შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ოჯახი


13-01-2021, 15:09
ავტორი მარიმარია
ნანახია 1 616

 „არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდია ჩვენი სახლი, მნიშვნელოვანია, რომ მასში სიყვარული არსებობს.“


ცხოვრება?!.ცხოვრება არ არის უბრალო სიტყვა, იგი ჩვენი აწმყო, წარსული და მომავალია, და რა არის მასში ყველაზე მნიშვნელოვანი?  ჩემთვის ეს ჩემი ოჯახია. დედა, მამა და ჩემი უმცროსი ძმა გიო. ისინი. ყოველთვის ჩემს გვერდით არიან, ყოველთვის როცა მიხარია, მიჭირს, ისინი ისევე  მიცავენ როგორც ჯაჭვის პერანგი და ფარ-ხმალი იცავს  მეომარს, ისინი ჩემი ყველაფერი არიან, ჩემი ცხოვრება ზუსტად ჩემი ოჯახია. მაგრამ ერთ დღესაც მეომარს გაუწყდა მისი საყვარელი ჯაჭვის პერანგი და ყველა და ყველაფერი დაკარგა,.თავზე დაემხო მთელი სამყარო, მეც ასე დამემართა, ჩემი პერანგი გაწყდა და ჩემი ოჯახი ჩემი ფარ-ხმალი დავკარგე, როგორ? ამას ახლავე მოგიყვებით.

        შობის წინა ღამე იყო მე დედამ და მამამ ძალიან ვიჩხუბეთ, მათ ისეთი სიტყვები ვუთხარი რომ ახლა მინდა მიწა გამომეცალოს და შიგ ჩავვარდე ისე რომ უკან ამოსვლა ვერ შევძლო. ისეთი სულელი ვიყავი ვერ ვხვდებოდი იმას რომ ისინი ჩემზე ზრუნავდნენ, იმდენად ეგოისტი ვიყავი რომ ვფიქრობდი მათ სურდათ თემოს (ჩემს შეყვარებულს) იმის გამო დავშორებოდი რომ სახელის გატეხვის სურდათ, მაგრამ არა ვცდებოდი,ისინი ხედავდნენ როგორი იყო ის სინამდვილეში და ჩემი დაცვა. სურდათ, ამის გამო მათთან საშინლად ვიკამათე, საშინელებები ვუთხარი და შემდეგ სახლიდან გავიქეცი, თემოსთან წავედი, სახლში არდამხვდა ამიტომ გავეშურე ერთ პატარა  ძველ მაღაზიისკენ სადაც იგი მეგულებოდა ( იქ თავის მეგობრებთან ატარებდა დროს) შევედი და რა დავინახე ვიღაც გოგოსთან ერთად იყო და .....

 იქიდან ატირებული გამოვიქეცი, თემოც გამომეკიდა, ხელი მაჯაში ჩამავლო გამაჩერა და მითხრა:

- ყველაფერს აგიხსნი

- უკვე ყველაფერი გასაგებია

ხელი გავაშვებინე და წამოვედი. გავიგე ზურგს უკან რომ მომაძახა

-მაგით ბევრს კარგავ, ხვალ ისევ  მოხვალ და შემეხვეწები-ო

მაგრამ მე ყურადღება აღარ მივაქციე და წამოვედი, არც სახლში მივსულვარ, ერთ მიტოვებულ სახლში წავედი და იქ დავრჩი, ვტიროდი და ვტიროდი რაც შემეძლო მთელი ძალით, აღარ ვიცოდი რა იყო მართალი და რა არა და ასე შევხვდი შობას, სახლში არ მინდოდა წასვლა, უკვე გვიანი იყო  დედა და მამა ნერვიულობდნენ. გიოსთან ერთად  ჩემს საძებნელად წამოვიდნენ,  და აი მაშინ, ზუსტად მაშინ მოხდა ეს, მანქანის მუხრუჭები გაფუჭდა, მათ მანქანა ვერ დაიმორჩილეს და დიდ ტრაილერს შეეჯახნენ. ხალხმა რომლებმაც ყველაფერი დაინახეს პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მათ გიო, დედა და მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ნათესავებს  პოლიციელებმა შეატყობინეს,  დეიდა სალომე და ბიძია ლევანი მაშინვე იქ მივიდნენ. ყველაფერი გაარკვიეს რამოხდა.შემდეგ დეიდამ მე დამირეკა მე კი  ამდროს არავისთან ლაპარაკი მსურდა და გავუთიშე, ზარი გამეორდა ამიტომ სხვა გზა რომ აღარ დამრჩა ავიღე ყურმილი.

