შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა ტუჩებით ვიგრძნო შენი გულის ფეთქვა!


14-01-2021, 01:52
ავტორი imagination37
ნანახია 1 125

ჩემს პირისპირ ზიხარ სკამზე უკვე ნახევარი საათია. ლაპარაკის დროს ისე გადავდივართ სხვადსხვა თემაზე, ვერც ვიაზრებთ. როგორც ყოველთვის, დღესაც თბილი და მზრუნველი ხარ. ვიცი რომ ასე მხოლოდ ჩემს მიმართ არ ხარ, ეს შენი ზოგადი თვისებაა და ოხხ.. ზოგჯერ როგორ ვეჭვიანობ ამის გამო.
ახლა ადამიანის თვლაებზე ვლაპარაკობთ, თუ როგორ ხდის ლამაზი თვალები ადამიანს ეგზოტიკურს და მიმზიდველს. გამბედაობას ვიკრებ და გეუბნები, რომ შენც რაღაცნაირი თვალები გაქვს. "რაღაცნაირი" იმიტომ, რომ ვერ ვბედავ სიტყვა "მიმზიდველი" ან "ეშხიანი" გითხრა. გეუბნები იმასაც, რომ სიცილის დროს თვალები გიწვრილდება და ლამის ჭრილში გეკარგება თვალები(რომლებიც სულ მიხმობს და შიგნით მითრევს). თან გთხოვ, რომ გაიცინო ჩემთვის. შენც გეცინება, უფრო იმიტომ, რომ იცი ამ თხოვნაის გამო ლოყები ამიწითლდა სირცხვილისგან. გამბედაობას ვიკრებ, ხელს ვიწვდი და მარცხენა ლოყაზე გეხები, ცერა თითს სიცილისგან ქუთუთოებში ჩამალული თვალის გასწვრივ გისვამ და ჟრუანტელი მივლის. ოჰჰ.. როგორ მინდა ახლა მეც დავხუჭო თვალები, შენთან უფრო ახლოს მოვიწიო და ხარბად შევისუნთქო შენი სურნელი. მერე თვალებდახუჭულმა ყელში, არტერიასთან გაკოცო და ტუჩებით ვიგრძნო შენი გულის ფეთქვა. ეს რამდენიმე წამო ხომ დაუვიწყარი გახდება, ჩამითრევს ემოციების ზღვაში. მე ხომ ამაზე არაერთხელ მიოცნებია, ნათლად და მკაფიოდ წარმომიდგენია ეს მომენტი. და ყოველ წარმოდგენაზე, ისეთივე ჟრუანტელი მივლის, თითქოს ახალად ვიბადები. მინდა შენს ადგილას წარმოვიდგინო თავი. წარმოვიდგინო, რას იფიქრებ, როგორ აძგერდება შენი გული, ან რას იგრძნობ, მე რომ გამბედაობა მეყოს...
და შენ თვალებს ახელ, მე კი რეალობაში ვრუნდები. ვერ მოვიკრიბე ძალა, ვერ მოვახერხე შენთვის მეკოცნა ისე, როგორც არასდროს... თვალზე ცრემლი მადგება, ხელს ახლა ჩემს თვალთან მოვისვამ და ზამთრის სიცივეს დავაბრალებ ამ "ყოვლისმთქმელი" ცრემლის გამოჩენას. ამ პატარა ცრემლში ჩატეული ჩემი გრძნობები და სათქმელი კი მასთან ერთად აორთქლდება დეკემბრის სევდიან ჰაერში...



№1  offline წევრი mari77

ძან მაგარია წარმატებებიი შეგიძლია კიდევ დადო მართლა მაგარია მე მომეწონა heart_eyes

 


№2  offline წევრი imagination37

mari77
ძან მაგარია წარმატებებიი შეგიძლია კიდევ დადო მართლა მაგარია მე მომეწონა heart_eyes

დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent