შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა ბიჭები დიდი გულით


4-01-2021, 13:54
ავტორი სალისალომე
ნანახია 905

ყოველთვის სასიხარულოა დაეხმარო სხვა ადამიანს,გაუხარო გული და გაუფერადო ერთი მშვენიერი დღე.არა აქვს მნიშვნელობა დიდს თუ პატარას,ყველას უკლებლივ ყველას.ეს კი სამყაროში დიდი სიკეთეა როცა შენი პატარა გულით გინდა სხვები გაახარო,მცირედით ასიამოვნო და ცოტათი მაინც დაატკბო პატარა ხელისგულებით აგროვილი ფულით და ნაყიდი შოკოლადებითა თუ ხილით. პატარა ხელებით შეფუთული საჩუქრებით.დღეს ამ ორმა,პატარა ბიჭმა დიდი გულით გამოთქვეს სურვილი,რომ ახალი წლის პერიოდში პატარა სიკეთე გაეკეთებინათ.
თქვეს კიდეც გვიხარია როცა სხვას ვახარებთ,ჩვენ ეს გვაბედნიერებს.გამოთქვეს ინიციატივა,რომ თავიანთი ხელებით შეფუთული საჩუქრები სრულიად უცხოებისთვის დაერიგებინათ.ეს,რომ გავიგე ძალიან გამეხარდა კარგია ბავშვი ბავშობიდანვე,რომ ცდილობს სხვების გახარებას.პატარაობიდანვე,რომ ასეთი აზრები მოგდის და სიკეთით ხარ სავსე წარმომიდგენია გაჭირვებულთათვის მომავალში რას გააკეთებ თუ რაღა თქმა უნდა იმაზე აზზრზე იქნები და არ შეიცვლები ადამიანი.ახლა კი გაეშურნენ,წავიდნენ პატარა სანტები რათა ქუჩაში გამვლელებს დაურიგონ სიყვარულით შეფუთული მცირედი საჩუქარი.აიკიდეს თავიანთი ხურჯინი,დაიხურეს წითელი ქუდი და ღიმილით სავსე სახით გაუდგნენ გზას.მე,კი სამახსოვროდ ფოტო გადავუღე,ორი ბიჭი-ასაკით პატარა მაგრამ დიდი გულით.თუ კი ცხოვრებაში შეგხვდებათ ადამიანი,რომელიც სხვის გახარებას ცდილობს თუნდაც თბილი სიტყვებით ესაუბრება ბებიას,ეხმარება მოხუცებულებს გადაადგილებაში, ტრანსპორტში უთმობს ადგილს,მძიმე ნივთებს ართმევს და დანიშნულების ადგილამდე მიაქვს,ტკბილეულს ჩუქნის,გარეთ მჯდომ გაჭირვებულს პურს ყიდულობს,ფულს აძლევს ან ხურდას უგდებს აუცილებლად აღბეჭდეთ სურათზე ან გონებით დაიმახსოვრეთ და არასდროს დაივიწყოთ რადგან ისინი კარგი მაგალითნი არიან უმცროსი თაობისათვის,იქნებ რამე ისწავლონ და გაითვალისწინონ მიბაძონ კეთილ ადამიანებს,სიყვარული ისწავლონ და ის სითბო გაასხივოსნონ რაც გულში აქვთ.ბოროტების მაგიერ კი სიკეთემ დაიმკვიდროს ადგილი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent