დასასრულია?
... ცეცხლივით წითელი თმის მქონე, 1.75 სიმაღლის ქალი ზღვის ნაპირთან იდგა და სივრცეს გაჰყურებდა, თითქოს მის თვალწინ სხვა სამყარო იშლებოდა და არაა ცის და ზღვის მიჯნა, წითელი მალბოროს ღერი ტუჩებშორის მოექცია, ნარინჯისფრად შეღებილ ცას იასამნისფერი, ჟანეტის პირიდან გამოსული კვამლი უერთდებოდა,მშვენიერ კონტრასტს ქმნიდა. ქალი კი იდგა განუძრევლად, მხოლოდ და მხოლოდ მისი მოყავისფრო ტუჩები ირხეოდა . იმდენად იყო ჩაფიქრებული, გვერდით მამაკაცის მოახლოვება ვერ შენიშნა. მამაკაცის ჩახველებამ , გაჰკვეთა სასიამოვნო სიჩუმე. ჟანეტიც ოდნავ შეკრთა მაგრამ არ შეიმჩნია,მამაკაცმა სიჩუმე დაარღვია, ბოხი მაგრამ სასიამოვნო ბარიტონით იკითხა: -დასასრულია? - შენ, როგორ ფიქრობ?! -მე?-შენ ხომ ისედაც იცი ჩემი მოსაზრება? -ვიცი-ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ წარმოთქვა ქალმა ისე,რომ სივრცისთვის თვალი არ მოუშორებია -მაგრამ , იმედი მქონდა აზრს შეიცვლიდი-ამოიოხრა, მამაკაცის პასუხს აღარ დალოდებია, სწრაფადვე დაამატა-სანდრო აქ შენი ადგილი არაა, წადი მარტო მინდა ყოფნა... - და მაინც ჟანეტ, შენი აზრით ეს დასასრულია?! -ქალმა ღრმად ამოისუნთქა, ის ღემად რომ,თითქოს გული ამოაყოლა- კი, მაგრამე ეს რაღაც მცირედის დასასრულია, ხოლო დასაწყისი მეტად მაშტაბურია-მოქუფრული მწვანე თვალები შეანათა მამაკაცს. -მამაკაცს ჩეცინა ქალი მისკენ მიიზიდა, თმა ყურსუკან გადაუწია და ჩასჩურჩულა- ჟანეტ გავფრინდეთ -ქალს ჩეცინა ბოლო „ნაპასი“ დაარტყა, მამაკაცს ყურსუკან აკოცა და დაბალი ხავერდოვანი ხმით ჩასჩურჩულა, მამაკაცის რეაქციამ არ დააყოვნა და ტანზე ჟრუანტელმა დაუარა, ვერადა ვერ შეეჩვია ქალის ქმედებებს-გავცუროთ სანდრო,გავცუროთ მამაკაცმა ხელში აიტაცა ბუმბულივით მჩატე სხეული და ზღვისკენ წავიდა... *** 2 თვის შემდეგ- მთელი ქალაქი შოკში იყო, ახალი სიახლის მოსმენის შემდეგ ტელევიზიები, გაზეთები, ინტერნეტი კი აჭრელებული იყო შემზარავი კადრებით და ინფოორმაცით: გუშინ საღამოს მებადურებმა ორი გვამი იპოვეს, რომლებიც ზღვამ ნაპირზე გამორიყა... ცა თითქოს ჩმოიქცა გაქცევას ლამობდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.