შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამილას


25-12-2020, 17:52
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 1 405

თავი ძლივს ავწიე ბალიშიდან. საწოლი თავისკენ დამექაჩა და ნახევრად წამომჯდარი დავუბრუნდი ისევ წამის წინანდელ პოზიციას, საბნის კუთხეები შემოვიკუჭე და ძილს მივეცი ისევ თავი. შაბათი დღე იყო, სად მეჩქარებოდა როო?! გაზაფხულის ასეთ სუსხიან და წვიმიან დღეს, ძილის გარდა რა უნდა სდომებოდა ადამიანს? და უცებ სიზმარში ვხედავ, როგორ შევდივარ უნივერსიტეტის აუდიტორიაში, მათემატიკური ანალიზის ლექტორი, ნინო სვანიძე, ზის და სათვალის ქვეშიდან მიყურებს, თავს აქნევს უკმაყოფილოდ და მეკითხება - ,, რა არის, თამილა აბაშიძე, ბევრი იცი ჩემს საგანში?!“
დაფეთებული წამოვხტი საწოლიდან, მეგონა აუდიტორიაში ვიჯექი და იქ მეძინა. ცოტა ხანი ვერ მოვედი გონზე, ნახევრად დახუჭულ თვალები მოვავლე ოთახს და საათის ისრებს დავაკვირდი. - ვაიმე დამერხა...- გავყვირე და ოთახის ჩუსტების ძებნა დავიწყე. ვერ ვიპოვე. ფეხიშველი, ტყაპუნით გავიქეცი სააბაზანოში, პირი და კბილები გიჟივით გავიწმინდე და ოთახში გავბრუნდი. კარადიდან ის გამოვიღე, რაც პირველი მომხვდა ხელში, გადავიცვი და სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გავვარდი.
იმ დღეს გამოიდო თავი მაინც და მაინც და წვიმდა გიჟივით. ხელში იმდენი რაღაც მეჭირა, თავი ციგნის ქალი მეგონა, დიდი პარკით რეიტუზებს რომ ყიდიან ხოლმე. ან ეს აწოწილი ქოლგა რაღამ მომაწონა, მაგრამ ლამაზია რას ვერჩი. გაჩერებაზე გაქანებულ მარშუტკას ხელი ჩავუქნიე და იმანაც კილომეტრების იქით გააჩერა, ალბათ ფიქრობდა წვიმაში ყოფნა უხარია და ცოტას ფეხით ვატარებო. არიქა არ დაძრას ახლა მეთქი და გუბეებში ფეხების ჭყაპუნით გავიქეცი მარშუტკისკენ, თან გულში ვლანძღავდი იმ უპატრონოს, ,, ტორმუზზე“ ფეხის მიჭერა რომ ეზარება და მიჯლიგინობს ცარიელი ტაქსივით. გაჩერებულ მარშუტკას ისე შევახტი, ქოლგის დაკეცვა ვერ მოვასწარი. ვერც ფეხზე დავდექი წესივრად და ამდენი ჩანთებით ხელში ვცადე როგორმე წვიმით გაჟღენთილი ქოლგა დამეკეცა. მძღოლმა ისევე გიჟივით დაძრა მარშუტკა, როგორც გააჩერა და იამკაში ისეთი ძალით ჩაარტყა, გეგონება მანქანის ნაწილები მუქთად მისდიოდა სახლში, ვფიქრობ ხელოსანთან მისაყვანი ეყოლება. მაგრამ მძღოლის ბიუჯეტზე რას ვდარდობდი, ჩემი თავი გამჭირვებოდა. ორმოში ჩარტყმისას მარშუტკის მოძრაობას ისე ავყევი, გეგონება მეც ერთ- ერთი ნაწილი ვყოფილიყავი. ერთი წინ გადავქანდი, ერთიც უკან და გემრიელად დავჯექი. ბრახ და ჩემი ძლივს ნახევრად დაკეცილი ქოლგაც გაიშალა. ისე გაწვიმდა, ხალხმა ლამის საკუთარი ქოლგები გაშალეს არ დავსველდეთო, თან ეცინებოდათ ჩემზე. გონს რომ მოვედი და გავაანალიზე მომხდარი, გავწითლდი, მორიდებით გავაპარე თვალი და რას ვხედავ, ვიღაც ბიჭს ვუზივარ კალთაში და არ ვიძვრი ადგილიდან, ნერწყვი ყელში გამეჩხირა. ბიჭმა, რომლის მუხლებზეც გემრიელად ვიყავი მოკალათებული, მშვიდად წამომაყენა მისი კალთიდან, ქოლგაც დამიკეცა და დაიკავა ისევ მისი კუთვნილი ადგილი. ისე შემრცხვა, წამით ისიც ვიფიქრე ხომ არ ჩამოვსულიყავი მარშუტკიდან და სხვა ტრანსპორტს გავყოლოდი, მაგრამ მერე ქალბატონი ნინოს ხმა ჩამესმა ყურებში და ცარიელი სავარძლისკენ ავიღე გეზი. ისე მრცხვენოდა, თავს ვერ ვწევდი ზევით, კინაღამ უნივერსიტეტის გაჩერებას გავცდი.