- გისმენ დეიდა რამე ხდება?

- ანი, არვიცი როგორ გითხრა,  შენი მშობლები და გიო

- ჩემი მშობლები რა დეიდა, ხმა ამოიღე რამე დაემართათ? რახდება? დეიდა, დეიდა მითხარი რამე გესმის?!

- ანი ისინი, ის- ი-ნი, ანი ისინი ავარიაში მოყვნენ და ...

ის დადუმდა,.მეკი ამდროს ტელეფონი ხელიდან გამივარდა, უკვე ცუდად ვიყავი.

- არაა, არა, ეს შეუძლებელია, ეს არ მოხდებოდა, არა არა მე მე....

- ანი, ანი გესმის? ანიი ანიიი გესმის

- ის ყვიროდა ტელეფონში მეკი ვერ ვხვდებოდი, გაშეშებული ვიყავი, გამახსენდა რაც ვუთხარი, როგორ მოვექეცი, არა არა შეუძლებელია ისინი არ.. არა 

დედა.. მამა.. არა. არა გიო..

მხოლოდ ეს და.შემდეგ უკვე თვალები საავადმყოფოში გავახილე. საწოლიდან გაგიჟებული წამოვხტი და ჩემს წინ დეიდა დავინახე, ის ტიროდა და თან მე მიყურებდა.

- დეიდა ეს სიმართლეა? როგორ მოხდა? გიოს რა ვუთხრა , არა არა შეუძლებელია

- ისინი მანქანით მოდიოდნენ შენს მოსაძებნად, მანქანის მუხრუჭი გაუფუჭდათ და ტრაილერს შეეჯახნენ შემდეგ კი....

მე გავშეშდი ხმას ვერ ვიღებდი, ეს ჩემი ბრალი იყო, ყველაფერი.

- არა, ეს ჩემი ბრალია მე რომ მათთვის დამეჯერებინა ეს არ მოხდებოდა, ისინი ჩემს გამო დაიხოცნენ, ????????.

 ვეღარ ვმშვიდდებოდი,ვყვიროდი და ვტიროდი, დეიდა მამშვიდებდა მაგრამ ვერაფერს გახდა ამიტომ ექიმებმა დამიჭირეს და დამამშვიდებელი გამიკეთეს.

      სამი დღის შემდეგ ისინი დავასფლავეთ,.მე უბრალოდ ვიდექი ვერაფერს ვგრძნობდი, ვერაფერს ვიგებდი, ხალხი კი მოდიოდა  სამძიმარს მეუბნებოდა და ხელს მხარზე მადებდა გასამხნევებლად, მაგრამ ამ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა. მე ყველაფერი დავკარგე, ჩემი ცხოვრება დაინგრა, მე ისინი საკმარისად ვერ დავაფასე, არ დავუჯერე და აი ეს შედეგად ეს მივიღე....


-"ჩემი რჩევა იქნება რომ დავაფასოთ ის რაც გვაქვს, რადგანაც ოჯახი არის ის რაღაც რაც მიუხედავად ყველაფრისა შენს გვერდითაა მუდამ და ეს ბოლომდე გაგრძელდება. შეიძლება ბზარები გაჩნდეს თუმცა მალე განიკურნება"




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent