ხელოვანის საოცრება
შენს თვალებში სიცოცხლეა, რომელიც მე მაძლიერებს! და იცოდე კვლავ ავიტან შენს უჟმურულ საქციელებს. არც ვაჟა ვარ, არც ტაბიძე, გრძნობა ლექსში ჩაგიხატო, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს სიტყვა კალმით დაგიხატო. შენში ვხედავ იმ ლამაზ ბავშვს, აივნიდან რომ ვხედავდი სულმინდოდა ყველაფრის თქმა, მაგრამ რავი ვერ ვბედავდი. ყველაფრის თქმა კვლავაც მიჭირს, შენ ხომ ისევ არ მენდობი ნუთუ მოვა ისევ ის დრო, რომ ბავშვივით მომენდობი. ისევ მინდა ცივ ზამთარში, თოვლის დროს რომ გაგახსენდე მე კი ფიფქის დანახვისას სიყვარულით აღმაფრენდე!! შენთან ,რომ ვარ ვერ აგიღწერ, თითქოს ცაში ღმერთებთან ვარ ვიცი ამ დროს გეცინება აფერისტი ,რომ გახლავარ. ისევ ტკბილად გაგიხსენებ, ქუჩაში ,რომ დაგინახავ ჩვენს ფოტოს კი ისევ ისე სამუდამოდ შევინახავ. ვცდილობ გითხრა ყველაფერი თითქოს წლები არ მეყოფა, შენ თუ არა არც ეს ლექსი არასოდეს მომენდობა. შენს მუქ თმას გავს ეს ქალაქი, მიმზიდველს და სურნელოვანს შენთვის ჩუმად სულ გახსოვდეს, სულ უყვარხარ შენს ხელოვანს!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.