ღიმილის მეკვლე
01.01.1998. ახალი წელი გათენდა იმ პატარა ქალაქში,რომლის მაცხოვრებლებიც ყოველთვის ტრადიციულად განწყობილები ხვდებოდნენ ამ დღეს და მათი ამაღლებული განწყობა საწინდარი იყო სწორედ ისეთი ახალი წლის,რომლის დადგომაც ყველასთვის ბედნიერების მომტანი იყო,მათი აზრით.ზამთრის დადგომისთანავე,თითქმის ყოველი მათგანი დიდი შემართებით იწყებდა ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების კეთებას,საახალწლოდსაყვარელი კერძების მზადებასა და ტკბილეულის მომარაგებას,მაგრამ არა ყველა.მათ მახლობლად ცხოვრობდა ასაკში შესული,თმაგაჭაღარავებული,სახეზე მუდამ დაღვრემილი და ცივმიმიკააღბეჭდილი ქალბატონი-თეონიტა,რომელიც არასოდეს იყო ბედნიერი.დადებითად განწყობილი მეზობლები მუდამ გრძნობდნენ,თუ როგორი უხეში და ამვდროულად დარდიანი იყო თეონიტა.მოხუცის სახლის მოპირდაპირე მხარეს,ფანჯრის რაფასთან ჩამომჯდარი პატარა ნურა მთელი დღე თვალს ადევნებდა თეონიტას,კლავდა იმის გაგების სურვილი,თუ რატომ არ უყვარდა მოხუცს ახალი წელი, რატომ ექცეოდა სახლის წინ მორბენალ ბავშვებს ასე ცუდად. გოგონას ცნობისმოყვარეობამ მისი ქალისადმი შიში გადაფარა და გადაწყვიტა,სიმართლე სხვაგვარად გაერკვია.დედ-მამის დაუკითხავად გაიპარა ნაწნავებიანი,მოუსვენარი გოგონა სახლიდან და მოხუცის კარზე დააკაკუნა.შემდეგ,არც კი დალოდებია მასპინძელს, ისე შემოურბინა სახლს და კარგად ნაცნობი უკანა კარი ფრთხილად შეხსნა.სახლში მოხვედრისთანავე, თვალებგაბრწყინებული და გულაფანცქალებული დაიმალა ერთ-ერთ ოთახში.ვერც კი გაიგო,როგორ მოხვდა თეონიტას საძინებელში და თვალწინ წარმოუდგენელი სურათი გადაეშალა-კედლებს ამშვენებდა ოჯახური ფოტოები,სადაც მოხუცი თავის ერთადერთ შვილთან ერთად იყო გამოსახული.ნურა გაფაციცებით აკვირდებოდა ფოტოებს,სადაც დედა-შვილი ერთმანეთს მჭიდროდ ეხუტებოდნენ და თითქოს ნახატიდან გამოსხიოდა სითბო,რომელიც თეონიტას სხეულსა და გულს აღარ შერჩენოდა.ნურამ კარის ხმა გაიგო და შემკრთალი მოტრიალდა.წინ მასზე სამი თავით მაღალი ადამიანი ედგა,რომელიც გაბრაზებული დაჰყურებდა შეშინებულ პატარას.-აქ რას აკეთებ? ქურდობა მოინდომე პატარა ეშმაკო?-ცივად გამოსცრა კბილებში მოხუცმა.-თქვენს შვილს რა მოუვიდა?-სულაც არ უთქვამს ნურას ეს დაუფიქრებლად.მას მართლა აინტერესებდა პასუხი.-რა?-თვალები გაუფართოვდა ქალს და უცებ დაიღვრიმა-ჩემი შვილი დიდი ხნის წინ წავიდა აქედან, შენ კი პასუხი არ გაგიცია.-ამიტომ ხართ ყოველთვის მოწყენილი?-ღრმამ,ცისფერ თვალებში ჩახედა გოგონამ თეონიტას.ეს თვალები ისე ბრჭყვიალებდნენ შიგ ჩაგუბებული ცრემლების გამო,როგორც არასდროს.გააოცა მისმა ცრემლებმა ნურა, დაუფიქრებლად მიეჭრა ქალს და წელზე ხელები მთელი ძალით შემოაჭდო. -თქვენი შვილი ბედნიერი იქნება, თუ თქვენ გაიღიმებთ.-დაიჩურჩულა ნურამ.-ის ხომ ყოველთვის გიყურებთ და უხარია,თუ თქვენ ბედნიერი ხართ.ქალი გაშეშებული იდგა და შვილის ფოტოსათვის გაეშტერებინა თვალი,რომლიდანაც ზუსტად მისნაირი ცისფერი თვალები შემოსცქეროდნენ. თეონიტამ ვერც კი შეამჩნია, როგორ გახსნა ბაგე და აცრემლებულმა გაუღიმა მომღიმარ შვილს.-უფრო ლამაზი ხართ, როცა იღიმით-მიუგო ნურამ და პატარა, თეთრი კბილები მანაც გამოაჩინა. -ჩემო საყვარელო და ცელქო გოგოვ-მისკენ დაიხარა თეონიტა-შენ ჩემი საშობაო საჩუქარი ხარ. 01.01.2020. უკვე ოცდაორი წელი გასულიყო მას შემდეგ, რაც პირველად გაუხარდა ახალი წლის მოსვლა მოხუც თეონიტას და მას შემდეგ მისი ჭაღარაც თითქოს უფრო შეცოტავდა.ყოველი წლის ამ დროს მოუთმენლად ელოდა პატარა გოგონას, რომელიც კვლავ გაუღვიძებდა სიყვარულისა და სითბოს გრძნობას სევდიანად მფეთქავ გულში.იცოდა,რომ შვილის ლოდინი უსაფუძვლო და უშედეგო იყო,ამიტომ ახლა მხოლოდ მას ელოდა,ვისაც ნამდვილად შეეძლო მისთვის ახალი წლის მილოცვა და მისი გაღიმება.ელოდა,მაგრამ ტყუილად...მას შემდეგ აღარ გამოჩენილა ნურა არც მის სახლში და არც სხვაგან.ოცდაორი წლის შემდეგ,თითქმის გამქრალი მოგონებაღა შერჩენოდა თეონიტას პატარა,ონავარ გოგონაზე,თუმცა მაინც გადაწყვიტა,მისთვის წერილი მიეწერა და ასეცმოიქცა.ფოსტალიონმა წერილი იმ მისამართზე წაიღო,სადაც მოხუცს ეგულებოდა ნურა.მეორე დილით,თეონიტამ საფოსტო ყუთი საგულდაგულოდ შეამოწმა და ხელში კონვერტი რომ მოხვდა, თვალები გაუბრწყინდა.ხელების კანკალით გახსნა კონვერტი და განიერ ფურცელზე ორიოდე წინადადება ამოიკითხა.გაშეშებული თეონიტა ვერ ხვდებოდა,რა უნდა ეგრძნო.ფარატინა ფურცელი მაგიდის მხოლოდ მცირე ნაწილს იკავებდა,თეონიტას მუჭაშიც კი ჩაეტეოდა,მაგრამ მასზე დაწერილი სიტყვები მოხუცის მთელ სიცოცხლეს უდრიდა.გოგო,რომელმაც ახალი წლის ხალისი აჩუქა მოხუცს,თავად ვეღარასდროს იგრძნობდა ამ დღის ბედნიერებას...თეონიტას უნდოდა,ხმამაღლა ეყვირა,ყველაფერი დაემტვრია და ეს დღესასწაული სამუდამოდ გაექრო,მაგრამ ამის ნაცვლად,გოგონას სიტყვები ამოუტივტივდა გონებაში:"თქვენი შვილი ბედნიერი იქნება,თუ თქვენ გაიღიმებთ" და იგრძნო ამ სიტყვების ძალა.მისი ბაგე კიდევ ერთხელ გააპო სევდიანმა,თუმცა ღრმა,ყოვლისმომცველმა ღიმილმა,სადაც თავისი ორი შვილისადმი დიდი სიყვარული ეტეოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.