ის დღე ჩემთვის არ იყო გათენებული, ვიღაცამ ცუდი თვალით გამომხედა ალბათ დილით...
ისე გავიარე სავარძლებს შორის, გეგონება სირცხვილის დერეფანში გავდიოდი, თავი ზევით არ ამიწევია, არც მძღოლისთვის შემიხედავს, ფული გადავუხადე და კისრისტეხვით ჩავედი. გაჩერებაზე ვიდექი და თავის დაწყნარებას ვცდილობდი ღრმა სუნთქვით, ისაა დავმშვიდდი და უნივერსიტეტისკენ ნაბიჯი გადავდგი, რომ მტაცა ვიღაცამ ხელი მკლავში და მანქანისკენ გამათრია. მოვრთე ყვირილ, წივილი, ერთი ამბავი, შევყარე ცა და დედამიწა, არიქა ხალხნო, მიტაცებენ, მიშველეთ მეთქი. შენც არ მომიკვდე, ჩემს ბედზე ქუჩაში არავინ იდგა, დამხმარე. მეთქი რას შვრებით, გაგიჟდით? სად მიგყავართ?! და აქ გაჩერდნენ, მეც გავჩერდი, აღარ ვყვიროდი, მაგრამ რატომ არ ვიცი, ან ისინი რატომ გაჩერდნენ არც ეგ ვიცი, არადა მანქანის ღია კართან ვიდექით უკვე და ხელი რომ ეკრა ეგრევე თავით შევვარდებოდი სალონში. გავხედე და სიძემ თავში ხელი შემოირტყა, - აუ, ჩემი, როგორ ჰგავს- ძახილით.
- რრრ... რაა?- ისე ვიყავი მეტირა თუ მეცინა არ ვიცოდი. გაშტერებული ვუყურებდი ტიპს, რომელსაც თავის შეყვარებულში ავერიე, აბა ახლა ეს რა ცოლის მომყვანი იყო?!
- ბოდიში რაა, დაიკო, ჩემს შეყვარებულში ამერიე,- მობოდიშება დამიწყო, მანქანისგან მომაშორა და კარი მიხურა, გეგონება მე ვუხტებოდი ორი წამის წინ- გინდა თუ არა მომიტაცეთ მეთქი.
- ანუ არ მიტაცებთ?- მშვიდად ამოვისუნთქე და თავი დავიწყნარე, არაფერი ეშველებათ ამ ბიჭებს, საკუთარ შეყვარებულში როგორ უნდა აგერიოს სხვა ვინმე?
- არა, გოგონა, არა, ჩემს შეყვარებულსაც შენნაირი გრძელი თმა აქვს და ამ უნივერსიტეტში სწავლობს, ვიცოდი, რომ ამ დროს უნდა მოსულიყო ისიც და... აი ასე ამერიეთ ერთმანეთში, შემთხვევით.
- თქვე... თქვე... ღმერთო, გაგიჟდით ხო? გადაირიეთ? როგორ გაბედე ჩემთვის ხელის მოკიდება, ცხოველო, - გავკიოდი ბოლო ხმაზე, იმისგან დაიმედებული, რომ მე არაფერს მიპირებდნენ. ყველაფერი ვუთხარი, რაც ენაზე მომადგა და ნელ ნელა უკან დავიხიე, თუ გამომეკიდებოდნენ გასაქცევი მანძილი მქონოდა.
- ისე,- თავი გამოყო მძღოლმა და თხემით ტერფამდე ამათვალიერა,- არც მე მყავს ცოლი და ხომ არ წაგიყვანოთ ბარემ, ააა?! - ჩემს თავში გონგი შემოჰკრეს, ტვინი მიყვიროდა, გაიქეცი, თამილა, სანამ მართლა არ წაგიყვანესო და მეც ისე გამოვიქეცი უკან არც კი გამიხედავს, იმის შიშით რომ მომდევდნენ.
უნივერსიტეტის ტურნიკეტები გადავკვეთე თუ არა დავმშვიდდი, დაცვის იმედი მქონდა და უკან ახლაღა მივიხედე. ტყუილად მირბენია ამდენი, ჰორიზონტზე არავინ ჩანდა. შენობაში გაწუწული წიწილასავით შევედი, ისე ავიარე კიბეები, ვერც კი გავიაზრე. აუდიტორიის კართან იმაზე ლოცვით მივედი, რომ ლექტორს ჩემთვის არ მიესწრო მისვლა, ღრმად ჩავისუნთქე და კარი ისე შევაღე თითქოს ამაზე მშვიდი დღე არც არასოდეს მქონოდა. მათემატიკური ანალიზის ლექტორი, ნინო სვანიძე, თავის მაგიდასთან იჯდა და შესულს სათვალის ქვეშიდან გამომხედა, თავს გააქნია უკმაყოფილოდ და მკითხა - ,, რა არის, თამილა აბაშიძე, ბევრი იცი ჩემს საგანში?!“ გონებამ ჩემი სიზმარი ამოატივტივა მაშინვე.
დავჯექი მაგიდასთან და ვაი იმ დაჯდომას. მთელი კოლოქვიუმის დროს კარისკენ ვიყურებოდი, ან ახლა შემოვლენ, ან ახლა და მძღოლისთვის წამიყვანენ საცოლედ მეთქი. მე მაშინ ისეთი შიში ვჭამე, მთელი დღის მანძილზე აღარ მომშიებია.



