შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა ბიჭები სიკეთის სადარაჯოზე


11-01-2021, 23:51
ავტორი სალისალომე
ნანახია 762

სიკეთის კეთება გრძელდება...
პატარა ბიჭები დიდი გულით წინა ბლოგში გაგაცანით,ახლა კი მათი ამბის გაგრძელება მინდა,რომ გიამბოთ.ისევ იგივე სურვილებით არიან განწყობილნი,მთელი დღე და ღამე ფიქრობენ თუ რა მოიმოქმედონ ახალი,საინტერესო.დღეს,ისევ აიღეს თავიანთი ხურჯინი და გაუდგნენ იმავე გზას.იმ გზას რომელზეც ყველა ჩვენთაგანს ოდესღაც გაგვივლია,რაღაც კარგი გაგვიკეთებია ან ცუდის მომსწრენიც ვყოფილვართ ...ოღონდ დღევანდელი დღე მხოლოდ მოხუცებულთათვის იყო განკუთვნილი შესაბამისად ის საჩუქრებიც და ტკბილეულიც,აქვე პატარა მისალოცი ბარათიც დაურთეს.იყიდეს ფერადი სასაჩუქრე ყუთები,გააფორმეს ორიგინალურად,დაწერეს მისალოცი ბარათი,თბილი ხელებით ჩაყარეს ფერად-ფერადი კანფეტები,ნაძვის ხის სათამაშოები და სიმბოლურად პატარა სათამაშო რომელიც ბებოების-პაპების შვილიშვილებს-შვილთაშვილებს გამოადგებათ,გაუხარდებათ და იმით ითამაშებენ პატარა სანტების სახელით.თუ მომავალში,ზრდასრულობისას ველოსიპედზე მჯდომი ორი ბიჭი შეგხვდებათ და საჩუქარი გისახსოვრათ მაშინ გაფიქრეთ,რომ ესენი არიან.დაანაწილეს ერთი და იმავე რაოდენობის ტკბილეული,სათამაშოები შემდეგ შეფუთეს და ქუჩაში შემხვედრთ დაურიგეს.მომიყვნენ,თავიდან ცოტა გვეშინოდა როგორი რეაქცია ექნებოდათ,რას გვეტყოდნენო. თავიდან იდუმალნი იყვნენ,იმალებოდნენ ცოტა გამბედაობა,რომ მოიკრიბეს მერე კი დიდი სიხარულით არიგებდნენ.ზოგს ზედ კარზეც მიუვიდა საჩუქარი,დადიოდნენ სადარბაზოებში,აკაკუნებდნენ უცხო ადამიანების კარზე და ძირს დებდნენ საჩუქარს.თან შორიდან აკვირდებოდნენ ამ უცხოს რა რეაქცია ექნებოდა.ისიც მითხრეს ყველა გაკვირვებული იყო,აქეთ-იქით იხედებოდნენ ზოგსაც ხუმრობა ეგონა,ზოგმაც გაიღიმა,ზოგმაც შვილიშვილს დაუძახა და ბედნიერმა ანახა საჩუქარიო.მოკლედ ყველამ თავისებურად გამოხატა ეს სიხარული.საერთო ჯამში ბიჭებმა დიდი თუ პატარა გაახარა,მაგრამ დღევანდელი დღის მისია მხოლოდ გაჭირვებული,დანაოჭებული სახის,დაბერებული კანის მქონე ადამიანები იყვნენ. მოხუცები - რომელსაც ერთი უბრალო კანფეტიც კი გულს გაუთბობდა,პირს ჩაუტკბარუნებდა და ბავშვებს დალოცვას არ მოაკლებდა.ერთი მოხუცი შეგვხდა დღესო,ჩვენ რომ პარკი მივეცით ასე გვითხრა:გაიხარეთ შვილო,დიდი მადლობაო.კაცის სახეც კი ამიღწერეს,პატარა ბავშვს ჰგავდა,მისი თვალები ანათებდნენ და უსუსური,გულთბილი,წრფელი ბავშვივით იყურებოდაო.ბევრი ასეთი სახე ამიღწერეს თან პატარა გოგო-ბიჭები რომ ჰყავდათ და ხელიხელ ჩაკიდებულნი შინისაკენ მიიწრაფოდნენ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent