Dream...
სიმშვიდე... სიწყნარე... სითბო... მწვანე ბუნება... სინათლე... მე თეთრ კაბაში ვზივარ მდინარის პირას, გაშლილი თმით. თავზე გვირილების გვირგვინი მადგას. სრული იდილიაა ირგვლივ. მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკის ხმა ისმის. მზე ანათებს კრიალა ცაზე, სადაც ერთი ფთილა ღრუბელიც არაა. მე ვზივარ ჩემი ცრემლებითურთ და ფეხის თითებით წყლის ზედაპირს ვეხები. უკნიდან მოდის უცნობი და თანაც თითქოს ნაცნობი, თეთრებში ჩაცმული ბიჭი. სწორი, ცოტა გრძელი, შუბლზე ჩამოყრილი შავი თმით. მაღალია, მწვანე თვალები და გრძელი წამწამები აქვს... მოდის... მხარზე ხელს მადებს და თითქოს მთელი ჩემი დარდი ამ ძლიერ მკლავში გადააქვს ერთი ხელის შეხებით. ავხედე...თვალებში ვუყურებ. ცოტახნით გაშეშებული ვარ და მის მწვანე თვალებში ვიძირები, რადგან ძალიან ლამაზია მისი თვალებიც და თავადაც...გვერდით მიჯდება და ცრემლებს მწმენდს...ჩემს სახეს ხელებში იქცევს... მე კი ვზივარ. ასე. უსიტყვოდ. უეცრად ხელზე ცივი წვიმის წვეთი დამეცა. ციდან შავი ღრუბლები დაგვყურებდნენ, თითქოს შეშურდათ ამ სილამაზის და შეიკრიბნენ, რომ ავი თვალით გადმოეხედათ. წვიმა მოდის... საშინელი ჭექა-ქუხილია. მწვანეთვალება ბიჭი თითქოს გრძნობს, იცის რომ მეშინია ჭექა-ქუხილის და მეხუტება. გულში მიკრავს. მსიამოვნებს. თბილია. ჩემს გაყინულ სხეულს და ხელებს ათბობს. მეძინება მის მკლავებში. ნელ-ნელა ჭექა-ქუხილიც წყდება და აღარც წვიმა მოდის. ან იქნებ უკვე გაბრუებული ვარ და მე მეჩვენება ასე. თვალები მეხუჭება. პირველად მესმის მისი ბოხი, ძლიერი ხმა. მეუბნება, რომ დავიძინო. რომ საშიში არაფერია. რომ ის ჩემთანაა. მამშვიდებს, თავზე ხელს მისმევს, შუბლზე მკოცნის და მეც ნელ-ნელა მეძინება. არ მინდა ძილი, რადგან როცა თვალებს გავახელ, ის აქ, არ დამხვდება. მე კი მინდა ისევ ვუყურო და ვიძირებოდე მწვანე თვალებში, თუმცა ძალა აღარ მყოფნის. თვალებს ვხუჭავ და მისი სახეც ნელ-ნელა ქრება. თვალებს ვხუჭავ და ვემშვიდობები იდილიას. თვალებს ვხუჭავ და ვუბრუნდები რეალობას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.