№1  offline წევრი თ. ა.

ის რომ ხიფათს მაგნიტივით ვიზიდავ ეს არც ახალია და არც არავის უკვირს უკვე ჩემს ოჯახში.
სახლიდან გასვლისას დღეს კიდევ მაბარებს დედაჩემი "-თამილა ჭკუით!"
იმ დღეს მართლაც დიდი შიში ვჭამე და ყველგან ის ავტომობილი მელანდებოდა. მაშინ ბავშვი ვიყავი და რათქმაუნდა ჩემი შეშინებაც ადვილი იყო.
მოკლედ ჩემო საყვარელო მადლობა შენ რომ არ დაგეზარა და ასე ლამაზად გადმოიტანე ჩემი სულელური და ხიფათიანი ერთი დღის ისტორია.
ძალიან მიყვარხარ.

 


№2  offline მოდერი sabah alkhyr

თ. ა.
ის რომ ხიფათს მაგნიტივით ვიზიდავ ეს არც ახალია და არც არავის უკვირს უკვე ჩემს ოჯახში.
სახლიდან გასვლისას დღეს კიდევ მაბარებს დედაჩემი "-თამილა ჭკუით!"
იმ დღეს მართლაც დიდი შიში ვჭამე და ყველგან ის ავტომობილი მელანდებოდა. მაშინ ბავშვი ვიყავი და რათქმაუნდა ჩემი შეშინებაც ადვილი იყო.
მოკლედ ჩემო საყვარელო მადლობა შენ რომ არ დაგეზარა და ასე ლამაზად გადმოიტანე ჩემი სულელური და ხიფათიანი ერთი დღის ისტორია.
ძალიან მიყვარხარ.

მადლობა შენ, რომ ამ ჩანახატის დაწერის საშუალება მომეცი❤️❤️მეც ძალიან მიყვარხარ❤️❤️

 


№3  offline წევრი თ. ა.

sabah alkhyr
თ. ა.
ის რომ ხიფათს მაგნიტივით ვიზიდავ ეს არც ახალია და არც არავის უკვირს უკვე ჩემს ოჯახში.
სახლიდან გასვლისას დღეს კიდევ მაბარებს დედაჩემი "-თამილა ჭკუით!"
იმ დღეს მართლაც დიდი შიში ვჭამე და ყველგან ის ავტომობილი მელანდებოდა. მაშინ ბავშვი ვიყავი და რათქმაუნდა ჩემი შეშინებაც ადვილი იყო.
მოკლედ ჩემო საყვარელო მადლობა შენ რომ არ დაგეზარა და ასე ლამაზად გადმოიტანე ჩემი სულელური და ხიფათიანი ერთი დღის ისტორია.
ძალიან მიყვარხარ.

მადლობა შენ, რომ ამ ჩანახატის დაწერის საშუალება მომეცი❤️❤️მეც ძალიან მიყვარხარ❤️❤️



:-* :-* :-*

 


№4 სტუმარი სტუმარი Khatuna

ძალიან მომეწონა. პატარა და სასაცილო. მაგარია

 


№5  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი Khatuna
ძალიან მომეწონა. პატარა და სასაცილო. მაგარია

მადლობა

 


№6  offline წევრი Barbare ❤

შემთხვევით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ანუ მოკლედ რომ ვთქვათ ბსუ-ში ხომ არ სწავლობ? მეც მყავს მათემატიკის ლექტორი ნინო სვანიძე ხასიათებშიც ძალიან გავს :დდ წარმატებები პოზიტიური იყო ????❤

 


№7  offline მოდერი sabah alkhyr

Barbare ❤
შემთხვევით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ანუ მოკლედ რომ ვთქვათ ბსუ-ში ხომ არ სწავლობ? მეც მყავს მათემატიკის ლექტორი ნინო სვანიძე ხასიათებშიც ძალიან გავს :დდ წარმატებები პოზიტიური იყო ????❤

მე არა, მაგრამ ჩანახატი ვისაც აქვს მიძღვნილი, მგონი კი ❤️მადლობა ❤️

 


№8 სტუმარი მაკომაკო

ვაიმე რამდენი ვიცინე????მადლობა შენ ამ ხალისიანი ჩანახატისთვის.ველოდები შენს ისტორიებს მალე დადე გთხოვ❤

 


№9  offline მოდერი sabah alkhyr

მაკომაკო
ვაიმე რამდენი ვიცინე????მადლობა შენ ამ ხალისიანი ჩანახატისთვის.ველოდები შენს ისტორიებს მალე დადე გთხოვ❤

მადლობა ძალიან დიდი ❤️❤️

 


№10 სტუმარი მაკომაკო

ილაის როდის ატვირთავთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent