შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შობამოპარული


22-12-2020, 13:15
ავტორი Impermeable
ნანახია 860

ვინ მომპარა შობა? ვინ მომპარა ახალი წელი?

აბა თუ გამოიცნობთ?

სდექ, პასუხი არასწორია. მწვანე არსება, სახელად გრინჩი აქ არაფერ შუაშია.

რაც თავი მახსოვს სულ მპარავდნენ შობას. ბავშვობაში ეს ჩემი მეგობარი და მეზობელი თინა იყო, ზუსტად 31 დეკემბრის 9 საათზე მოურიდებლად რომ შემოალაჯებდა სასტუმრო ოთახში ე.წ. ზალაში, დიდი კრძალვითა და რუდუნებით შეფუთულ საჩუქარს წამსვე გააცლიდა ბრჭყვიალა ქაღალდს და ადგილზე მისულს ჩემი საოცნებო თოჯინით მოთამაშე დამხვდებოდა, ზოგჯერ მოასწრებდა და თოვლის ბაბუის ფორმის შოკოლადსაც ჯერ გემრიელად შეექცეოდა, მერე კი ახალთახალ სათამაშოს შეაწმენდდა. 8 წლის ასაკში სწორედ მისი წყალობით ვიცოდი, რომ თოვლის ბაბუა დედაჩემი იყო და დროა ჩემი სურვილები ოჯახის მატერიალური მდგომარეობისთვის მიმესადაგებინა. მერე გავიზარდე, სასწაულის აღარ მჯეროდა და შობამაც დაკარგა ჯადოსნური ფერები. ოცნებისთვის არ მეცალა. დედას უნდა მივხმარებოდი, ოთახი დამელაგებინა, ღამის 11 საათზე კი ჩუმად მოვიპარავდი გოზინაყის პატარა ნაწილს და ჩემს ოთახში თბილ საბანში გახვეული მივადევნებდი თვალს ფანჯრის მიღმა აფერადებულ ზეცას. რა საჭირო იყო, თუ მაინდამაინც ჩემი ხელიდან გაისვრიდა მაშხალა მაშინ, როცა ისედაც უფასო წარმოდგენა მელოდა ხელგაშლილი თანამოქალაქეების წყალობით. ჩემს დაბადებას და ჩემს ახალ წელს შუშხუნები არ მოჰყოლია.

სტუდენტობისას კიდევ ერთხელ დავფიქრდი მოპარული შობის დაბრუნებაზე, მაგრამ ამჟამად დედაუნივერსიტეტმა გამომცინცლა ხელიდან გამოცდების ახალი წლის შემდგომ დღეებში დანიშვნით. 1, 2, 3, და ჰოპ, მეოთხე წელს პირველი შეყვარებული ალესანდრო გამოჩნდა და პირველი ფერი შემოიტანა ახალი წლის შავ-თეთრ სამყაროში. მეც ბავშვური სილაღით დავიწყე შობის შეგებება, მაგრამ სიხარული არ დამცალდა. ჩემი ცხოვრება რომ ერთი დიდი ბედის ირონიაა მაშინ გავაცნობიერე, როცა შუამდინარეთში ნაპოვნმა ერადერთმა და ჭეშმარიტმა სიყვარულმა მოულოდნელად ისევ მომპარა შობა და ახალი წელი.

როგორ?

მაშინ, როდესაც თქვენ 2021 წელს ეგებებით და ერთადერთი პოტენციური გრინჩი კორონაა, ჩემთან ჯერ ისევ 1442 წელია.

გგონიათ დროის მანქანა გამოვიგონე და დროში ვიმოგზაურე?

ისევ ცდებით. უბრალოდ აქ, სადაც მე ცხოვრების სიყვარულს გამოვყევი ჰიჯრის კალენდრით ხელმძღვანელობენ. უკვე მესამე წელია გულის სიღრმეში გამოსჭვივის იმედი იმისა, რომ წელს მაინც აღვნიშნავთ შობას.

გგონიათ არ ვცადე?
ისევ ცდებით.

შარშან დავუდმა, ჩემმა მეუღლემ, ოფიციალური დასვენებაც კი გამოაცხადა ახალ წელს. მაშინ, როცა ნაძვის ხეს უკანასკნელ შტრიხებს ვმატებდით, სატელეფონო ზარის გაბმულმა სიგნალმა შეგვატყობინა, რომ ახალი წელი მოგვპარეს. აი, ასე ადგნენ და მოგვპარეს. აშშ-ს საელჩოდან შეგვატყობინეს, რომ რადიკალური ისლამისტებიი საელჩოს შტურმით აღებას აპირებდნენ. მიზეზი გაინტერესებთ? დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი საყვარელი პოლიტიკოსი დავუდი, დაუდ ფაშას მემკვიდრე, სწორედაც რომ ამერიკელებმა დაარწმუნეს და აიძულეს ახალი წელი აღენიშნა, რითაც არაბულ იდენტობას ჰპარავდნენ. სამწუხაროდ, შტურმის მცდელობა შეტაკებით დამთავრდა. ამის მერე, დავუდმა მეც და ნილაის, მის უმცროს დაიკოსაც აგვიკრძალა შობის აღნიშვნის ხსენებაც კი. და აი, გვიახლოვდება 2021 წელი და მე ფიქრსაც ვერ ვბედავ.

ჩვეულებისამებრ დღიური ლეიბის ქვეშ ამოვდე და დავუდის მოლოდინში ოთახში ბოლთის ცემას მოვყევი. 25 დეკემბერი დგებოდა 1საათში, დავუდი კი ჯერაც არ დაბრუნებულიყო სამინისტროდან.
ზურმუხტისფერი კრეტსაბმელები გადავწიე და სარკმელში გავიხედე. ჩვენი ვარსკვლავი ციმციმებდა. უეცრად სარკმლის მინაზე ფიფქის ანაბეჭდი შევამჩნიე. შეუძლებელია, ნახევარი საუკუნეა ბაღდადში თოვლი თვალით არ უნახავთ. ალბათ მეჩვენება. ფარდა ჩამოვაფარე და როგორც ბავშვობაში თბილ საბანში გავეხვიე.
- ლეა, ლეა, სწრაფად, იცი? გარეთ თოვს, გესმის? - ნილაის წკრიალა ხმა ჩამესმა.
- რააა? არ მეჩვენება?
პიჟამოების ამარა ჩავირბინე უზარმაზარი კიბეები და შიდა ეზოში გავიქეცი. თვალებს არვუჯერებდი. მწვანე მაისურში გამოწყობილ დავუდს ეზოს შუაგულში ნაძვისხე აღემართა, რომელიც თეთრ შესამოსელში იმოსებოდა ციდან მოფრენილი ფიფქების წყალობით.
- აი შობის ქურდიც დაგიბრუნდი. მაპატიე, რომ წელსაც ვცადე ახალი წლის მოპარვა. ბაღდადში ნაძვისხის სათამაშოებს ვერსად ვიპოვიდი ამიტომ მხოლოდ ციმციმებს დაჯერდი ამჯერად.
- ეს სასწაულია, ალაჰის სასწაული. - აღტაცებულმა წამოიძახა ნილაიმ, მაშინვე სახლიდან ბროლის ანგელოზი მოარბენინა და ნაძვის ხის წვერზე დავუდს დაამაგებინა.
- ეს სასწაულია, შობის სასწაული - სახეგაცისკროვნებულმა ამოვთქვი.
ასე დამიბრუნა გრინჩმა დავუდმა მოპარული შობა.

და შენც, მკითხველო, დაიჯერე, რომ შობის სასწაული არსებობს. თუ შენს გულში ჯერ კიდევ ცოცხლობს მეოცნებე პაწაწინა გოგო ან ბიჭი, გულით იწამე, შობა და ახალი წლის ჯადოსნური ღამე კი თავად იზრუნებს სურვილების რეალობად ქცევაზე.



№1  offline წევრი Impermeable

ვინც სასრულეთს კითხულობთ მაპატიეთ, რომ დაგასპოილერეთ heart_eyes

 


№2 სტუმარი თმთ

გამიხარდა ხო იცი

 


№3  offline წევრი Impermeable

თმთ
გამიხარდა ხო იცი

მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent