკემბრიდან როცა ბოლოს გნახე,წახვედი და ფიფქებიც გაგყვა,მე რომ ძალიან მიყვარდა. წესით აღარ უნდა მწამდეს ახალი წლის სასწაულის,მაგრამ მწამს.წუთები დარჩა ახალ წლამდე, უკვე ახალი წელია,მიუხედავად შენი წასვლისა და მთელი ბავშვობის გაყოლებისა,მე მაინც ძველებურად მიყვარს დეკემბერი,ამ თვეში ხომ სასწაულები ხდება?ახალი წელი მოდის და ყოველ ახალ წელს ველოდები როდის გამოჩნდები ისევ.ისე ენატრები ყველას, მაგრამ არ გახსენებენ, ალბათ ჩემ გამო,მე ისე ვბრაზდები სულ გკითხულობ, რადგან ვგრძნობ,რომ ჩვენს მეგობრებს ენატრები.მიუხედავად იმისა, რომ არასდროს დაგირეკია, მწამს,რომ ზუსტად დეკემბერი შეგვახვედრებს ერთმანეთს. ყოველ წელს მივდივარ შენი სახლის კართან და საჩუქარს ვტოვებ ,,ჯანოსთვის,,სასწაულების ხომ ყოველთვის გვჯეროდა?მე ისევ მწამს, მჯერა, რომ არასდროს დაგავიწყდები,მჯერა კილომეტრების მიუხედავად,ამ დეკემბერსაც ისევ ისე გიცემს გული ჩემსავით,როგორც ყოველთვის.ვგრძნობ და ზუსტად ამ ახალი წლის ჯადოსნობის დამსახურებაა, რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ გგრძნობ.მჯერა, რომ სასწაული მოხდება, ისევ დეკემბერში დაბრუნდები, ისევ ისე ჩამიკრავ გულში,მაპატიებ ყველა ჩემს გრძნობას.ისევ ისე ერთად ვიქნებით ჩვენი სამეგობრო,რომელსაც ერთი ფრთა მოტეხილი აქვს შენი წასვლით. ოღონდ დაბრუნდი, გეფიცები ყველა გრძნობას გავაქრობ და მხოლოდ მეგობრობას დავტოვებ, ახალი წლის სასწაული ამასაც მოახერხებს.ახალწელს ხომ სურვილები ხდება? -ჰო ჯანო ხდება,მე ამის მწამს და წელს თუ სასწაულები ხდება ვთხოვ, რომ აღარ მიყვარდე ისე,როგორც მიყვარხარ.ვთხოვ,რომ დაგაბრუნოს და ამ გრძნობასაც ამოვიგლეჯ გულიდან. ათი,ცხრა,რვა,შვიდი,ექვსი,ხუთი,ოთხი,სამი,ორი,ერთი. ჰაერში აჭრილი ფეიერვერკები, განათებული ცა,ცრემლიანი თვალები და შენ.-მოხვედი!როგორ არ ვიწამო ახალი წლის სასწაულის? -ანო!-შენი დაძახებული ანო.როგორ მენატრებოდა,იმაზე მეტად მიყვარს დღეს ახალი წელი, ვიდრე ბავშვობაში. -დაბრუნებას გილოცავ ჯანო.-ზურგს ვაქცევ და მივდივარ,საკუთარი სახლიდან მივდივარ,კიბეებზე ჩავრბივარ გულამოვარდნილი, ქუჩაში ფეხის გადგმა და ფიფქების წამოსვლა ერთია,ამდენი წელია ვნატრობ და ჯანოსთან ერთად დაბრუნდნენ.ბედნიერების ცრემლებმა დამისველა თვალები, ჯანო თუ არა ფიფქები ხომ შემიყვარებენ?-ჰოდა ბედნიერი ვიქნები. -ანო-გავიგონე საყვარელი ხმა. უკან მივბრუნდი. -გისმენ. -შენ!შენ მართლა...-სათქმელი ვეღარ დაამთავრა. -ჰო ჯანო!-მე ვთხოვე ახალი წლის ჯადოსნურობას,ოღონდ დაებრუნებინე და გრძნობებს რომელმაც შენი თავი წამართვა, ძველ წელს გავატანდი. -მართალი ხარ პატარავ.- ახალწელს სასწაულები ხდება,მე დავბრუნდი, შენთან დავბრუნდი და არ დავუშვებ ძველ წელს გაატანო ჩემი სიყვარული.-ისე მიყვარხარ,როგორც შენ ახალი წელი და უფრო მეტადაც. ჩემი ცრემლები,მისი ტუჩები ჩემს ბაგეებზე,ხელში აყვანა,მონატრებული ჩახუტება,ჩვენს თავზე ფიფქები და ფეირვერკი,ჩვენი სამეგობრო, ჩვენ და ახალიწელი. ახალწელს სასწაულები ხდება,ისეთი, რომელსაც ვერასდროს წარმოიდგენდი,გულით უნდა ინატრო და აგიხდება,მეც ამიხდა ჩემი სასწაული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.