შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნ ა კ ვ ა ლ ე ვ ი


28-12-2020, 21:12
ავტორი A L I N O
ნანახია 700

წითლად შეღებილი ცის ქვეშ ,სადაც ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსს უდრის და სადაც, გამაყრუებელი სიჩუმე გამეფებულა დიდი ქარიშხლის წინ, ვიღაცის ნაკვალევი გაშავებულ , დაყინულ და პრიალა თოვლზე ღრმა კვალს ტოვებს. ვიღაც მიაბიჯებს , მიაბიჯებს გამალებით და სიმძიმით . ირგვლივ სიჩუმეა , ქუჩებიც დუმს.წყნარი ,ისედაც არაფრის მთქმელი ქუჩები , თოვლმა და ყინვამ უფრო საზარლად დაადუმა და ჰაერიც დამძიმდა. თითქოს , რაღაცისთვის ემზადება ,თითქოს ისევ ახალ მსხვერპლს ეძებს ავის ეს ავისმომასწავლებელი სიჩუმე.
რამდენის ტკივილი და დარდი გაშიშვლდა ამ იდუმალ გარემოში , რამდენის გრძნობებმა იწყო თავისუფლებისაკენ სწრაფვა , რამდენი იღებს გადაწყვეტილებას თუ ,როგორ გააგრძელოს არსი მისი ცხოვრების .
დღეს, რამდენს შთანთქავს მარადისობის ნათელი ,ან ბნელი ....

ნაკვალევი უფრო მატულობს , სიჩუმეც უფრო ხმაურობს , ამ ხმაურს კი გამალებული გულის ცემა და სუნთქვა უერთდება , რომელიც ყველაფერს ცხადჰყოფს. ცხადჰოფს, რომ ვიღაც ისევ წასვლას აპირებს ,ვიღაც ისევ ნაკვალევს ტოვებს.
ქუჩის ლამპიონებიც მანძილის მატებასთან ერთად ,პატარა ალის კვალს ემსგავსება და ნელ-ნელა ქრება .ისე ,როგორც ნახევრად ჩამწვარი სანთელი.
გაილია გზაც.
ახლოს ტყეა , ტყე ,რომელიც გიზიდავს , გვერდით მდინარე ,რომელიც გეძახის ,წინ გზა ,რომელსაც სადღაც მიჰყავხარ , უკან კი წარსული ,რომელიც გითრევს და ცდილობს შენს დაბრუნებას და სამუდამოდ დაბრუნებას....
სად წავიდეს ? რომელი გზა აირჩიოს? ის ხომ ასე დაიღალა , ის ხომ ასე დაიცალა ემოციებისგან , მას ხომ არაფერი აღარ ესმის , ის ხომ ვეღარაფერს გრძნობს . გაყინულია ,როგორც თებერვლის დილა , არეულია როგორც მარტის თვე და გაშიშვლებულია როგორც დეკემბერი.
,,ტკივილებმა დააპატარავეს ,, ვერ გაზარდეს და ვერ ასწავლეს .სხვებისთვის ის ძლიერი ,ბევრ ჟამგამოვლილი ,ნატანჯი და ღირსეული ქალია ,თუმცა თავად ყველაზე კარგად იცის, რომ ცოდვებისგან შეჭმული , სულ გამოცლილი და სულამოცლილი ქალია .
უნდა რომ გაქრეს ,მაგრამ კვალი დატოვოს , არ უნდა რომ დაავიწყდეთ , არ უნდა რომ მისი კვალი მალე გაქრეს . ნუთუ ცხოვერბაშივე მივიწყებული ,სიკვდილის შემდეგ მაინც ემახსოვრება ვინმეს და მის კვალს შეამჩნევს ?

განა ასეთი გულუბრყვილოა რომ ამის ჯერა ?

განა მართლა გონია რომ ასე მოხდება ?

ისინიც კი , ვინც ცხოვრებაში უყვართ და აფასებენ , სიკვდილის შემდეგაც ყოველი ახალი მოსული წელი მათ გარეშე ,მათ კვალს ფანტავს.თავიდან სულ ახსოვთ ,შემდეგ დაბადების დღეებსა და ,,წასვლის,, დღეებზე მოიგონებენ. შემდეგ ესეც ავიწყდებათ , ავიწყდებათ და ეგუებიან ...

ნუთუ შენ გაგიხსენებს ვინმე, რომელიც ცხოვრებაშივე ჩაგკლეს და წაგშალეს,
ან რა ფასი ექნება ამ ყველაფერს ?
რომელ გზას აირჩევ?

დანებდები ?

ტყეში წახვალ ,სადაც კიდევ ერთხელ გარისკავ ?

მდინარეში წახვალ,სადაც ყველაფერი წამში გაქრება ?

წარსულს დაუბრუნდები ,რომელმაც აქამდე მოგიყვანა ?

თუ წინ წახვალ და მისცემ შენს ცხოვრებას ახალ შანს , შანსს რაღაც ახლის დაწყების ?

დაიწყებ ახლიდან ?

იბრძოლებ ?

აირჩიე , ეს მხოლოდ შენი გადასაწყვეტია , ეს მხოლოდ შენ იცი , ეს მხოლოდ შენ გჭირდება.

. . .

აირჩია !

წავიდა !

გაიფანტა !

გაქრა !

მისი კვალი , კი მხოლოდ მზის ამოსვლამდე , გაყინულ თოვლზე დარჩა . მზის ამოსვლისას კი გამქრქალდა ,ხვალ კი ვიღაცის კვალი წაშლის და შეცვლის მას და ასე გაგრძელდბა უსასრულოდ.

ის კი არც უდარდიათ . მან კი ძილი არჩია , უსასრულო ძილი ან არ ვიცი .... ალბათ ,მან ყველაზე დიდ ნათელში გადაინაცვლა ,სადაც ახლიდან დაიბადება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent