მოლოდინი
ისე რა უცნაური გრძნობაა მოლოდინი არა?! ელოდები ადამიანს დღეების, თვეების, წლების განმავლობაში. იცი, რომ არ მოვა, მაგრამ ელოდები. მაინც... იმედი გაქვს... ყველგან მისი ნაბიჯების ხმა გესმის. ალბათ, რამდენჯერ მიგიხედია უკან ან რამდენჯერ გაგიხედია ფანჯრიდან ნაწვიმარი გზისკენ, რომ იქნებ ის დაგენახა ვისაც ელოდი. რამდენჯერ მოგჩვენებია მისი ნაბიჯების ხმა. რამდენჯერ ჩაგიცვამს ყელიანი სვიტერი იმის გამო, რომ გენატრებოდა. რამდენჯერ წარმოგიდგენია შენს გონებაში ათასი სცენა იმის თუ როგორ შეხვდებოდით ერთმანეთს. რამდენჯერ ჩაგირთავს ის მუსიკა რომელიც მის თავს გაგონებს. და მაინც, რა სასიამოვნოა ეს ყველაფერი. სასწაული გრძნობაა როცა ამდენი მოლოდინის შემდეგ შეხვდები იმ ადამიანს. იმ ერთადერთს. შენი სიხარულის მიზეზს. თან რომ გგონია გეჩვენება, თან გჯერა რომ შენს წინ დგას. ვერ იჯერებ იმას, რომ შეგიძლია შეეხო. ჩაეხუტო. აკოცო. მოეფერო. ვერ შორდები. ხელს ვერ უშვებ. გინდა რომ სამუდამოდ შენთან იყოს ჩაკრული. მისი ყურებით ვერ ძღები. ამდენი ხნის განმავლობაში მის შეხებაზე ფიქრობდი, გენატრებოდა. მისი ჩახუტება გინდოდა, ჰაერივით გჭირდებოდა. მერე კი ვეღარ იჯერებ, რომ ადამიანი რომელსაც ელოდი სულ სხვა ყოფილა, ვერ იჯერებ, რომ შენს წინ ის კი არა, სრულიად უცხო დგას. შეცვლილი... არანაირი კვალი წარსულიდან. მხოლოდ სურნელი..სურნელი, რომელიც ოდნავადაც არ შეცვლილა. მხოლოდ ის შემორჩა წარსულის მოგონებიდან. წინ რობოტი დგას, ყველანაირი გრძნობის გარეშე, უბრალო მოკვდავი... და სწორედ მაშინ ხვდები, რომ ადამიანები ძალიან მოკლე დროში რადიკალურად იცვლებიან... სწორედ მაშინ ხვდები, რომ აქ ისტორია დასრულდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.