შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხოს უცნობისაგან


28-12-2020, 20:53
ავტორი სალისალომე
ნანახია 733

სამყაროს შემიძლია თვალი გავუსწორო და პირისპირ ვუყურო.საკუთარი თავით ძალიან ვამაყობ რადგან ამის გაკეთება ადრე არ შემეძლო.ოდესღაც ეს შეუძლებელი მეგონა თუმცა ჩემა შესაძლებლობემა დამარწმუნა იმაში,რომ ყველაფერი შესაძლებელია.განსაკუთრებით კი ახალი წლის საოცარ ღამეს როცა რაღაც არარეალური,საოცრად დასამახსოვრებელი სანახაობა ჩვენს თვალწინ იშლება რომელიც ახალ დასაწყისზე მიგვანიშნებს და ის სურვილები,გულიდან წამოსული მღვრიე სითბოთი მოცული ერთურთს,რომ ვამკობთ და ვამშვენებთ რამხელა მნიშვნელობას დაატარებს თან და როგორ ბედნიერ ადამიანად გვაგრძნობინებს თავს.ეს ის მომენტია როცა ხვდები,რომ ვიღაცას უყვარხარ,სჭირდები.ცხოვრებაშიც ხშირად გხვდებიან ნიღბით შემოსილი ადამიანები რომელთაც ჩვენდასამწუხაროდ ვერ ვცნობთ(ვხედავთ) მათ ჩემი გულწრფელობით ისარგებლეს და ზიანი მომაყენეს.მივხვდი ჩემს შეცდომას,რომ ყველას არ უნდა ვენდობოდე ასე ძალიან.ღმერთმა მაჩვენა სწორი გზა,განმანათლა და საჩუქრად ალალ-მართალი მეგობრები მიბოძა...არადა წარსული იცი როგორი ჩაკეტილი იყო?ახლა პირიქით შევიცვალე,სულ სხვა ვარ,გავიზარდე,განვითარდი,ვისწავლე.მე,უკეთესი ვარ.და მომავალში ამაზე უკეთესი ვარიანტი ვიქნები.ადრე მხოლოდ მე ვიყავი და ჩემი სამყარო სადაც ხშირად ვიკეტებოდი ერთ სივრცეში,არ ვიცი რატომ მაგრამ ასე იყო ალბათ ვთვლი,რომ ესეც მნიშვნელოვანია და ცხოვრებისთვის საჭირო ეტაპი რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გამოიაროს,განმარტოცდე საკუთარ თავთან და ისწავლოს ფიქრი.მე,ამ მდგომარეობამ ფიქრი მასწავლა...მოხდა მოულოდნელობა,წლების მატებასთან ერთად და ცხოვრების ცვლასთან ჩემი სამყარო გახდა ღია,გაფართოვდა.უფლება მივეცი გარშემომყოფებს დაახლოების.ახლა მე,სხვა ვარ.მიკვირს კიდეც მაგრამ გავთავისუფლდი თითქოს აქამდე რაღაც მაკავებდა.ახლა ბედნიერი ვარ..შობის მთავარი გმირი მგონია თავი ისე სულმოუთქმელად ველოდები ახალ წელს,ახალ დასაწყისა და ცხოვრების ახალ ეტაპს...იმ სურვილების,მიზნების ასრულებას და იმ სანუკვარი ნატვრის რომელიც გულით მაქვს.მინდა ძველ წელს ყველაფერი არასასიამოვნო გავატანო და ახალმა წელმა ჩემთვის სიყვარული,ბედნიერება და წარმატება მოიტანოს.ამდაგავრი ფიქრები გვაქვს ხოლმე რეალურად ადამიანებს საკუთარ თავთან მიმართებაში რომელზეც ხმამაღლა არასდროს ვლაპარაკობთ...ახლა 14-წლის ვარ,არც ისე პატარა და არც ისე დიდი.ერთი უბრალო  თინეიჯერი გოგონა ვარ რომელსაც უყვარს ცხოვრება,უხარია უბრალო დეტალებიც კი.და ამ სითბოს საყვარელ ადამიანებსაც,განსაკუთრებით კი პატარა ბავშვებს უზიარებს.მე,ვარ გოგონა რომელმაც აღზარდა საკუთარი თავი,ვარ ის რომელმაც შეცვალა,ასწავლა და დაისახა მიზნები რომელსაც აქვს უამრავი სურვილი,ფიქრობს,მოსწონს და უყვარს...მაგრამ მაინც ხანდახან მეშინია.არ ვიცი რისი მაგრამ მითხარით შიშის გარეშე ადამიანი არსებობს?ყველას გვაქვს ჩვენ პრობლემები,ტკივილი,გულში დაბუდებული სევდა და ნაღველი და ის შიში  რომელიც მთელი ცხოვრება თან გაგვყვება.მაგრამ ნელ-ნელა ის უნდა დავამარცხოთ.შენ თავს უნდა დამტკიცო შენივე შესაძლებლობები როგორც ჩემ შემთხვევაში მოხდა.თავი თოვლის დედოფალი მგონია,რომელიც ფიფქებისგან იქმნება და შემდეგ სითბოზე დნება.ეს გალღობა მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც.ყინული გალღვა წყლად იქცა,წყალმა კი ჩემს პიროვნებას ახალი სიცოცხლე შთაბერა...გეგმები მაქვს,მიზნებიც მაგრამ ჯერ არეული ვარ დასალაგებელი მაქვს გონებაში ჩემი სურვილები,ფიქრები თუ ვინ ან რა მინდა ვიყო მომავალში.საქმე ჩემს მომავალს ეხება და არ ვაპირებ სწრაფად მივიღო გადაწყვეტილება დრო მაქვს თან საკმარისი...მაქვს საყვარელი საქმიანობა,ჰობი ერთ-ერთი კი ეს არის წიგნების კითხვა.შევაღწიე იმ სამყაროში რომელსაც წიგნიერი სამყარო ჰქვია.და კიდევ ერთი გამოწვევა დავიწყე წერა...ვწერ და იქნებ ერთ დღეს ჰობი საქმიანობად იქცეს ან დავწერო ისეთი წიგნი რითთაც სხვების მაგიერ ვისაუბრებ,ჩემზე დავწერ,მათზე ან სულაც კითხვას შევაყვარებ და ცოტას მაინც დავაფიქრებ.იმედი მაქვს ჩემთვის საყვარელი ადამიანების ისინი,რომ არა მე, მე ვერ ვიქნებოდი...მჯერავს ნაძვის ხის,მასზე დაკიდებული ყოველი ფერის,ზომის,ფორმის  ფერადი სათამაშოსი განათებული საახალწლო ნათურებისა და იმ გულწრფელი გამწყობის რაც ახალ წელს ახლავს.მე,ჩემი გულისნადები გაგიზიარე ახლა კი შენი დროა,უთხრა ძველ წელს შენი სათქმელი და ახალ შეხვდე დიდი პოზიტივით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent